"ჰერტას" მთავარმა მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა, ლევან კობიაშვილი ასეთ შეცდომას ასი წელი არ დაუშვებდაო
ბუნდესლიგაში დაბრუნებული ბერლინის "ჰერტას" მთავარი მწვრთნელი მარკუს ბაბელი შეგირდებს ერთობ ტვირთავს, რის გამოც დედაქალაქური კლუბის მოთამაშეებს დაღლა დაეტყოთ.

გერმანელი ჟურნალისტების აზრით, სწორედ გადაღლილობის ბრალი იყო ის, რომ შვეიცარიულ შეკრებაზე მყოფმა "ჰერტამ" ბოლო ორი ტესტმატჩიდან ორივე წააგო. ლევან კობიაშვილი და კომპანია "იანგ ბოიზთან" 2:4 დამარცხდნენ, ციურიხის "გრასჰოპერთან" კი 0:2 წააგეს.

"ვარჯიშები უნდა შევამსუბუქო, თორემ ფეხბურთელები ძალიან გადაღლილები ჩანან, ბუნდესლიგის სტარტს კი ასე არ უნდა შევხვდეთ," - აცხადებს ბაბელი.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, დაღლა ყველაზე მეტად კობიაშვილს ეტყობოდაო, რაც სულაც არ არის გასაკვირი - ლევანი კვირას 34 წლის გახდა. კობიმ "გრასჰოპერთან" მატჩში საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ბაბელი: "ლევანის შეცდომა მთლიანად გადაღლილობის ბრალია. ეს იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდება ფეხბურთელი მაშინ, როცა ძალიან დაღლილია. სხვა დროს კობი ასე არ შეცდებოდა. მეტიც: ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი კობიაშვილი ასეთ შეცდომას ასი წელი არ დაუშვებდა და აღარც დაუშვებს!"

შეგახსენებთ, რომ "ჰერტამ" მეორე ბუნდესლიგაში პირველი ადგილი დაიკავა, ახალი სეზონისთვის კი გადაიბირა 29 წლის ცენტრალური მცველი მაიკ ფრანცი, 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანდრეას ოტლი, 22 წლის მეკარე თომას კრაფტი და 21 წლის გარემარბი თუნაი თორუნი.

აშკარაა, რომ კობის ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის საფრთხე არ ემუქრება: ბაბელი ლევანს სრულად ენდობა, რაშიც მისი კომენტარიც დაგარწმუნებდათ.

კარგია ისიც, რომ მწვრთნელი თავის შეცდომას მიხვდა და იმედია, ფეხბურთელებს ძალიან აღარ გადაღლის, რადგან ასეთ დროს, გარდა შეცდომებისა, ტრავმიანობის ალბათობაც იზრდება - მით უმეტეს, 34 წლის ფეხბურთელის შემთხვევაში. კობიაშვილი კი "ჰერტაზე" მეტად საქართველოს ნაკრებს სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა