საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ბარსელონაში გამართულ ევროპის გრან პრის მესამე ეტაპზე წარუმატებლად იასპარეზა
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ბარსელონაში გამართულ ევროპის გრან პრის მესამე ეტაპზე წარუმატებლად იასპარეზა. "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" შვიდი მატჩიდან ერთი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ხუთში დამარცხდნენ. შედეგად, ჩვენი მორაგბეები საბოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდნენ.

ჯგუფურ ტურნირში საქართველოს შვიდკაცა რაგბის გუნდმა იტალიის, ინგლისის, რუმინეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან წააგო. ჰოლანდიელებთან კი ჩვენი გუნდი ფრეს დასჯერდა -14:14.

მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას მოუგო 24:5, თუმცა მერე უელსის ნაკრებთან წააგო -19:33 და, როგორც უკვე ვთქვით, მე-10 ადგილზე გავიდა. ბარსელონას ტურნირი კი რუსეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში იტალიის შვიდკაცა რაგბის გუნდი 7:5 დაამარცხა.

ამ ეტაპის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მე-5 ადგილიდან ორი საფეხურით უკან დაიხია. ბოლო მეოთხე ეტაპი რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა იტალიის, პორტუგალიის, უკრაინის, საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად.

III ეტაპი

A ჯგუფი

საქართველო-იტალია 5:12, საქართველო-ინგლისი 7:33, საქართველო-ჰოლანდია 14:14, საქართველო-რუმნეთი 7:12, საქართველო-საფრანგეთი 0:12

IX ადგილისთვის. ნახევარფინალი

საქართველო-მოლდოვა 24:5, რუმინეთი-უელსი 0:35

IX ადგილისთვის

საქართველო-უელსი 19:33

ფინალი

რუსეთი-იტალია 7:5

საბოლოო მდგომარეობა

1. რუსეთი, 2. იტალია, 3. პორტუგალია, 4. ინგლისი, 5. ესპანეთი, 6. უკრაინა, 7. საფრანგეთი, 8. ჰოლანდია, 9. უელსი, 10. საქართველო, 11. რუმინეთი, 12. მოლდოვა.

საერთო ჩათვლა

1. ინგლისი - 50 ქულა, 2. პორტუგალია - 45, 3. ესპანეთი - 43, 4. რუსეთი - 38, 5. საფრანგეთი - 35, 6. იტალია - 26, 7. საქართველო - 25, 8. უელსი - 24, 9. უკრაინა - 16, 10. ჰოლანდია - 13, 11. რუმინეთი - 8, 12. მოლდოვა - 4.

საქართველოს ნაკრები

გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორივე-არმია), გიორგი შკინინი (ხულიგანა), ირაკლი გეგენავა, ალექსანდრე ნიჟარაძე, შალვა მახარაშვილი (სამივე-ყოჩები), დავით ჩიტიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია (სამივე-ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი XV), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი).

IV ეტაპი

A ჯგუფი: რუსეთი, ინგლისი, ესპანეთი, ჰოლანდია, უელსი, მოლდოვა.

B ჯგუფი: იტალია, პორტუგალია, უკრაინა, საქართველო, საფრანგეთი, რუმინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე