“აიაქსის” სპორტული დირექტორი დანი ბლინდი აცხადებს, რომ კლუბი იმ შემთხევაში შეელევა იან ფერტონგენს, თუ მსურველი მასში 20 მილიონ ევროს გადაიხდის
ამსტერდამის “აიაქსის” სპორტული დირექტორი დანი ბლინდი აცხადებს, რომ კლუბი ერთადერთ შემთხევაში შეელევა იან ფერტონგენს, თუ მსურველი მასში 20 მილიონ ევროს გადაიხდის.

წინააღმდეგ შემთხვევაში 24 წლის ბელგიელი კარიერას მინიმუმ ერთი წლით განაგრძობს ამსტერდამულ გრანდში. ფეხბურთელის გადაბირების დიდი სურვილი აქვთ “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის”. “დღეისთვის ჩვენ ფერტონგენის ტრანსფერთან დაკავშირებით არც ერთი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, - განუცხადა მან “ერედივიზიე ლაივს”. - მაგრამ თუკი ვინმე ფეხბურთელის კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას გაიღებს, ჩვენ სხვა გზა, გარდა ფეხბურთელთან გამოთხოვებისა, არ დაგვრჩება.

გვესმის, რომ ვიღაცებს ინგლისში შეიძლება ძალიან უნდოდეთ ჩვენი მოთამაშის გადაბირება, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ფეხბურთელს ნებისმიერ კლუბში ვერ გავყიდით და ამას არც თავად მოინდომებს. იანის ახალი კლუბი რამდენიმე სერიოზულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს”.

ბლინდმა მაარტენ სტეკელენბურგის შესაძლო ტრანსფერზეც ილაპარაკა: “ჩვენი მეკარით “რომაა” დაინტერესებული, თუმცა მათი ინტერესი ჯერჯერობით ეტყობა ზოგადია. ამსტერდამში ისინი ჯერაც არ ჩამოსულან, შესაბამისად, მოლაპარაკება არ დაუწყიათ. Aმაზე მეტს მე ვერაფერს მოგახსენებთ”. შეგახსენებთ, რომ სტეკე სულ რაღაც 10 მილიონად არის შეფასებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...