საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "პერიგოს" გამოცდილი შუამარბი საკლუბო და სანაკრებო კარიერაზე გვესაუბრება
საქართველოს ნაკრების გამოცდილმა შუამარბმა თედო ზიბზიბაძემ ფრანგულ ,,პერიგოსთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გაისად, ამ გუნდთან ერთად ელიტურ, მეორე დივიზიონში იასპარეზებს.

ზიბზიბაძესთან ერთად ,,პერიგოში" კიდევ სამი ქართველი მორაგბე დავით დადუნაშვილი, ალექსანდრე მარველაშვილი და ირაკლი ნინიძე ირიცხება. ,,პერიგო" ელიტაში წლეულს დაწინაურდა და ამ საქმეში ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს. თედო ზიბზიბაძე მსოფლიოს თასის მოსამზადებელი ეტაპისთვის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

ნაკრები უკვე რამდენიმე დღეა ვარჯიშობს, მაგრამ, რადგანაც, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონის გათამაშება ყველაზე გვიან დასრულდა, ზიბზიბაძეს მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს. გამოცდილი მოთამაშე ნაკრებს ფრანგულ შეკრებაზე გაჰყვება. იქამდე კი თედო ზიბზიბაძე მშობლიურ ქუთაისშია, ჩვენც იქ შევხვდით და როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო კარიერაზე ვესაუბრეთ.

- გილოცავთ ელიტარულ დივიზიონში დაწინაურებას. დიდი ხანია საფრანგეთში თამაშობთ, მაგრამ ელიტარულ ლიგაში პირველად მოგიწევთ ასპარეზობა.

-,,პერიგოში" ხუთი წელიწადია ვთამაშობ. თითქმის ყოველ წელს გვქონდა ელიტარულ დივიზიონში გადასვლის შანსი, მაგრამ გადასასვლელ შეხვედრებში ვერ ვყოჩაღობდით. წლეულს გაგვიმართლა და ღვთის წყალობით, საწადელს მივაღწიეთ. მართალია, ფედერალ 1-ის ფინალში ,,ბეზიესთან" დავმარცხდით, მაგრამ ელიტური, მე-2 დივიზიონის საგზური უკვე ფინალში გასვლითაც დაბევებული გვქონდა.

მომავალ წელს გაცილებით მაღალ დონეზე მოგვიწევს ასპარეზობა და გუნდის გაძლიერებასაც აპირებენ. ,"პერიგო" პატარა ქალაქის გუნდია, მაგრამ საკმაოდ კარგი ბიუჯეტი აქვს 3 200 000 ევრო და სხვა მხრივაც არ ვუჩივით პირობებს.

- წლეულს გუნდის შემადგენლობაში სისტემატურად თამაშობდი. რთულია ,,პერიგოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება?

- ჯერჯერობით ძირითადის მოთამაშედ ვითვლები და ვნახოთ, მომავალ ჩემპიონატში რა იქნება. გუნდში დიდი კონკურენციაა. ჩემს პოზიციაზე სამი ძლიერი მორაგბე ისედაც იყო და, როგორც ვიცი, კიდევ აპირებენ მორაგბეების დამატებას. ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულს დიდი ბრძოლა მიწევდა ძირითადში ადგილის დასაბრუნებლად, მაგრამ საბოლოოდ ამას ყოველთვის ვახერხებდი.

- რა მიზნები ექნება თქვენს გუნდს ელიტურ დივიზიონში?

- ალბათ, ელიტაში ადგილის შენარჩუნება.

- დიდი შანსია სექტემბერში საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს თასზე იასპარეზო, კლუბიდან ხომ არ შეგექმნება პრობლემები?

- გარკვეული პრობლემები ახლაც შემექმნა. მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. სამი თვე არ ვიქნები გუნდთან ერთად და ეს არ მოსწონთ, მაგრამ რადგანაც მსოფლიოს თასზე არის ლაპარაკი, ნაკრებში გაშვებაზე უარი ვერ მითხრეს. სანაცვლოდ, მეუბნებიან, რომ ერთა თასის მატჩებზე ვერ გაგიშვებთო, თუმცა ჯერ იქამდე მივიდეთ... კლუბის გამო ნაკრებზე უარს არასდროს ვიტყვი.

რა თქმა უნდა, გუნდში არყოფნისას, შესაძლოა, ძირითადში დავკარგო ადგილი და თავიდან მომიწიოს ბრძოლა ადგილის დასამკვიდრებლად, მაგრამ ამის გამო მსოფლიოს თასზე თამაშზე უარს ვინ იტყვის? კლუბისთვისაც პრესტიჟული არ არის, როცა მისი წევრი მსოფლიოს თასზე ასპარეზობს?

- ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრების შანსებზე რას იტყვი?

- ჩემპიონატი გვიან დამიმთავრდა და მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მომცეს. ნაკრებს 18 ივლისს შევუერთდები. ორი დღით ვიყავი თბილისში და ნაკრების ვარჯიშებს დავესწარი. ეროვნულ გუნდში ბევრი ახალი სახეა. კონკურენციაც გაზრდილია და ვიმედოვნებ ახალ ზელანდიაში საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება.

ალბათ, ჩვენი უპირველესი მიზანი რუმინეთის დამარცხება და შოტლანდიისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა იქნება, დანარჩენი კი ადგილზე გამოჩნდება. ჩვენ ყველა შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯებით და ნაკრებისთვის თავს არ დავზოგავთ.

- როგორც ვიცით, თქვენი შვილიც რაგბის თამაშობს...

- დიახ, ოჯახის ტრადიციებს მიჰყვება და რაგბის თამაშობს. ალეკო 10 წლისაა. რაგბიზე 5 წლისა მივიყვანე და ახლა ,,პერიგოს" ბავშთა გუნდში ოსტატდება.

- კარიერის დასრულების შემდეგ საფრანგეთში ხომ არ აპირებთ დარჩენას?

- არა... იმედია, ხუთი წელი კიდევ შევძლებ მაღალ დონეზე თამაშს, მერე კი აუცილებლად სამშობლოში დავბრუნდები. ,,პერიგოში" ქართველები მრავლად ვართ. ოჯახური სიტუაცია გვაქვს შექმნილი, სხვა ქართველებსაც ხშირად ვხვდებით, მაგრამ მშობლიური კუთხე ძალიან მაკლია და კარიერის დასრულების შემდეგ აუცილებლად საქართველოში დავბრუნდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"