საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალურ მატჩში მალტა დამაჯერებელი სხვაობით, 37:61 დაამარცხა და “ბ” დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქართული გუნდი ჩემპიონატის განმავლობაში მუდამ ლიდერობდა და ოთხივე თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვა. გამონაკლისი იყო ნახევარფინალური შეხვედრა ალბანეთთან, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა, თუმცა ჩვენი გუნდის სამწვრთელო შტაბმა ფსიქოლოგიურად მძიმე ფინალის სწორად დაგეგმვა და ევროპის C დივიზიონის მოგება დამსახურებულად მოახერხა.

მსგავსად სხვა თამაშებისა, ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი ფინალშიც ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 19 მოხსნა და ერთი ასისტი დააგროვა. აღსანიშნავია ნატალი ჩუტკერაშვილის თამაში, რომელმაც 12 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. მსგავსად წინა შეხვედრებისა, ფინალშიც გამოირჩეოდა სალომე სვანი. მან გუნდს 12 ქულა და 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 4 ქულა და 8 მოხსნა კი ანა ნამგალაძის ანგარიშზეა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სალომე სვანი, ხოლო ჩვენი გუნდის შეუჩერებელი ცენტრი ლიკა კვირკველია სვანთან ერთად C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა.

GBF.GE

დიმა
ახლა ოლიმპიადასაც მოიგებენ.
გიუᲨა
გამაგებინეთ საქართველომ მალტა დაამარცხა 37:61 სადაური მათემატიკაა???)
დათო
სათაური არის უბრალოდ ტყული, არც მეტი, არც ნაკლები. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი გუნდის ასპარეზობას - კი, მართალია, ყველაზე სუსტი დივიზიონი მოიგეს, მაგრამ თუ გადავხედავთ რა სუსტად ასპარეზობენ ჩვენი გოგონები (ზოგადად ყველა სახეობაში და განსაკუთრებით გუნდურში) და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყველა თამაში (1-ის გარდა) დიდი უპირატესობით მოიგეს, მაშინ ნამდვილად მისალოცად გვქონია საქმე. მადლობა გოგონებო, ასევე მადლობა მწვრთნელებს და გუნდს, ასე გააგრძელეთ.
გიზოგ
გილოცავთ გოგონებო, უფრო მეტ და დიდ გამარჯვებებს გისურვებთ.
1.2.3.4.5.
ევროპის ჩემპიონობას გილოცავთთქო მინდოდა დამეწერა, მაგრამ გავარკვიე სუსტებზე სუსტებისთვის მოუგიათ და სუსტებში თამაშის უფლება მოუპოვებიათ
grisho
ავტორ! ბრწყინვალე კარიერა გექნებოდა ჩრდილოეთ კორეაში.
ბათუმი
ეგება ენამ გიყივლოთ, თქვენ პირს გოზინაყი და მართლაც რომ მოვიგოთ ევროპა თუ გინდათ მსოფლიო დაწერეთ, მე თანახმა ვარ.
kombato
აწერია ევროპის ჩემპიონატის ც დივიზიონიო იმხელა ბანერს და ისედაც ეგრე ეწოდება და რას და ვინ ბერავს მოიგეს და წარმატებები მათ ბ დივიზიონშI შემდეგ წელს. გავიხაროთ რა წარმატებით
სოსო
გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა და რა თქმა უნდა ვულოცავ გოგონებს,მაგრამ ევროპის ჩემპიონობა,ძალიან გადაჭარბებული ხომ არ არის?მესამე ლიგაში გამარჯვებას,ევროპის ჩემპიონობამდე როგორ ბერავთ?კარგი რა!
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ჩივილით აპირებენ და ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა