ფიბას ვებგვერდზე მწერალმა ჟურნალისტებმა თავიანთი შეხედულებები შეაჯერეს და ევრობასკეტის წინ მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნეს, სადაც საქართველო აღნიშნული ტურნირის მონაწილე 24 ნაკრებს შორის მე-14 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლავთ ფიბას ოფიციალური რეიტინგი და ის მხოლოდ კონკრეტული, ევროკალათბურთში რიგით ქომაგებზე მეტად ჩახედული და კომპეტენტური ადამიანების ნააზრევია.

აი, რას წერს ფიბას საიტი: "საქართველო იმ ნაკრებთა სიაშია, რომელთაც ამჯერად თამაში მშობლიურ გარემოში მოუწევთ. ევრობასკეტისთვის აშენებული ახალი არენა დიდი ზურგი უნდა იყოს ქართველი კალათბურთელებისთვის, რომელთაც გასულ თვეში ესპანეთთან მატჩში მნიშვნელოვანი მოგების გემო შეიგრძნეს, თუმცა იმავე მეტოქესთან ჯგუფურ ეტაპზე თამაშს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა ექნება. საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი უძლიერესი წინა ხაზი ეყოლება მას შემდეგ, რაც თორნიკე შენგელია-გიორგი შერმადინის დუეტს გოგა ბითაძე შეუერთდება".

ამ რეიტინგით საქართველო ისეთ ნაკრებებს უსწრებს, როგორებიც უკრაინა, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და პოლონეთი არიან. უკან არიან ჩვენი ჯგუფის სხვა წევრები: ბელგია და ბულგარეთიც. სამაგიეროდ, ჩამოვრჩებით ხსენებულ ესპანეთსა და თურქეთს. სრულად კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

1. სლოვენია, 2. საფრანგეთი, 3. საბერძნეთი, 4. სერბეთი, 5. ლიეტუვა, 6. ესპანეთი, 7. თურქეთი, 8. იტალია, 9. გერმანია, 10. ჩეხეთი, 11. ხორვატია, 12. ფინეთი, 13. ისრაელი, 14. საქართველო, 15. პოლონეთი, 16. ბოსნია-ჰერცეგოვინა, 17. მონტენეგრო, 18. ბელგია, 19. უკრაინა, 20. დიდი ბრიტანეთი, 21. უნგრეთი, 22. ბულგარეთი, 23. ესტონეთი, 24. ნიდერლანდები.

ამავდროულად, ფიბამ მომავალ შეჯიბრებას უკვე უწოდა ისტორიაში საუკეთესო ევრობასკეტი და 11 კალათბურთელი ჩამოთვალა, რომელთა მონაწილეობაც მას ასეთად გახდის. საინტერესოა, რომ გამორჩეულ კალათბურთელთა შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი), რუდი გობერი (საფრანგეთი), ჩედი ოსმანი (თურქეთი), ტომაშ სატორანსკი (ჩეხეთი), სერხიო ლული (ესპანეთი), დენის შრიოდერი (გერმანია), ნიკოლო მელი (იტალია) და იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა) არიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს, თბილისის გარდა, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) მიიღებენ, პლეი-ოფი კი სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი ეყოლება.

GBF

სოსოს
კი ძალიან ნაწყენი ვარ!!
სოსო
სეხნიავ,შენგელიაზე ნაწყენი ხარ?
tazos
ზოგს კალათბურთი არ ესმის, ზოგს კი პოლიტიკა და მაგიტომ!
Tazo
შენგელია რატომ დაივიწყეთ ???!!!’
სოსო
მამუკელაშვილის,ბითაძის და შერმადინის იმედი მაქვს ევრობასკეტზე,წინ საქართველო!!!!
გიორგის
ძალიან მოკლებული აქვს შენგელიას,რუსეთის მერე
გიორგის
ესპანეთთან საუკეთესო იყო შენგელია თავისი შეცდომებით. თავის გუნდზე (ნაკრებზე) 1 თავით მაღლა დგას. დღეს დღეისობით უპირობო და გამორჩეული ლიდერია. სწორად აღნიშნავ, რომ ბევრს იღებს თავის თავზე და შეცდომებიც მაგის ბრალია. მაგრამ მეტოქესაც იგივე მოსდით, მოწინააღმდეგე გუნდს მთელი აქცენტები მასზე გადააქვს, რაც ჩვებს დანარჩენ მოთააშეებს ხელფეხს და სივრცეებს უხსნის, მოსდით შეცდომები მასთან და ჯარიმდებიან, მსაჯებიც კი ცდებიან, როცა შენგელიას სასარგებლოდ საეჭვო ჯარიმებსაც უსტვენენ. მმერწმუნე, დიდი ფუფუნებაა გვყვავდეს შენგელია ნაკრებში. კალთბურთი ხომ მარტო ჩაგდება არაა. ნებისმიერ ევროპულ ნაკრებში 5-ში მოხვედრის პრობლემა არ ექნებოდა. მამუკელაშვილზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ნაკრებში მისი თამაში არ მინახავს ჯერჯერობით.
გიორგის
მეც ბასკონიას დროინდელი შენგელია მენატრებაა!!
გოგა
მამუკელაშვილი უბრალოდ დაიმახსოვრეთ სანდრო მამუკელაშვილი ნაკრების ლიდერი ხდება ამ ევრობასკეტზე, ყველა მასზე დაწერს უცხოელებს გამოა..ტერებს
ანი
რატის,გოგას და სანდროს იმედი მაქვს,გვასახელეთ ბიჭებოო!!
გიორგი
შენგელია ყოველთვის იხარჯება პარკეთზე და ბევრს იღებს თავის თავზე,მაგრამ ბევრ შეცდომასაც უშვებს და ზოგჯერ ახალბედასავით თამაშობს,ესპანეთთანაც ასე იყო,იმედია ევრობასკეტს კარგ ფორმაში შეხვდება,ბასკონიაში სულ სხვა იყო შენგელიაა!!
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა