"ჟირონასთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:1) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით გოლი გაიტანა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ჩინებულ ხასიათზე გახლდათ და ქართველის თამაშზე ხალისიანად, სიცილით გააკეთა კომენტარი:

"კვარაცხელიას ეს პოტენციალი გააჩნია - შეტევის დასრულება შეუძლია, ტექნიკურია, მიზანსწრაფული, სიტუაციიდან გამოსვლა ეხერხება. როდესაც ამას არავინ ელის, გამოსავალს პოულობს. თქვენ ეს შეამჩნიეთ... ჩვენ ვიცოდით", - ციტირებს სპალეტის Spazionapoli.

ხვიჩა იტალიურმა მედიამაც შეაქო.

Areanapoli: "აღსანიშნავია კვარაცხელიას დიდებული თამაში. ქართველმა ისევ შექმნა სხვაობა. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. "ნაპოლიმ" კარგი პენალტისტი მოძებნა. როგორც იქნა, ეს პრობლემა გადაიჭრა. თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა. მხოლოდ კარგად კი არ თამაშობდა, არამედ აქვს ალღო, ფანტაზია და კონკრეტული მოქმედებების უნარი მოწინააღმდეგის კართან. მის ძნელად წარმოსათქმელ გვარს თანდათან სწავლობენ და შეიყვარეს, განსაკუთრებით, ნეაპოლელმა ტიფოზებმა, რომლებიც მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ახალი ვარსკვლავის თამაში მწვრთნელსა და გულშემატკივრებს ოპტიმისტურ განწყობას უქმნის".

Iamnaples: "ჩვენი შეფასება 6.5. ამჯერად ნაკლებად ბრწყინავდა, ვიდრე წინა ორ მატჩში, თუმცა "ჟირონას" დაცვაში თავისი დრიბლინგითა და თამაშის მართვით მუდმივად ქმნიდა ქაოსს".

footballnews24: "კვარაცხელიამ შესანიშნავად იასპარეზა და ანათებდა. კასტელ დი სანგროში "ნაპოლიმ" "ჟირონას" სძლია".

Pianetazzurro: "თამაშის ხარისხმა არ შეიძლება დააკმაყოფილოს "ცისფრების" მწვრთნელი. ყველაზე სასიამოვნო სიახლეები უკვე ჩვეულად "კვარასგან" მოდის, რომელიც ყოველთვის ბრწყინავს, გამოსავალს რთულ ვითარებაში პოულობს და ხანდახან შეუჩერებელია".

ვენეციის კომისია
ეს კომენტარის არმოწონება ოსიმენის მამამ დამიწერა)))))))))))))
ვენეციის კომისია
აუ რა უტვინო გუნდი ყოფილა ნაპოლი... ოსიმენში გადაუხდია 81 მილიონი!!! მაგ ფასად 8 ცალ კვარაცხელიას იყიდდი და მილიონი დაგრჩებოდა კიდევ პიცის საჭმელად... თან კვარა 10 თავით ჯობია ოსიმენს! აი ამას ჰქვია ფულის ფლანგვაააააა...
Გაბო
იმ ოსიმენმა უამრავი საგოლე მომენტი გააფუჭა ბოლო მატჩებში და კიდევ ხვიჩას საყვედურობენ პასებს არ აძლევსო. პირიქიტ ის და ლოზანო არ იძლევიან დროულ პასს.
რა მაფიაა?
გულს რო უხარებს ისეთი გამოხმაურებებია
ვაჟა მასწავლებელი
ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა