პარიზელთა და მარსელელთა დაპირისპირებას თავიდანვე ბედად ეწერა, რომ ყველაზე დაძაბული და პრინციპული ყოფილიყო
ამ ორი ქალაქის წარმომადგენელთა დაპირისპირებას თავიდანვე ბედად ეწერა, რომ ყველაზე დაძაბული და ყველაზე პრინციპული ყოფილიყო. მარსელი და პარიზი საფრანგეთის ორი ყველაზე დიდი ქალაქია, რომელთა შორის კონფრონტაციას ხანგრძლივი ისტორია აქვს.

მარსელელებს არასოდეს უყვარდათ პარიზელები, სამხრეთელებიც ანალოგიურ პასუხს იღებდნენ დედაქალაქელებისგან. პროვანსელები ჩრდილოელებს ყოველთვის ზედმეტ სიამაყეში სდებდნენ ბრალს, ეს უკანასკნელები კი პირველებს სულ პროვინციალებსა და ჩვენებურად რომ ვთქვათ, “გლეხუჭებს” უწოდებდნენ. ერთმანეთის მიმართ დაუფარავ ქიშპობას გასული საუკუნის 70-იან წლებში ახალი საფუძველი მიეცა, რადგან იქამდე პარიზს პროფესიული საფეხბურთო კლუბი არ ჰყოლია. მათი პირველი დაპირისპირების მოყოლებული ასეა, როცა ისინი ერთმანეთში თამაშობენ, ტურის ყველა სხვა დაპირისპირება მეორეხარისხოვანი ხდება, მოგება კი, რომელიც გინდა კლუბის ფანების მხრიდან, თვეების განმავლობაში ხდება ხოლმე გასარჩევი და საამაყო.

ერთი ბანაკიდან მეორეში ფეხბურთელების გადასვლას დიდი სკანდალები მოსდევს ხოლმე (ასე იყო ფაბრის ფიორეზის, ჟოზე ანიგოსა და ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის შემთხვევებში). ამ გუნდების გზები ხშირად იკვეთებოდა, როცა ლაპარაკი საჩემპიონო რბოლაზე იყო. ამის ყველაზე ნათელი მაგალითები იყო 1986/87 და 1998/99 წლების სეზონები. ამ ორი კლუბის ფანებს შორის მტრობას იმხელა ტრადიცია აქვს, რომ შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ, რომ მათი ურთიერთობა არასოდეს გახდება ნეიტრალურიც კი. ფეხბურთის ნებისმიერ მოყვარულ მარსელელში (არადა ამ ქალაქში ფეხბურთი ლამის ყველას უყვარს) პსჟ-ს მიმართ ზიზღი ლამის უკვე ინსტინქტად იქცა. და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ფანისთვის ის, რაც მინდორზე ხდება, არის არა უბრალოდ ფეხბურთი, არამედ ბრძოლა.

დედაქალაქელთა ფანებიც ყოველ ჯერზე ამას ამტკიცებენ. იმისთვის, რომ ნებისმიერი დაპირისპირების დროს მატჩმა მშვიდად ჩაიაროს, პოლიციას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ისტორიის განმავლობაში მათ ერთმანეთში 70-ზე ცოტა მეტი შეხვედრა გამართეს და გამონაკლისი ამ წესიდან პრაქტიკულად არ ყოფილა. შეგვიძლია მას ყველაზე ახალგაზრდა დერბი ვუწოდოთ, მაგრამ გადაჭარბების გარეშე იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა ფრანგულ ფეხბურთში.

ყველაფერი 1971 წელს დაიწყო. ამ დროს “მარსელი” “ნანტთან” და “სენტ ეტიენთან” ერთად ფრანგული ფეხბურთის ლიდერი იყო, “პარი სენ-ჟერმენი” კი დაარსებიდან სულ რაღაც წელიწადს ითვლიდა. ამ კლუბს ჯერ კიდევ მოყვარულის სტატუსი ჰქონდა, სულ კი მის რიგებში 6 პროფესიონალი ფეხბურთელი ირიცხებოდა. პირველად დერბიში “მტრები” ერთმანეთს 1971 წლის 12 დეკემბერს შეხვდნენ “ველოდრომზე”. მატჩი მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 4:2 დამთავრდა. “პარკ დე პრენსზე” მეორე წრის შეხვედრაც “ოლიმპიკმა” მოიგო, ამჯერად 2:1. პარიზელებმა ის სეზონი ძალზე წარუმატებლად ჩაატარეს, მე-16 ადგილზე გავიდნენ და ელიტურ ლიგას დაემშვიდობნენ. მომდევნო დაპირისპირება მხოლოდ 2 წლის შემდეგ შედგა. ამავე პერიოდში მოხდა დაპირისპირება პსჟ-ს დამფუძნებელთა შორის, ორგანიზაცია ორ ნაწილად გაიყო - “საფეხბურთო კლუბი პარიზი” და პსჟ.

1974/75 წლების სეზონში უკვე პროფესიული სტატუსის მქონე დედაქალაქელები ელიტას დაუბრუნდნენ, თუმცა პრინციპულ მეტოქესთან პირველივე დაპირისპირებაში ხელახლა დამარცხდნენ, ისევ 4:2. მეორე წრეში კი “მარსელმა” პირველი ქულა დაკარგა ჩრდილოელებთან. უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ქულა გადაარჩინა - მსაჯის მიერ კომპენსერებულ დროში ეს ლეგენდარულმა ჟაირზინიომ მოახერხა. სწორედ ამ დაკარგულმა ქულამ წაართვა შანსი პროვანსელებს, რათა საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ებრძოლათ. ეს გუნდები იმავე სეზონში თასის 1/4-ფინალურ სტადიაზეც შეხვდნენ და პარიზელებმა 2:2 და 2:0-ის წყალობით შემდგომი ეტაპის სა¬გზური მოიპოვეს. გაითვალისწინეთ, რომ “ოლიმპიკი” პირველ მატჩს შინ 2:0-ს იგებდა და თანაც სტუმრები კაცნაკლულნი თამაშობდნენ. მომდევნო 1975/76-ის სეზონში, პროვანსელებმა ღირსეული პასუხი გასცეს მეტოქეს - 2:1, 3:2. მიუხედავად ამისა, “ოლიმპიკმა” ეს სეზონი პირწმინდად ჩააგდო, დაიკავა რა მე-9 ადგილი. 1976/77-ში კი პროვანსელებს მთლად ამაზე უარესი დრო დაუდგათ, მე-12 ადგილი. სწორედ ამ სეზონში მოახერხა პსჟ-მ პირველად ისტორიაში ჩემპიონატის მეტოქეზე მაღალ საფეხურზე დასრულება, თანაც პირად შეხვედრებშიც იმძლავრა - 2:1, 1:1.

1976/77-ის სეზონი “მარსელმა” სერბი ივან მარკოვიჩის ხელმძღვანელობით დაიწყო და სეზონი მშვენივრად ჩაატარა - მე-4 ადგილზე

გავიდა. თუმცა სამხრეთში ხინჯად გულში ის ჩარჩათ, რომ გადავსებულ “პარკ დე პრენსზე” 5:1 წააგეს. ამ შეხვედრის შემდეგ პარიზს სიხარულისგან რამდენიმე დღე არ ეძინა. “პირველ რიგში ეს გამარჯვება დანიელ ეშტერს ეძღვნება (ცნობილი პარიზელი მოდელიორი, პსჟ-ს თავგადაკლული გულშემატკივარი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო სპორტული სტილის ტანისამოსის დიზაინზე მუშაობა. რედ.), შემდგომ კი ეს სრულფასოვანი რევანშია წინა წლების წარუმატებლობებისთვის,” - განაცხადა პარიზელთა შეტევების მაშინდელმა ლიდერმა კარლოს ბიანკიმ. აღნიშნული შეხვედრა დღემდე რჩება ყველაზე დიდ ანგარიშად, რომელიც ამ გუნდებს შორის დაპირისპირებისას დაფიქსირებულა (თუმცა ოთხბურთიანი სხვაობით, 4:0 “მარსელმაც” შეძლო ერთხელ მოგება, ეს 1986 წელს მოხდა).

გაგრძელება შემდგომ ნომრებში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე