საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ზაზა ჯანაშიამ რუსულ "რია ნოვოსტის" ინტერვიუ მისცა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ხვიჩა დიდი ვარსკვლავი გახდება! მისი მონაწილეობით "ნაპოლის" ამხანაგურ მატჩებს ვუყურე და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა! ეს მხოლოდ წინასასეზონო მატჩებია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მას იქ თამაში შეუძლია!

თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, როდესაც პირველად ეს ბავშვი ვნახე და მაშინვე მივხვდი, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია! ვარჯიშების შემდეგ ხვიჩა მოედანზე რჩებოდა, კიდევ უფრო მეტს მუშაობდა და სხვადასხვა დარტყმას ხვეწდა. მას მხოლოდ ფეხბურთი უნდა, ამით ცხოვრობს და მეტი არაფერი! "ნაპოლი" სუფთა საფეხბურთო ქალაქია და ეს მას ხელსაც შეუწყობს, რათა სხვა რაღაცებზე არ იფიქროს.

ვურჩიე თუ არა სიომინს მე კვარაცხელიას წაყვანა? – კი, მაგრამ პალიჩმა ჯერ თვითონ გაიგო ხვიჩას შესახებ, მერე კი დამირეკა და მკითხა, ვიცოდი თუ არა მის შესახებ. ეს ჩვეულებრივი და მიღებული პრაქტიკაა. შემდეგ კი მას კვარაცხელია ვურჩიე. პალიჩთან კარგი ურთიერთობა მაქვს, არასდროს მომიტყუებია და არც ვატყუებ. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს როგორც ცხოვრებაში, ასევე წმინდა სამუშაო საკითხებში.

მოერგება თუ არა იტალიურ ფეხბურთს კვარაცხელია? იტალიური ფეხბურთი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ახლა ცოტა უფრო ადვილია იქ თამაში. ხვიჩა ტექნიკურია, სწრაფია და, აქედან გამომდინარე, რთულია ასეთ ფეხბურთელებთან თამაში. მას აქვს ძალაც და გამძლეობაც. ყველაფერი მასთანაა!

არის თუ არა კვარაცხელია ბოლო დროის ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი? – არა. შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეც ძალიან კარგი ფეხბურთელია. საქართველოში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა. სხვათა შორის, მალე ჩვენს ქვეყანაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, ნახავთ, რა ძლიერი თაობა გვყავს. ტურნირს მთელი ქვეყანა ელოდება", – ამბობს ჯანაშია.

გაოცებული
როგორაც არ უნდა წავიდეს მისი კარიერა, ყოველთვის დარჩება იმ დიდი ფეხბურთელების გვერდით ჩემთვის, ვინც მიყვარდა და ვაფასებ დღემდე.
gurulo
ტრავმები ბავშვთა არასწორი ვარჯიშის,რეჟიმის დაუცველობისა და ბუნებრივი ანატომიური თავისებურებების ბრალია.ბავშვებს არასწორად ავარჯიშებენ,მთელი სამედიცინო აკადემიები მუშაობენ სავარჯიშო პროგრამების შედგენაზე,სწორი ვარჯიში,კვება და დღის რეჟიმი,აი სპორტული დღეგრძელობის საიდუმლო.
თემო
ტრამვები რო არ ტანჯავდეთ ჩვენ ფეხბურთელებს მაგარი ნაკრები გვეყოლება.. მთავარი ძალა მაინც კიტე და კვარააა... მერე მოდის ლობჟანიძე, დავითაშვილი ჩაკვეტაძე და ა.შ. ხარაიშვილი კი ყველამ ჩამოწერა არადა ძაან მაგარი ფეხბურთელია... რონსლფო მაგ ასაკში მაგარი იყოო რო ამბობთ პორტუგალიაში რო დაბადებულიუო კვსრა 18 წლის ასაკში პორტუში ითამაშებდა და იქიდან 21 წლის ასაკში ქე გადსვიდოდა რეალში
ივან
რატოა პირწავარდნილი რუსეთუმე, მიშისტი რომ არაა? დაიოკეთ რა ნერვები და პირი გამოირეცხეთ ვიდრე ვინმეს რუსეთუმეს უწოდებთ. ჯანაშია მაგარი კოჩია, ეგეთები სხვისი არასდროს ხდებიან

კვარამ დამაბრუნა ქართულ ფეხბურთში, კვარას გამო წავედი საქართველოში სტადიონზე, კვარას გამო მაქვს იმედი, რომ ქართული ფეხბურთი მთლად დაღუპული არაა და დიახ ერთ კაცს შეუძლია შეცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ. არაერთხელ დაამტკიცა უკვე ეგ და თან უმაღლესი დონის გუნდებთან. ჩაკვეტაძეს რათქმაუნდა ჩემი პატივისცემა, უბრალოდ იმ წლებში როცა ჩაკვეტაძეზე იყო აჟიოტაჟი, მე ძალიან მშვიდად ვუყურებდი ამ ყველაფერს, ჩემთვის არიყო საკმარისი ანდორას და ყაზახეთის კარში გატანილი გოლები, იმისთვის, რომ ავღფრთოვანებულიყავი მისით ზედმეტად. როცა ტრავმა მიიღო, როცა რთული პერიოდი ჰქონდა ყველაზე მეტად ვიცავდი და ზუსტად ის ხალხი უვლიდა ზედ, მაშინ რომ აქებდა. ჩემთვის ჩაკვეტაძე ჩვეულებრივი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც რათქმაუნდა აქვს პოტენციალი ავიდეს მაღალ დონეზე. მაგრამ კვარა საერთოდ სხვა განზომილებაა ჩემთვის. რაც გამოჩნდა იმის მერეც ეგრე ვარ, თამაშს რომ ჩააგდებდა რუბინში და ლანძღავდით აქ, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ რომელიმე ჩავარდნილი თამაში ან ვერ გატანილი გოლი მის ნიჭს დააკნინებდა. ვიცი ბევრი ხართ ჩასაფრებული და როგორც კი ერთ თამაშში ვერ გაიტანს ისევ გამოხვალთ "სცენაზე", მაგრამ ეგ არაფერი... როგორაც არ უნდა წავიდეს მისი კარიერა, ყოველთვის დარჩება იმ დიდი ფეხბურთელების გვერდით ჩემთვის, ვინც მიყვარდა და ვაფასებ დღემდე.
1
ხვიჩას ფიზიკა რუბინში მომუშავე ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელების დამსახურებაა. შეიძლება ითქვას რომ გაგვიმართლა. საჭიროა საქართველოში ჩამოვიყვანოთ ეგ ხალხი ან მისნაირები ესპანეთიდან იქნება პრობლემა მოგვიგვარონ
გივი
თანაც პირწავარდნილი რუსეთუმეა ჯანაშია.
რობი
ჩაკვეტაძეს მაგარი ფეხბურთელია იმედი მაქ დაიბრუნებს ფორმას! მაგრამ ხვიჩა სულ სხვაა იმიტომ რომ თამაშობს რომანტიკულ ფეხბურთს! ესთეტუკურად ლამაზად და ტექნიკურად მაღალ სისწრაფეზე,! მისი ფეხბურთი ფეხბურთზე მეტია და ამიტომ უყვარს იგი ძალიან ბევრს! მისი დრიბლინგი არამარტო ეფექტურია არამედ ლამაზიცაა!ის მინდორზე სოლისტი შოუმენია, მისი მოძრაობა მოედანზე ქართულ ცეკვასავით ლამაზია! I
ჟორა
ზიდანი გვაკლია? ვაი ჩვენს პატრონს....კვარა კარგი ფეხბურთელი დადგება, მაგრამ ნამეტანი ნუ უბერავთ.მის ასაკში მესიც და რონალდოც უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავები იყვნენ.ცოტა რეალობას გაუსწორეთ თვალი. ჩაკვეტაძის კი რა მოგახსენოთ, საუბედუროდ მისი მატარებელი უკვე წავიდა.
kane
ჩაკვეტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ ხვიჩა სხვა დონეზეა. ბიჭმა ნაპოლიში ადაპტაცია რამდენიმე დღეში გაიარა. თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ ტალანტი და ტექნიკა არ არის, ფიზიკაც არის. ხვიჩას ის აქვს რაც არ ჰქონდათ ყენიას, ანანიძეს და ჩაკვეტაძის, ფიზიკური სიძლიერე. ჩაკვეს წარმატებები და იმედია დაიბრუნებს იმ ფორმას, რომლითაც ერთა ლიგის ფინალამდე მიგვიყვანა.
არისტო
მე მაინც მელქისედეკი მირჩევნია))))
semi
არ მინდა ვინემ ცუდა გაიგოს და შეურაცყოფაში ჩამომართვას, ხვიჩა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩაკვეზე ვეთანხმები ჯანაშიას, მიმაჩნია რომ პოტენციალი და ნიჭი გიოს უფრო მეტი აქ და ის შეძლებს მწვერვაზე ასვლას.
G.LA
ქართული ფეხბურთის ბოლო დროის მთავარი მოვლენა არის ხვიჩა. მისი აღმავლობა გრძელდება და დიდი იმედი მაქვს გაგრძელდება უფრო ხმაურიანად. ამიტომაც დიახ ხვიჩა არის მთავარი მოვლენა დღევანდელ ქართულ ფეხბურთში. წარმატებას ვუსურვებ ხვიჩას, ჩაკვეს, კიტეს და ყველა იმედის მომცემ ჩვენს ფეხბურთელებს.
beqa
ეს თუ იქ მუშაობდა რას ელოდებით დინამოსგაან შავი ხვრელებით იქნება გავსებული დინამო თავის კორუფციით ხო წარმომიდგენია რახდება.
ტოტტი
როგორც მესი და რონალდო არიან მაგრები ისე არის ჩვენთვის კვარა და ჩაკვე. ჩაკვე ჩვენი მესია კვარა რონალდუ ❤️
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა
"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"თუ ეს მოხდება, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგებაც შეუძლია" - ზაზა ჯანაშია კვარაცხელიაზე
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია