წარმოგიდგენთ 2 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.

ინგლისური კლუბები უნგრელი მოთამაშის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან, რომელსაც მომავალ ერლინ ჰოლანს უწოდებენ. 19 წლის ბენჟამინ სესკოს სანაცვლოდ "ზალცბურგი" 55 მილიონ ევროს ითხოვს. ახალგაზრდა ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს ერიკ ტენ ჰაგი, თუმცა ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, რადგან კრიშტიანო რონალდო ჯერჯერობით კვლავ "მანკუნიანელების" ღირსებას იცავს. უნგრელის დამატება ასევე "ნიუკასლს" და ლონდონის "ჩელსის" სურთ.

"ბარსელონას" რიკი პუჩის გაყიდვა სურს, მოთამაშე ხავის გეგმებში არ შედის. მოთამაშის დამატებას "ლოს ანჯელეს გელექსი" ცდილობს. თუმცა ტრანსფერის განსახორციელებლად ამერიკულ გუნდს მხოლოდ 2 დღე აქვს, რადგან 4 აგვისტოს MLS-ში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. 22 წლის ნახევარმცველი კატალონიური გუნდის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა, მას არც ჰოლანდიელი რონალდ კუმანი სწყალობდა და არც ხავის ხელში მიეცა სათამაშო დრო. გასულ სეზონში 2 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

ლონდონის "ჩელსიმ" მარკ კუკურელიას ტრანსფერთან დაკავშირებით სრულ შეთანხმებას მიაღწია როგორც მოთამაშესთან, ასევე კლუბთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ "არისტოკრატები" ესპანელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდიან. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. კუკურელიას დამატება "მანჩესტერ სიტისაც" სურდა, თუმცა "ქალაქელები" განაპირა მცველში 40 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ. ესპანეთის ნაკრების მცველი "ჩელსიში", დიდი ალბათობით, თანამემამულე მარკოს ალონსოს შეცვლის, რომელიც კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

"ნიუკასლი" "ლესტერის" ერთ-ერთი ლიდერის, ჯეიმს მედისონის დამატებას ცდილობს. მას შემდეგ, რაც პირველი შეთავაზება უშედეგო აღმოჩნდა, Football Insider-ის ინფორმაციით, "კაჭკაჭები" "ლესტერს" 60 მილიონ ევროს შესთავაზებს. მედისონი "ნიუკასლის" მთავარი სამიზნეა. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შეასრულა 8 შედეგიანი გადაცემა და 12 გოლი მიითვალა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

გომორძგუა მარგალეფც
ეს ხო მეგრელია?
არა რუსეთს
სიტიმ მიქარა ზინჩენკო არ უნდა გაეშვა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"