ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რევაზ ლაშხის ესპანური ბრინჯაო

რევაზ ლაშხის ესპანური ბრინჯაო

"ესპანეთის დიდ პრიზზე" ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილი დაიკავა
გუშინ გაცნობეთ, რომ მადრიდში მიმდინარე ტურნირზე ჩვენი ბერძენ-რომაელები წარუმატებლად გამოვიდნენ და მედალი ვერ მოიპოვეს. ინფორმაცია ბაქოში მყოფმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ მოგვაწოდა, რომელსაც იქაურ შეჯიბრებასთან დაკავშირებით დავუკავშირდით (მოგეხსენებათ, ამავე უქმეებზე ბაქოში "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური შეჯიბრება ჩატარდა).

ეტყობა, მადრიდიდან ზუსტი ინფორმაცია არც ფედერაციის ხელმძღვანელობას ჰქონდა, რადგან ესპანეთის ჭიდაობის ფედერაციის საიტის მიხედვით ირკვევა, რომ ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) მესამე ადგილზე გასულა.

სამწუხაროა, თავდაპირველად ზუსტი ინფორმაცია რომ ვერ მოვიძიეთ, მაგრამ მთავარი მაინც ლაშხის წარმატებაა. სიმართლე გითხრათ, გულმა რეჩხი გვიყო, როცა მისი მარცხის ამბავი გავიგეთ - ის ხომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს სექტემბერში სტამბოლში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა - წონაში 6-6. მსოფლიომდე ასე მცირე დროით ადრე წამყვანი მოჭიდავის მარცხი სასიამოვნოდ ნამდვილად არ დაგვრჩენია, თუმცა კიდევ კარგი - რეალობა საწინააღმდეგო აღმოჩნდა, ანუ ლაშხი ასრულებს დასახულ გეგმას. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და გარკვეული პერიოდი გაუცდა, რის გამოც თბილისში გამართული კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდი პრიზიც" გამოტოვა, მაგრამ უკვე შეუდგა მსოფლიოსთვის მზადებას.

მწვრთნელებმა სწორედ ამიტომ არ აჭიდავეს ლაშხი ბაქოში - კონკურენტებს მოარიდეს. მსოფლიოზე მისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი იქნება, რომელიც ძალიან ძლიერი მოჭიდავეა - წლევანდლამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში არც ერთი პირველხარისხოვანი შეჯიბრება არ წაეგო, ვიდრე ლაშხმა არ მოუგო ევროპაზე. 2008 წელს ის ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოზე კი არ უჭიდავია. 2009-ში ისევ ახალგაზრდებში უკვე დუბლი შეასრულა - მსოფლიოც მოიგო და ევროპაც, შარშან კი ეროვნულ ნაკრებში გადმოინაცვლა და ახლა აქ შეასრულა დუბლი! მას სავსებით სამართლიანად ასახელებდნენ იმ ტურნირების საუკეთესო მოჭიდავედ. წლეულს დორტმუნდში ლაშხმა მას ევროპის პირველობის ნახევარფინალში მოუგო და მერე ჩემპიონიც გახდა, ალიევი კი ბრინჯაოს დასჯერდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, რატომაც არ სურდათ მწვრთნელებს ლაშხის ბაქოში გაშვება. ჯერ ერთი, მას იქ დააკვირდებოდა უკლებლივ ყველა ნაკრების მწვრთნელი, მეორეც - ბედი კვლავ თუ შეახვედრებდა ალიევს, განწირული იყო, მეტოქეს მსაჯები ყველანაირად მიემხრობოდნენ და მოაგებინებდნენ, რაც ჩვენებურზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედებდა. ამიტომ ადგნენ და ბაქოს ნაცვლად მადრიდში გაგზავნეს, სადაც ამავე უქმეებზე "ესპანეთის XI დიდი პრიზი" თამაშდებოდა. ლაშხთან ერთად იქ საქართველოს ჩემპიონი ვლადიმერ გეგეშიძეც გაუშვეს, რომელსაც ტრავმების გამო ქვეყნის პირველობის შემდეგ დღემდე არსად უჭიდავია.

მადრიდულ ტურნირში სამივე დისციპლინაში - ქალებში, ბერძენ-რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვაჟებში სულ 40-მდე ნაკრები გამოდიოდა, თუმცა შეჯიბრება ვარსკვლავთა სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა - მათი უმეტესობა ხომ ბაქოში ჭიდაობდა. ამის მიუხედავად, მაინც იყვნენ წონების ლიდერები - იგივე ლაშხი, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი, მოლდოვადან მონაკოში გადაბარგებული გენადი ტულბეა (55), ასევე "თავისუფალში" რუსთა ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის გამარჯვებული აფხაზი დენის ცარგუში (74), ამავე წონაში უნგრელი ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გაბორ ჰატოში და კიდევ რამდენიმე ცნობილი ფალავანი.

უშუალოდ ბერძენ-რომაელთა შორის 25 ნაკრები გამოდიოდა, 116 ფალავანი. ლაშხი პირველივე წრეში ორ პერიოდში დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, სომხური წარმოშობის პოლონელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ედუარდ ბარსეგიანთან - 0:4; 0:3. ბარსეგიანის წარმატებამ ჩვენებურს სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალება მისცა და მანაც ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა - ჯერ კიდევ ერთი სომხური წარმოშობის მეტოქე, ოღონდ ამჯერად ესპანელი ალბერტ ბაგუმიანი დაჯაბნა ძირითად დროში ერთნაირი ანგარიშით 3:0, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი აურელიან ლეციუ დასცა ასევე ორ პერიოდში - 5:2; 3:0.

გეგეშიძე პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ვენესუელელი იორგენ კოვა ორ პერიოდში იდენტური ანგარიშით - 5:0 დაჯაბნა. სამწუხაროდ, მეტი ვეღარ შეძლო - შვედ ფისნილე ზაჰიტთან 1:3;1:3 წააგო და გავარდა.

ახლა მსოფლიომდე ძალების შესამოწმებლად და სასტარტოდ ერთი ტურნირი დარჩა - აგვისტოში პოლონეთში გასამართი პეტლიასინსკის მემორიალი. იქ წამსვლელთაგან გადაჭრით მხოლოდ ერთი კანდიდატია ცნობილი - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74), რომელიც ბაქოში ასევე ტაქტიკური მოსაზრებებით არ აჭიდავეს, სხვათა ვინაობას კი მწვრთნელები მოგვიანებით დაასახელებენ. პოლონეთში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც იასპარეზებენ, თუმცა ჯერ არც მათი საბოლოო შემადგენლობაა ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dima

რეზიკო ძმა გაიხარე , ძალიან კარგია კიდევ გაგვახარე. გისურვებ დასახული მიზნის მიღწევას, ღმერთმა გაგაძლიეროს

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს

პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა