ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრების გახარებას კვლავ აგრძელებს. ჩვენებურმა გუშინ "ჟირონას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:1) ბრწყინვალედ იასპარეზა, რამდენიმე ეფექტური მომენტის გარდა, თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გოლად თავადვე აქცია.

"ნაპოლის" ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" "კვარას" ინტერვიუს აქვეყნებს: "5 წუთი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად", სადაც გარემარბი საკუთარი თავის შესახებ საუბრობს:

"მოგესალმებით, მე "კვარა" ვარ და ჩემს ისტორიას გიზიარებთ. ულამაზესი ქვეყნიდან, საქართველოდან ვარ. როდესაც პატარა ვიყავი, სტადიონზე დიდ დროს ვატარებდი და ფეხბურთს ვთამაშობდი. ეს სპორტი ძალიან მიყვარს!

ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობა 8 წლის ასაკში დაიწყო და ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მამა ყოფილი ფეხბურთელია, ის აზერბაიჯანში თამაშობდა, ნიჭიერი მოთამაშე იყო. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, გავმხდარიყავი პროფესიონალი მოთამაშე, მამა არ ჩარეულა, ეს თავად მსურდა.

როდესაც არდადეგები მაქვს, მაშინვე საქართველოში ოჯახთან ჩავდივარ. მყავს 2 ძმა, მე შუათანა ვარ. უმცროსი 12 წლისაა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. სპორტის სხვა სახეობებიც მიზიდავს, ვთამაშობ ჩოგბურთს, კალათბურთს, "გოლდენ სტეიტსა" და სტეფ კარის ვგულშემატკივრობ. მაგრამ სხვა სახეობებს ფეხბურთს ვერ შევადარებ, ის ჩემთვის ერთადერთია.

თამაში თბილისის "დინამოს" აკადემიაში დავიწყე, კარიერა "რუსთავში" გავაგრძელე. იყო რუსეთის ჩემპიონატი, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივსა" და ყაზანის "რუბინში" ვიასპარეზე, შემდგომ კი საქართველოში დავბრუნდი, ძალები ბათუმის "დინამოში" მოვსინჯე, ახლა კი აქ ვარ.

ნეაპოლი ულამაზესი ქალაქია. როდესაც აქაურობა პირველად ვნახე, გავოცდი. აქაური ხალხი ძალიან შემიყვარდა, რადგან ისინი ფეხბურთით ცოცხლობენ. როდესაც სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდი, ყველა "ნაპოლის" ფორმით იყო შემოსილი. დიდებული გრძნობა იყო! აქ ჩამოვედი, რათა ტიტულები მოვიგო. მზად ვარ, კლუბისთვის ყველაფერი გავიღო. დადგა დრო, "ნაპოლიმ" დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს. ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვიყავი და ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდი, როდესაც აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ იტალიაში მიდიოდა და მოლაპარაკებები "ნაპოლისთან" მიმდინარეობდა. მაშინვე აღვფრთოვანდი, რადგან ეს კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვიცი, რომ ნეაპოლში შესანიშნავ პიცას ამზადებენ, თუმცა აქ მარადონა თამაშობდა და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია".

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" მორიგ ამხანაგურ მატჩს 6 აგვისტოს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

G
ღმერთმა გვისმინოს
М
ეს ბიჭი უნკუმია, აი იცით როგორ მჯერა, რომ გადარევს მთელს იტალიას და საფეხბურთო სამყაროს? კვარა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც შეაყვარეს ეს სპორტი მსოფლიოს: პელე, მარადონა, კრუიფი, ბეკენბაუერი, ეუსებიო... ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვიყოთ ბედნიერები იმით, რომ ხვიჩა ქართველია, ის შეძლებს გაიყვანოს ნაკრები დიდ ტურნირებზე.
ნანა ბერიძე
ეხ დათო დათო ნეტა შენ ჭკვა მოგცა და მე ფული:-) ხვიჩა კარგი ბიჭია წარმატებები ვახო ერთ ერთი საუკეთესო ჟურნალისტი
დათო
კვარა კი არის მაგარი მაგრამ სოციოპათ ვახო სანაის რომ არ ევასება?
ამი
ყველაფერში ნიჭიერი კაცია. 5 წუთის სათქმელში როგორ ლაკონურად და ლამაზად ჩასტია ყველაფერი, რაც ინტერვიუს ამ ფორმატს მიესადაგება. გვიყვარხარ და გვეამაყები ხვიჩა. წარმატებები შენს დიდ გზაზე!
თბილისელი გულშემატკივარი
მე გავეცანი იტალიელი გულშემატკივრების კომენტარებს ამ ინტერვიუზე: ადეკვატური შეფასებები და საოცარი სითბო. მე მგონი ცოტა იღბალი თუ ექნა კვარას, ის საყოველთაო სიყვარულს დაიმსახურებს ნეაპოლელებში. ზოგადად, იტალიაში გულშემატკივრების (ტიფოზების) მხარდაჭერა თუ რას ნიშნავს - ეს ყველასათვის ცნობილია.
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება