კონსტრუქტორთა თასის ცხრაგზის მფლობელის პრეზიდენტი ადამ პარი ვერ ხედავს საკადრო ცვლილებების აუცილებლობას
სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ბრიტანული საჯინიბო "უილიამსის" შემადგენლობა უცვლელი დარჩება - გუნდის ღირსებას დაიცავენ ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი პილოტი რუბენს ბარიკელო და 2010 წელს GP2-ის სერიის გამარჯვებული პასტორ მალდონადო. ყოველ შემთხვევაში, კონსტრუქტორთა თასის ცხრაგზის მფლობელის პრეზიდენტი ადამ პარი ვერ ხედავს საკადრო ცვლილებების აუცილებლობას.

რუბენს ბარიკელომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სურს "უილიამსთან" თანამშრომლობის გაგრძელება, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

პასტორ მალდონადოს ამ სეზონში ქულა არ მოუპოვებია, მაგრამ ადამ პარი კმაყოფილია ვენესუელელი პილოტით. "მე მას ყოველთვის ნიჭიერ პილოტად მივიჩნევდი, თუმცა ხალხი ირონიულად ხვდებოდა ჩემს შეფასებებს. GP2-ის სერიაში მისი წარმატებები იმაზე მეტყველებს, რომ მალდონადო ფორმულა 1-ში გამოსვლის ღირსია.

ყველა ხედავს, რომ ის ძალიან სწრაფია და გარკვეულ სტაბილურობასაც მიაღწია. წელს ჩვენი პილოტები სამჯერ გავიდნენ კვალიფიკაციის ფინალურ სეგმენტში და სამივეჯერ ეს მალდონადომ გააკეთა", - ამბობს "უილიამსის" პრეზიდენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა