დევისის თასის მატჩებისა და ბალახის სეზონის დასრულების შემდეგ მამაკაცთა ტური, ქალების მსგავსად, გრუნტს უბრუნდება
დევისის თასის მატჩებისა და ბალახის სეზონის დასრულების შემდეგ მამაკაცთა ტური, ქალების მსგავსად, გრუნტს უბრუნდება. ამ კვირას ოთხივე ტურნირი ამ საფარზე გაიმართება.

ATP

Swedish Open

ბაშტადი (შვედეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: რობინ სიოდერლინგი, დავიდ ფერერი, ტომაშ ბერდიხი, ნიკოლას ალმაგრო, ტომი რობრედო, ხუან მონაკო...

შვედეთის ღია პირველობა ყოველთვის გამოიჩეოდა კარგი ორგანიზებით. რვა წლის განმავლობაში (2002-09) ის საუკეთესოდ მიიჩნეოდა "250" კატეგორიის ტურნირებს შორის. აქ შეჯიბრი 1948 წლიდან ტარდება, ასე რომ, ტრადიციების მხრივაც ყველაფერი წესრიგშია.

ბოლო წლებში ბაშტადში ესპანელები იმარჯვებდნენ - ნიკოლას ალმაგრო, ტომი რობრედო, დავიდ ფერერი და რაფაელ ნადალი. მაგრამ 2009 წელს ადგილობრივი პუბლიკა გაახარა რობინ სიოდერლინგმა, რომელმაც მაგნუს ნორმანის 2000 წლის შედეგი გაიმეორა და მთავარი პრიზი მოიპოვა.

შვედი ამჯერად განთესვის ლიდერი იქნება და ეცდება კრიზისიდან გამოსვლას - სეზონის სტარტზე სამი ტურნირის მოგების შემდეგ რობინმა ძალიან მოუკლო და დიდი ხანია წარმატებისთვის არ მიუღწევია.

არ ღირს ტომაშ ბერდიხის ჩამოწერა, ვისაც აქ ორჯერ უთამაშია ფინალში, მაგრამ ჯერ მოგება არ აქვს. თუმცა სიოდერლინგის მსგავსად, ჩეხიც არ არის ოპტიმალურ ფორმაში. სამაგიეროდ, საუკეთესო სეზონს ატარებს ნიკოლას ალმაგრო, რაზეც წელს მის მიერ მოგებული სამი ტიტული და რეიტინგში მე-13 პოზიცია მოწმობს.

ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია დავიდ ფერერი. მან წელს ოთხი ფინალი ითამაშა და ორი მოიგო, ამიტომაც სამართლიანად ითვლება ამ სეზონში გრუნტის კორტების ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. ფერერმა თავისი კარგი ფორმა გასულ კვირას დევისის თასის მატჩებშიც დაადასტურა.

MercedesCup

შტუტგარტი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: გაელ მონფილსი, იურგენ მელცერი, მიხაილ იუჟნი, ჟილ სიმონი, ფლორიან მაიერი, ნიკოლაი დავიდენკო...

გერმანიაში ტურნირები არა მარტო კარგი ორგანიზებით, არამედ სტაბილური საპრიზო ფონდითაც გამოირჩევა. შარშანდელი ჩემპიონი ალბერტ მონტანიესი შინ "მერსედესის" თეთრი კაბრიოლეტით დაბრუნდა. ასე რომ, აქ ოფლის დაღვრა ნამდვილად ღირს.

გაელ მონფილსმა შარშან აქ ფინალამდე მიაღწია, მაგრამ ტრავმა მიიღო და ტიტული მონტანიესს დაუთმო. ახლა ფრანგი განთესვის ლიდერია და შეეცდება მთელი დისტანცია ბოლომდე გაიაროს.

WTA

XXIV SNAI Open

პალერმო (იტალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: ფლავია პენეტა, რობერტა ვინჩი, სარა ერანი, კლარა ზაკოპალოვა, ანაბელ მედინა გარიგესი, ცვეტანა პირონკოვა...

გასულ წელს აქ კაია კანეპიმ გაიმარჯვა და WTA-ის ტურნირების პირველი ესტონელი ჩემპიონი გახდა. თუმცა წელს ის პალერმოში ტიტულის დასაცავად არ ჩასულა.

განთესვის სამი ლიდერი მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენს და სწორედ ისინი მიიჩნევიან ფავორიტებად.

სარა ერანი, ჩვეულებრივ, ძლიერია გარკვეულ დონემდე, რობერტა ვინჩიმ წელს მაღალ დონეს მიაღწია - მის ანგარიშზე სეზონში სამი ტიტული მოდის, რითაც რეიტინგში საუკეთესო 25 ჩოგბურთელს შორის მოიპოვა ადგილი. ფლავია პენეტა კი არც ისე წარმატებულ სეზონს ატარებს, მაგრამ მთავარი ფავორიტია, მით უმეტეს, რომ უიმბლდონზე საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა.

ასევე აღვნიშნავთ პოლონა ჰერცოგს, რომელიც აქ ბაშტადის ტურნირის ჩემპიონის რანგში ითამაშებს.

Gastein Ladies

ბად გაშტეინი (ავსტრია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: იულია გორჯესი, იარმილა გაიდოშოვა, ლუსი ჰრადეცკა, ივეტა ბენეშოვა, ლურდეს დომინგეს ლინო, სიმონა ჰალეპი...

ავსტრიაში გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი იულია გორჯესი იქნება, რომელიც სხვებზე მაღლა დგას რეიტინგში. თუმცა აქ ბლომად არიან ბოლო დროს მომძლავრებული ჩეხი ჩოგბურთელები, აგრეთვე რუმინელი სიმონა ჰალეპი. მან წელს დაიწყო გაცემული ავანსების გამართლება და უკვე ითამაშა ერთ ფინალში, თუმცა წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"