Youtub-ზე "სარბიელის პოდკასტის" სტუმარი ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"კვარაცხელიას თამაშს, რომ ვუყურებ, სიამოვნებისგან ვტკბები... წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია მამამისი, ასეთ შვილი რომ ჰყავს.

ძალიან მაგარი ფეხბურთელია! "ბარსელონას" ვარსკვლავებს რომ უყურებ და აი, გგონია, რა ადვილად აკეთებენ ყველაფერსო, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ხვიჩაზეც, თუ რა ადვილად და მაგრად აკეთებს ყველაფერს...

ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და იმიტომ გამოსდის ყველაფერი. ახლაც, რომ შევხედავ კადრებს და ვითომ რა გააკეთა?! - სინამდვილეში კი ძალიან მაგარ რაღაცებს ისე მარტივად აკეთებს, რომ მეტი არ შეიძლება...

ვარსკვლავური სენის შეყრა? – ჩანს, რომ სიამოვნებას იღებს მოედანზე და ფეხბურთის თამაშით ტკბება... გვაქვს საფუძველი, რომ გვეშინოდეს ვარსკვლავური სენის, რადგან ბევრ ქართველს დამართნია ასე...

ეგეთი ტალანტი, როგორიც კვარაცხელიაა, ჩვენ ბევრი არ გვყოლია. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავდა, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და მალევე კარიერა დაასრულეს... მგონია, რომ ეს კვარაცხელია თითქოს სულ სხვანაირია... ჯერ აშკარად ჩანს, რომ ფეხბურთით ტკბება", – ამბობს დევდარიანი.

1
ყიფიანი ამბობდა პიროვნება თუ არ გაქ ვერ ითამაშებ ფეხბურთსო. მაგრამ მაგის თქმა არ შეიძლება ჯანო ანანიძეზე მაგალითად, არც ლევან ყენიაზე იმიტომ რომ ტრამვებით გაწამდა. ყველაზე მაგრები ვინც გვყავდნენ ძირითადად ტრამვებით გაჩერდნენ. ზოგს რა ზოგს რა. ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ. არიან ვისაც ეგ მართლა ეხება გვარებს არ დავასახელებ ეხლა.
ფაქტი
მაგას რაიმე სენი რომ ქონოდა აქამდე ვერ მოვიდოდა და ვერ მოაღწევდა მაქამდე!!!
Vasili
დინამოს ახალი ნამუსიანი პრეზიდენტი და ეს კაცი მთავარ მწვრთნელად / შეილება კონფერენს ლიგაზე მოხვდენენ 2-3 წელიწადში
digi
ყოველ 2-3 წელიწალიწადში ჩნდება ჩვენთან ახალი შემტევი ტიპის ტალანტი, დაცვით ფეხბურთლებსაც თუ დაუმატებთ პრაქტიკულად ყოველ წელს, და მერე ისე ეფრფლებიან... მათ ნახევარს რო ევარგა ბოლომდე ეხლა სერიოზული გუნდი გვეყოლებოდა! წარმატებები ხვიჩას!
1.2.3.4.5.6.
კიდევ დაეკითხეთ სხვა ექსპერტებსაც და უფრო სრული სურათი შეიქმნება
ხვიჩა
კაი რა რა პატო და რა ადრიანოს მამა. საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის. ჩვენებმა ფული რომ იშოვეს, ზოგი ბეემვეს საჭეს და ბოზებს ვერ აადღლიზეს და ზოგი ბარებიდან და ღამის კლუბებიდან ვერ გამოათრიეს
გ, ერთსაც დავამატებ.
დღეს მსოფლიოში ვერ ნახავთ მისი ასაკის ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს.არათუ მათ,ბევრ "ვითომ ვარსკვლავს"ხვიჩა ერთი თავით ჯობნის.
გ
ახლობელს ვესაუბრე ნეაპოლში და ვციტირებ"ჭკუიდან არიან გადასულები,ზოგი იმასაც ამბობს მარადონას მერე ასეთი ნიჭიერი არავინ უნახავთ". ჩემი აზრით კი შორს ვარსკვლავური სენი ხვიჩა შენგან და თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი იქნები.მარადონა,პელე,მესი,კრუიფი,რონალდო(2),ბაჯო,და მისთანანი.20 წლის მერე შენი გვარიც წამეკითხოს მანდ(არა მბაპე,ნეიმარი,ინსინიე,მოდრიჩი და მისთანანი,მიუხედავად დიდი პატივისცემისა მათდამი)
მელქისედეკ ტუტუცი
ხუიჩა უძლიერესია !!!
rembo
პირველად რუბინის პირველივე შეხვედრაში რ ვნახე მივხვდი არ გავს დანარჩენებს გამრჩეული მენტალიტეტი აქვს თავმდაბალია და შრმისმყვარე რაც დანარჩენებს აკლია
Semi
მოდით მეგობრებო სანამ ფეხბურთელებს გავაკრიტიკებთ და ქართულ სენზე ვიტყვით რამეს, ჯობია ადეკვატური ანალიზი გავაკეთით. ფეხბურთში რთულა კარიერის შექმნა, უდიდეს კონკურენციასთან ერთად დიდი გამართლებაცაა საჭირო. გაიხსენეთ სხვა ეროვნების უამრავი ფეხბურთელი რომლებმაც ვერ ააწყეს კარიერა, სად გაქრანოოან კრრკიჩი, პატო, ულრიში, ნიკოლას ბენდტნერი და სხვები?. წარმოიდგინეთ რომ სპალეტის არ ემუშავა რუსეთში მოხვდებოდა კი კვარა ნაპოლიში? ასე რომ სანამ ვინმეს დავამუნათებთ ჯობია დავფიქრდეთ იქნებ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი იმ ბიჭებზე რომლებსაც ქონდათ ნიჭი და ვერ ითამშეს? აგერ ადრიანოს მამის გარდაცვალებამ რამხელა ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა. სწორია კი მისი დამუნათება?
pepe
ეს პროფესორა მგონია საიდან მოვიდა ექსპერტია
ჰაჰა
აბა დავფიქრდეთ. თუ ბევრი ტალანტი გვყავდა და ვერავინ ივარგა, ეს ნიშნავს იმას, რომ აღმზრდელები, ტრენერები, მენეჯერები, ჟურნალისტები, სახელმწიფოს მესვეურები, ფედერაცია და ბოლოს ჩვენ ქომაგები არ უქნია ღმერთს.
las
ბევრი ტალანტი გვყავდა , მაგრამ არ ქონდათ მთავარი შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი
kaka
ამას რო უყურებ მგონია ხუჯერ აქვს მოგებული ლიგა ჯკუის კოლოფია
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს