დუგლას მაიკონის "რეალში" შესაძლო გადასვლის ამბავმა უკვე ყველა გადაღალა, მაგრამ ყოველდღიურად ვრცელდება ახალი ინფორმაციები...

დუგლას მაიკონის "რეალში" შესაძლო გადასვლის ამბავმა უკვე ყველა გადაღალა, მაგრამ ყოველდღიურად ვრცელდება ახალი ინფორმაციები და ჩვენი ვალია, რომ ოპერატიულად მოგაწოდოთ. თუ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ბრაზილიელის სამეფო კლუბში გადაბარგება ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავი იყო, დღეს პირიქით, ტრანსფერი ჩაშლის პირას არის მისული. მასიმო მორატი არაფრით თანხმდება ფეხბურთელის 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმობას, ფლორენტინო პერესი კი უჩვეულოდ გაჯიუტდა და ხსენებულ თანხას ცენტს არ უმატებს. ბუნებრივია, რომ ასე შეთანხმება არ შედგება და მილანელებსაც იმედები ჩაესახათ. თუ აქამდე რაფაელ ბენიტესი მუდმივად იმას აცხადებდა, როგორმე მაიკონის გარეშეც გავალთ ფონსო, დღეს სულ სხვაგვარად ლაპარაკობს და ბრაზილიელი ფეხბურთელის მაღალ კლასს და მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

"მაიკონი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ბუნებრივია, რომ მისი "ინტერში" დარჩენა ძალიან გამახარებს. გიჟი უნდა იყოს მწვრთნელი, რომ დუგლასის დონის ფეხბურთელზე უარი თქვას და მისი შემცვლელი თავისი ნებით ეძებოს. ბრაზილიელი უკანახაზელი თავად გახლდათ მადრიდში წასვლით დაინტერესებული, ჩვენ კი უბრალოდ იძულებით ნაბიჯს ვდგამდით. თუმცა, ბოლო პერიოდში ვითარება ოდნავ შეიცვალა და ვნახოთ, არ არის გამორიცხული, რომ დუგლასმა "ინტერში" გააგრძელოს კარიერა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს".

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, მაიკონი ფლორენტინო პერესზე მეტად გაბრაზებული ყოფილა, რადგან მიაჩნია, რომ "რეალის" პრეზიდენტი მის გადასაბირებლად ყველა ღონეს არ ხმარობს. საუბარი სულ რაღაც ოთხი მილიონი ევროს წამატებაზეა, რაც პერესისთვის წესით პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ პრინცულად დგას თავის სიტყვაზე და ჩვენებას არ ცვლის. ეს ყველაფერი მაიკონს უკვე ყელშია ამოსვლია და ამბობენ, "რეალზე" გულიც აუცრუვდაო. მოვლენათა ასეთი განვითარება კი რაფაელ ბენიტესის წისქვილზე ასხამს

წყალს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ძალიან ყოფილა მოწადინებული ბრაზილიელი მცველის შენარჩუნებით.

გუშინ გვიან საღამოს კი "ინტერის" გულშემატკივრებმა კიდევ უფრო დამაიმედებელი ინფორმაცია შეიტყვეს - იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში ხავიერ ძანეტიმ გადაჭრით განაცხადა, რომ მაიკონი არსად წასვლას არ აპირებს და ის "ნერაძურიში" რჩება:

"მგონი დროა, რომ ამ ისტორიას ბოლო მოვუღოთ და განვაცხადოთ, რომ დუგლასი ჩვენთან რჩება. მქონდა მასთან პირადი საუბარი და ვიცი, რომ "ინტერში" სურს კარიერის გაგრძელება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბრაზილიელი ჩვენთან დარჩება და კვლავ ერთად შევუტევთ ყველა იმ ტროფეის, რომლის მოგების შესაძლებლობა მომდევნო სეზონში მოგვეცემა".

და ბოლოსთვის ყველაზე საინტერესო ინფორმაცია შემოვინახეთ - "კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, წასასვლელად გამზადებული მარიო ბალოტელის შემცვლელად, რაფაელ ბენიტესს ანტონიო კასანო შეურჩევია. მასიმო მორატი დაპირებია ესპანელ სპეციალისტს, რომ ცდას არ დააკლებს "სამპდორიას" ლიდერის "ინტერში" გადასაყვანად. საამისოდ "ნერაძურის" პრეზიდენტს დაახლოებით ათი დღე აქვს, რადგან შემდეგ გენუურ კლუბს ბრემენის "ვერდერთან" მოუწევს ჩემპიონთა ლიგის პაექრობა, რაც თავადაც ხვდებით რას გამოიწვევს. და თუ ვერ ხვდებით, გეტყვით, რომ თუ კასანომ "სამპას" შე,ადგენლობაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ერთი მატჩი მაინც გამართა, შემდეგ ამის საშუალება "ინტერში" უკვე აღარ მიეცემა, რადგან ერთი სეზონის განმავლობაში ფეხბურთელს არ აქვს უფლება ჩემპიონთა ლიგაში ორი კლუბის ღირსება დაიცვას.

სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება