„ვალენსია“ სტუმრად ამხანაგურ მატჩში „ნოტინგემ ფორესტს“ დაუზავდა - 1:1.

„ვალენსიას“ მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მეოთხე სპარინგშიც გიორგი მამარდაშვილი დააყენა სასტარტოში და მან კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ პირველ ტაიმში პირისპირ გასულ ო'ბრაიენს არ გაატანინა, ერთხელ კი შეცდომა დაუშვა, რითაც სერიჯმა ვერ ისარგებლა და ბურთი ძელს გაარტყა. 66-ე წუთზე მამარდაშვილი ხაუმე დომენეკმა შეცვალა. 83-ე წუთზე ჯონსონმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იმავე ჯონსონს შეეძლო თავისი გუნდისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა "ღამურები" დომენეკმა გადაარჩინა.

ბოლო საკონტროლო შეხვედრას „ვალენსია“ 6 აგვისტოს „მესტალიაზე“ „ატალანტასთან“ გამართავს, 14 აგვისტოს კი ლა ლიგის პირველ ტურში „ჟირონას“ უმასპინძლებს.

ნოტინგემი. „სიტი გრაუნდი“. 11 199 მაყურებელი

ნოტინგემი - ვალენსია 1:1

გოლები: 0:1 სოლერი (43), 1:1 ჯონსონი (83)

bmb
თავის თავზე მუშაობა რომ არ იცოდეს, ვალენსიის ძირითადი მეკარე ნაღდად ვერ იქნებოდა.
ნიკას
დამაჯერებლობის არ ქონას ჯობია ფორმაში არ იყოს ივარჯიშებს და ადრე თუ გვიან შევა ფორმაში და თუ ერთი წელი გავიდა და დამაჯერებლობა კიდევ ვერ შეიძინა მაგას არაფერი ეშველება. თუმც დარწმუნებული ვარ დამაჯერებლობა არაფერ შუაშია, მოსამზადებელი ეტაპია რაღაცეებს ცდის, რისკზე მიდის გამოუვა თუ არა, ოფიციალურ მატჩებში აღარ ექნება მაგის დო.
nika
„რაღაც დამაჯერებელი ვერ იყოს“ თქმაც არ შეიძლება? ვინმეს რომ დაეწერა რა ცუდად ითამაშაო, კიდევ გასაგები იქნება ასეთი გამოხმაურება, მაგრამ მაგაზე მსუბუქი შეფასება რაღაა. კრიტიკა ცუდი არასდროს არაა, თუ ლანძღვაში არ გადადის.
რრრ
მაგრები ვართ რა გუშინ გერმანიის სუპერთასზე მსგავსი შეცდომა ნოიერმაც დაუშვა ისიც უაზროდ გამოვარდა წინ და გოლი არც იქ გაუშვიათ, სხვა შეცდომებიც იყო იგივე ახლოკუთხეში გაშვებული გოლი და ა.შ მარა დარწმუნებული ვარ არცერთ გერმანელს აზრად არ მოუვიდოდა დაეწერა რაღაც ნოიერი დღეს დამაჯერებელი ვერ იყო, ჩვენ რა გვჭირს რა ჯიშის ვართ ასეთი, რომ 21 წლის ბიჭს მოსამზადებელ ეტაპზე დაშვებულ შეცდომებსაც კი კატასტროფად ვუთვლით.
ალეკსანდრე
შეიძლება ვცდები მაგრამ მამარდა მთლად დამაჯერებლად ვერ თამაშობს
აინე გროსე მუსკულატურა
ორი იდენტური შეცდომა, ორჯერ ზედიზედ ასე უაზროდ გამოსვლა კარიდან, - არა და წინა სეზონში, ერთხელაც არ გაუკეთებია მსგავსი,.. ეს არის მოსამზადებელი თამაშები, აშკარად გატუზოს დავალებაა, რო მსგავს ბურთებზე ავიდეს მოსაგერიებლად, რასაც ოფიციალურ თამაშებში ნამდვილად ვეღარ ვნახავთ,.. მამარდას ისედაც არ უყვარდა ფეხით თამაში და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თავისი ინიციატივით ასე დაეწყო კარიდან 35 მეტრში გამოსვლები?!
ქიტესა
მამარდაშვილმა ვალენსიის ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი, ხვიჩას კი ჯერ არ უთამაშია ნაპოლიში (ოფიციალურ მატჩებში). ისე რომ, მამარდაშვილმა ხვიჩასავით თავის თავზე იმუშაოსო, ამის თქმა ცოტა უსამართლოა.

კარში არ დაურტყიათ და როგორ გაუშვებდა. წინაზე ხუთი არ უნდა გაეშვა, ზოგადად ძალიან ზანტად და დაბნეულად თამაშობს სამწუხაროდ, დროა გამოფხიზლდეს და გაითავისოს სად თამაშობს და ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, ისე როგორც ხვიჩა მაგალითად...........
ტტტ
დომენეკის შემოყვანა იმის ნიშანია, რომ სილესენი მართლაც მიდის.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში