ქალაქ კეჩკემეტში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მასპინძელ უნგრეთთან 88:89 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა თქვა, რომ სპარინგებში შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, თავს ექსპერიმენტების უფლება მისცა, როტაციას მიმართა და პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 31:24 მოიგეს, მეორეში 10 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 42:47 წააგო.

დიდი შესვენების შემდეგ შეცდომებს ორივე გუნდი უშვებდა, მეტოქე ჩვენს ფარზე მოხსნებში უკეთ გამოიყურებოდა, სამქულიანებსაც უკეთ ისროდნენ (საერთო ჯამში 13 სამიანი ჩააგდეს) და დასკვნითი პერიოდის წინ 7 ქულით გავიდა წინ (67:61). ბოლო მეოთხედის დასაწყისში მადიარები 9 ქულით გაიჭრენ წინ, მაგრამ ცინცაძის, შენგელიასა და სანაძის ძალისხმევით ზუროსის გუნდმა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. თუმცა, საბოლოოდ უნგრელებმა 1 ქულით იმარჯვეს.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა, რომელიც უფრო სავარჯიშო ხასიათის იქნება და მაყურებელი არ დაესწრება, 6 აგვისტოს გაიმართება.

ვახო
ერთი ამიხსენით, ორი თამაში ჩაატარა ნაკრებმა უნგრეთთან და არც ერთხელ რა შემადგენლობით არ დაგიწერიათ, სტატისტიკაზე აღარაფერს ვამბობ...
მოქალაქე
სანიკიძე იმ შუაშია რომ 20 წლამდელები ჩაფლავდნენ 18 წლამდელები ჩაფლავდნენ...3x3 კალათბურთში 2 ბავშვი ვინც კარგად ითამაშა დანარჩენები ნული...სანიკიძე იმ შუაშია რომ ნაკრების მწვრთნელები ოპტიმალური უნდა დანიშნოს ისეთი ვინც არ გაითვალისწინეს სხვის აზრს.მილოშა ლოთია და ბავშვები მიატოვა და დათვრა. სანიკიძე იმისთვის მოვიდა რომ ეს შედეგები. დაგვედო...პერსპექტიული ბავშვები წამოწიონ წინ ამას მიხედონ
დიმა
18 წლიანებზე რატომ არაფერს წერთ, ყველასთან რომ აგებს.აბა, მოეგოთ, ატეხავდით ბაქიბუქს.
მადრიდისტი
უნგრათთან კი წააგებდით არ გამკვირვებია..ილუზიებს მოეშვით..
tngh
წარმატებები ნაკრებს!!! იქნება ბითაძე ევროპის პირველობაზე???
ანესთეზეოლოგი
და სანიკიძე რა შუაშია?
მოქალაქე
გამოცდილებას მიიღებენ არა უშავს და წარმატება ვუსურვოთ ნაკრებს...რაღაც მინდა დავწერო მაინც სანიკიძე თუ იცი კალათბურთი ისტორიას და დღევანდელ ახალგაზრდულ ნაკრებებს შეხედეთ უნგრეთი ჩვენზე უკან არის და ვჯობივართ,მაგრამ დიდები როგორც ჩანს ჩვენს დონემდე მოვიდნენ...კალათბურთის სამყარო თუ არ იცით გეტყვით ,რომ უნგრეთს პერსპექტიული ბავშვები ყავს წინა პლანზე.ჩვენ მამიკოს შვილები და ძალათ გაზრდილი კალათბურთელები...ევროპაში რომ ბავშვს გაუშვებ და ნაკრებში ვერ გამოჩნდება ..ამას ნიშნავს ...
გოგა
იქნებ სტატისტიკა დაწეროთ და როდიდან შეგვეძლება ბითაძის და მამუს ნახვა?
ბათუ
ბუს დაბრუნება მაგრად გამეხარდა. ბითაძეზე რა ხდება დაწეროთ იქნებ რამე მოვვადგა ევროპის ჩემპიონატი
გიორგი
სროლებში ბევრს, მათ შორის გამოცდილებსაც, მოსამატებელი აქვთ. იმათ რეალიზაციის მხრივ გვაჯობეს და არა იმიტომ, რომ უკეთესი გუნდი ყავდათ. სამწუხაროდ, ცინცაძეს უჭირს ამდენი ხნის შემდეგ. ბევრი როტაცის იყო და ამხანაგურში გამართლებულია. მომდევნო თამაშები ბევრად უკეთესი იქნება, დარწმუნებული ვარ. წარმატება საქართველოს ნაკრებს!!!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ამ ამხანაგურებს აზრი არ აქ. ჯობია თუ წააგებენ. ყველას ახსოვს რო მაგარ გუნდებს მოუგეთ ამხანაგურები და მერე ევრობასკეტის ჩგუფიდან ვერ გავედით.
კიმ ჩენ ირი
რატომ არ გვიჩვენეთ, რომელი საუკუნეა?
დააT
მე ვუყურე ამ თამაშს. დაცვის გარეშე მოგება შეუძლებელია. გამიხარდა ჯინჭარაძის ზუსტი სამიანები და ცინცაძის დაბრუნება. კარგი იქნებოდა რომ შენგელიას პერიმეტრიდან სროლები დაეხვეწა.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89