ლეონარდოს “პარი სენ-ჟერმენის” სპორტულ დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ფინალური რაუნდი დასრულდა
ლაპარაკი იმაზე, რომ ლეონარდო “პარი სენ-ჟერმენის” სპორტულ დირექტორად უნდა დანიშნულიყო, თვეზე მეტია, რაც დაიწყო და მას მერე დღე არ გავიდოდა, რომ მასმედიას რამე ახალი ჭორი არ გაევრცელებინა.

და აი, “ეკიპი” წერს, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკებების ფინალური რაუნდი უკვე დასრულდა, ხელშეკრულება უახლოეს 24 საათში გაფორმდება და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს პრეზენტაციაზე აუცილებლად უხმობენ.

ახლა მოკლედ პარიზელთა სატრანსფერო გეგმებზე ვილაპარაკოთ. ჯერ ის ვთქვათ, რაც პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია: “პარიზიენის” ცნობით, თელ-ავივის “ჰაპოელის” მენეჯერები მთავარი მწვრთნელის დრორ კაშტანის თხოვნის შემდეგ დაფაცურდნენ, რათა გუნდს კვალიფიციური მეკარე შეეძინა. მათ პსჟ-ს 25 წლის კამერუნელ მეკარე ედიმ ედელემს დაადგეს თვალი. როგორც წყარო ამბობს, საქმე 99%-ით უკვე გადაწყვეტილია.

ახლა კი პარიზელთა ამბიციურ გეგმებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ის ფაქტი, რომ კლუბის მენეჯმენტი ძირითადად შემტევი ფეხბურთელების გადაბირებაზე ზრუნავს, უკვე დიდი ხანია აღვნიშნეთ. მომავალ სეზონისთვის კლუბმა უკვე გადაიბირა საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, წინა საფეხბურთო წლის ვიცე-ბომბარდირი კევინ გამეირო.

თუმცა გამეიროს გარდა, მათ კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელს შესთავაზეს კონტრაქტი. ამ საქმეებიდან როგორც ჩანს, არაფერი გამოვიდა. მაგალითად, არგენტინელი ხავიერ პასტორეს გაყიდვაზე “პალერმომ” თქვა უარი, პარიზში კარიერის გაგრძელება თავად იუარა “არსენალის” წევრმა მარუან შამახმა. ინგლისური “დეილი მეილის” ინფორმაციით, 32 წლის ნიკოლა ანელკას სანაცვლოდ პარიზელებმა “ჩელსის” 9 მილიონი ევრო შესთავაზეს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლა პსჟ-ში ორჯერ უკვე თამაშობდა. 1994/77 (ასაკობრივ გუნდში) და 2000/02 წლებში. იგივე “დეილი მეილი” ამტკიცებს, რომ სწორედ ანელკაა ის პირველი ფეხბურთელი, ვისთან თანამშრომლობაც ანდრეს ვილას-ბოასმა არ მოისურვა.

“ჰერენვენის” მაროკოელი ცენტრალური ნახევარმცველი 22 წლის უსამა აისადი ასევე მოხვდა “პარკ დე პრენსის” მკვიდრთა ყურადღების ცენტრში. ორიოდე კვირის წინ მასზე წერდნენ, რომ აფრიკელი კარიერას პსვ-ში განაგრძობდა. უსამას ბალაშ ჯუჯაკის შემცვლელად განიხილავდნენ, მაგრამ მას მერე “ეინდჰოვენმა” სამი მაღალი კლასის ნახევარმცველი გადაიბირა (კევინ სტროოტმანი, დრის მარტენი და ჟორჟინიო ვაინალდუმი), რამაც აისადის ტრანსფერი დღის წესრიგიდან მოხსნა.

ამის მუხედავად ნიჭიერ ფეხბურთელს სხვა კლუბების მხრიდან ყურადღება არ მოკლებია. მეტიც, როგორც ვხედავთ, აისადიმ პსვ-ზე ბევრად უფრო მდიდარი და ალბათ არანაკლები პოტენციალის კლუბის ყურადღება მიიპყრო.

ჯერჯერობით თავად მაროკოელი უარს აცხადებს რამე კომენტარზე, რადგან მისი თქმით, სათქმელი არც არაფერი აქვს. მისადმი კომპლიმენტებს არ იშურებს “ჰერენვენის” თავკაცი რონ იანსიც, ვისი თქმითაც, ფეხბურთელს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის