23-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნებული, ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი "ნოტინგემ ფორესტი" დღეს, 30 576-იან "სიტი გრაუნდზე" სეზონის დაწყების წინ ბოლო ამხანაგურ მატჩში "ვალენსიას" უმასპინძლებს და საინტერესოა, ითამაშებს თუ არა "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

"ნოტინგემ ფორესტმა" ტრანსფერებზე უკვე 70 მილიონი ფუნტი დახარჯა, ამით არ შემოიფარგლება, თუმცა საკონტროლო შეხვედრებში კარგი შედეგები ვერ აჩვენა - 23 ივლისს ბერლინში "უნიონთან" 0:1 დამარცხდა, 26 ივლისს კი საკუთარ მოედანზე რანგით მე-5 დივიზიონის "ნოთსთან" ფრეს დასჯერდა - 2:2. მწვრთნელი სტივ კუპერი "ვალენსიასთან" საბრძოლო სასტარტო შემადგენლობის დაყენებას აპირებს, რადგან ეს დაპირისპირება 6 აგვისტოს "ნიუკასლთან" პირველი ტურის გასვლითი მატჩის გენერალური რეპეტიციაა.

"ვალენსია" ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერების განხორციელებას ვერ ახერხებს, ზაფხულში ფაქტიურად მხოლოდ სამუ კასტილიეხოთი გაძლიერდა, ამხანაგურ მატჩებში "დორტმუნდს" 3:1, "სენტ გალენს" კი 2:0 სძლია, ხოლო "შტუტგარტთან", რომელიც გასულ სეზონში ბუნდესლიგიდან გავარდნას ძლივს გადაურჩა, 2:5 დამარცხდა.

მომავალ სპარინგს წერილი Sports Mole-მ მიუძღვნა და აღნიშნა, რომ "ვალენსიას" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ შვაბურ გუნდთან 19 ფეხბურთელი ათამაშა, როტაციას გააგრძელებს, სასტარტოში, ალბათ, იასპერ სილესენს დააბრუნებს, მამარდაშვილი კი, რომელიც გუნდთან ერთად ორი საათის წინ ინგლისში ჩავიდა (იხ. ფოტო), სათადარიგო იქნება. გამოცემა სავარაუდოდ იმას ეყრდნობა, რომ ქართველი "შტუტგარტთან" დამაჯერებლად ვერ გაისარჯა.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები - Sports Mole-ს ვერსია

ნოტინგემი: ჰენდერსონი, უოროლი, კუკი, ნიაკჰეიტი, უილიამსი, ო'ბრაიენი, კოლბეკი, ტოფოლო, ლინგარდი, ჯონსონი, ავონიი

ვალენსია: სილესენი, კორეია, პაულისტა, დიახაბი, გაია, სოლერი, გიამონი, მუსა, გედეში, დურო, კასტილიეხო

ეეე
ისე დამაჯერებლობა არ დამაჯერებლობა არაფერ შუაშია მოსამზადებელ ეტაპზე სილესენის დონის მეკარე ერთ თამაშს აღარ იმსახურებს?
რრრ
ასე არ შეიძლება რა, კაცს შეცდომის უფლება არ ააქ, ჯობია სადმე წავიდეს თუნდაც იჯარით, ამ სილესენს იმხელა ხელფასი აქ მისი წაყვანა არავის უნდა, გიო კი ახლა სწავლობს და არიქა რამე არ შემეშალოსო ასეთი შიშით ვერაფერს ისწავლის.
zura222
დამაჯერებლად რატო ვერ გაისარჯა ? გუნდს ფაქტიურად დაცვა არ ყავდა და შტუტჯარტის ფეხბურთელებიუ თავისუფლად რომ დასეირნობდნენ ვალენსიის საჯარიმოში ეგეც მამარდას ბრალია ? 5 გაშვებული გოლიდან მარტო ერთის აღება შეეძლო და დანარჩენი 4 მთლიანად დაცვის კისერზეა ! ნოტინგემთანაც თუ ასე "ოთამაშა" დაცვამ ვნახავთ რამდენ გოლს გაუშვებს სილესენი !
ოძელა
ნოტინგემი, თუ ნოტინჰემი???
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
მეექვსე მწვრთნელი რონალდოს პერიოდში - "ალ-ნასრი" პოსტეკოღლუს ჩააბარეს
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
გადადის თუ არა მამარდაშვილი "ნოტინგემ ფორესტში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - რა გადაწყდება უახლოეს საათებში?
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
"მანჩესტერ სიტი" 120-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით