<p>იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.</p><p>მას არ მოსწონს, რომ ჩვენებური ბურთით ძალიან დიდ დროს ატარებს და ამის გამო ვიქტორ ოსიმენის შედეგიანობამ მოიკლო.</p><p>წინასასეზონო მზადებისას "ნაპოლიმ" ორ სუსტ ოპონენტს 14 გოლი გაუტანა, დანარჩენ სამ მატჩში კი მეტოქის კარი მხოლოდ სამჯერ აიღო, ოსიმენმა კი თავი მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა.</p><p>"კვარას, შესაძლოა, არ ესმოდა, რომ თამაშობს ისეთ გუნდში, რომელსაც მისი ან უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.</p><p>ხშირად მას ზედმეტი მოძრაობები აქვს, რაც ლოსანოსა და ოსიმენის თამაშიდან გათიშვას იწვევს და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი ამაზე იმუშავებს.</p><p>ვფიქრობ, ხვიჩას მიზანი იყო, დაემტკიცებინა, რომ ის კარგი ფეხბურთელია... მგონია, რომ ის უფრო გამჭრიახი უნდა იყოს", - თქვა ალბარელამ.<br></p>
სიმართლე
ქართველი თამარს, შოთას, ვაჟას, ილიას და სტალინს აგინებს და დიდი ამბავი, კვარა თუ გალანძღა.
ტიტე
ნუ გაა$$$კეთ, ფეხბურთი არის სანახაობა და მერე გოლი. ამისთვის დადიან ფეხბურთზე.
დავითი
სადღაც გასაგებია ეს ყველაფერი,ქართველი გულშემატკივრები ამბობენ,რომ კვარაცხელიას პასს არ აძლევენო თანაგუნდელები,თვითონ კვარაცხელიაც იშვიათად იძლევა პასს,როგორც კი ბურთს მიიღებს ინდივიდუალურად ცდილობს გაცდეს მეტოქეს,დაარტყას კარში ,ამ დროს ოსიმენი მართლაც თამაშგარე მდგომარეობაში რჩება,ის ფორვარდია,მისი მთავარი დანიშნულება გოლების გატანაა,მაგრამ გოლი რომ გაიტანოს ის ბურთით უნდა მოამარაგო.თუ კვარაცხელიამ შედეგიანობით გამოიჩინა თავი,მას თამაშის სტილს არავინ დაუწუნებს,მაგრამ საკმარისია გოლი ვერ გაიტანოს ან საგოლე გადაცემა ვერ შეასრულოს ანუ ეფექტიანობით ვერ გამოირჩეს,რომ მის ასეთ ინდივიდუალურ მოქმედებებს ყველა გააკრიტიკებს.
ვვვ
ადრე გეწერათ, რომ ამას ვიღაც ოსიმენის თანამემამულე ამბობდა. დავიჟეროთ, ყველა ამ ფრაზას იმეორებს ასე ზუსტად?
სოსო
გაიხარე სკელეტონ!მშვენიერია!მეტრეველების და სანაიების პოსტების ნაცვლად ეს პოსტი რომ დადონ,ცალკე სტატიად,ნამდვილად მოიგებდა საიტი.ჩემი აზრით, მაღალკვალიფიციური სტატიაა.
Skeleton
ძალიან ბევრი იწერება ხვიჩაზე და კიდევ ბევრი დაიწერება. სულ მხვდება ქართველების კომენტარები, დაანებეთ ამ ბიჭს თავი, აცადეთ თამაში და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ არმოხდება, თავს არავინ დაანებებს, სანამ საინტერესოა პუბლიკისთვის, ამას უნდა შეეგუოს და შევეგუოთ ყველა. როცა აღარ ილაპარაკებენ მასზე, ესე იგი აღარაა საინტერესო. აღარ ლაპარაკობენ ბოიან კრკიჩზე, რომელიც 17 წლის ასაკში ლამის მესის დონეზე თამაშობდა და ყველა ჟურნალის გარეკანზე იყო გამოფენილი, ყველა მასზე საუბრობდა მაგრამ ახლა იმ ყველადან ერთსაც აღარ ეცოდინება სადაა ეგ ფეხბურთელი. ხვიჩა პროფესიონალად ყალიბდება და ხმაურმა, კრიტიკამ, ქებამ, ხელი არუნდა შეუშალოს. დათარსვას და თვალის ცემას რომ ახსენებენ ხო საერთოდ სასაცილოა. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია, ყველაზე დემოკრატიული სფერო, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, არაპროფესიონალსაც და მცოდნესაც. ხვიჩამაც თქვა ინტერვიუში ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას და ამაში პრობლემას ვერ ვხედავო, ასე ჯანსაღად უნდა ფიქრობდეს ყველა სპორტსმენი, ჩემი აზრით ეგ ბიჭი განსაკუთრებული შემთხვევა გვყავს, მსგავსი არავინ გვყოლია, არ ვამბობ არაფერს გადაჭარბებულად. თამაშის ხარისხს რომ თავი დავანებოთ, როგორც პიროვნება და პროფესიონალი ძალიან მომწონს. არასოდეს მინახავს ვინმესთვის კრიტიკაზე ეპასუხოს, ან ნიშნის მოგებით რაიმე ეთქვას, დაეწეროს, ამ გამოცდას დიდი ფეხბურთელებიც ვერ უძლებენ. უსამართლო კრიტიკას ყოველთვის ვცდილობ ვუპასუხო, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველანაირ კრიტიკულ აზრს აქვს არსებობის უფლება. ძალიან ბევრჯერ მიგრძვნია, როგორ ცდლობდნენ ჩასაფრებულ მდგომარეობაში მყოფები ხვიჩა რაიმეში გამოჭირათ, ბიჭმა საქართველოს გასაცოდავებულ ჩემპიონატში მოედნებზე ხალხი დააბრუნდა, ნაკრებში უმაღლესი დონის თამაშები დადო, უმაღლესი დონის გუნდებს გაუტანა და მაინც, მაინც ცდილობდნენ რაღაც ცუდი ეთქვათ, თვითონ ქართველებს. ტრავმის მოგონება დააბრალეს შარშან სექტემბერში თუ გახსოვთ, თითქოს ნაკრებში თამაში არ უნდოდაო, ახლაც მრცხვენია მაგ ხალხის გამო. მერე კიდე ეს უსაშველო ჩასაფრებები: გაგრას და სამგურალს თუ გაუტანა დიდი ამბავიო, ბოლნისს ვერ გაუტანა სერია ა ში რაუნდაო, ტრავმა მიიღო და აქ თუ ილეწება იქ რას იზამსო, კაი ეს საქართველოს ჩემპიონატში დაფრინავს მარა აბა ვნახოთ ნაპოლიში რას იზამსო, გადავიდა, დაიწყო იქაც გოლების გატანა და ეს ამხანაგურებია, ადვილ მეტოქეებს ხვდება და სერია ა ში ვნახოთ აბაო, მერე იქაც თუ მაგრად ითამაშა კიდე მიზეზებს მოუძებნიან. ეს ყველაფერი კარგიც არის ცუდთან ერთად,არ წყდება მის შესახებ განხილვები, პოზიტიური თუ ნეგატიური შეფასებები. ერთადერთი რასაც ვისურვებდი, ქართველებისგან მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს. ოღონ მხარდაჭერა ის კი ნუ გგონიათ, ნაპოლის გვერზე რომ შევარდებით და ბავშვი სად არის რომ წერთ, ან იგინებით ჩვენი დროშის ფონზე, აი როცა ჩავარდნა ექნება, როცა ყველაფერი ისე კარგად არ წავა, მაშინ რამდენად დაუდგებით გვერდით და გაამხნევებთ, გულშეატკივრობა ეგ არის. აბა ყველა ფოტოზე კვარა კვარას რომ აწერთ ეგ სასაცილოც აღარაა უკვე. ტყუილად გგონიათ ეგ მხარდაჭერა!
Georgian
ძაან აკაჩავებ ხო?
შმოლა
ეს სტატია ვინმემ ჩაუგდეთ სანაიას. ცოტა გავახაროთ. :D
nazario
არც ეგ ოსიმჰენია რამე განსაკუთრებული. საშუალო დონის ფორვარდია. ძალიან ბევრ მომენტს ვერ იყენებს. 4-3-3 ან 4-1-2-3 ტაქტიკაში ხვიჩა არანაირად არაა ვალდებული ოსიმჰენის მომარაგებაში. ის ისევე არის ვალდებული გაიტანოს გოლი, როგორც ოსიმჰენი. და ისევე არის ვალდებული უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს მიაწოდოდოს პასი, როგორც ოსიმჰენი. პასები კიდე ხვიჩას არ ეშლება. სჯობს ანგუიზა დაარიგონ ჭკუაზე დროული პასები მისცეს ხვიჩას. ტოჟე მნე ექსპერტი
ეხხხ!
უმეტესობას ფეხბურთი "ოდნოკასანიე" ჰგონია და მწარედ ცდება! ფეხბურთი არის ის რასაც ხვიჩა და მარადონა თამაშობენ!
aburjga
საინტერესოა თქვენი მოსაზრება - "კრიტიკა უსამართლოც რომ იყოს იმასაც აქვს არსებობის უფლება!" ეს ვითომ რატომ, უსამართლო კრიტიკა არის იგივე უსამართლობა! თქვენთვლით, რომ უსამართლობასაც აქვს არსებობის უფლება?!
სიმართლე
ეს ოსემენი ფიზიკურად ძლიერია და დიდი სისწრაფეც აქვს და ბურთით მომარაგება სჭირდება, რასაც ლოზანო რომელიც ვაი ფეხბურთელია ვერ ახერხებს რადგან მასაც დროული პასის პრობლემა აქვს. კვარა ახალი მისულია და მალე გაერკვევა როგორ უნდა ითამაშოს. ლოზანოს ნიჭი აქვს და ტვინი არა. მექსიკის ნაკრებშიც აღარ უძახებენ იმდენად ამის გამო. თან ზარმაცია და დაცვას არ ეხმარება
დინამოელი
ეს მწვრთნელის კომპეტენციაა, მისცეს შენიშვნა თუ არ მოწონს რამე ფეხბურთელის. არამგონია ხვიჩა სპალეტის რჩევის წინააღმდეგი წავიდეს
dato
1. ხალხო კრიტიკას არის ძალიან კარგი, ეს ეხმარება ფეხბურთელს განვითარებაში სულ რომ უსამართლო კრიტიკა იყოს ამასაც აქვს არსებობის უფლება. ალბარელა ოსიმენს გულშმეატკივრობს მისი ნაპოლში მოსვლის დღიდან და არაფერი არ არის გასაკვირი თუ სურს რომ მისი ფავორიტი გამოირჩეოდეს შედეგიანობით 2. რაც შეეხება კვარას თამაშს, რა თქმა უნდა კვარას აქვს ზედემტი მოძრაობები მაგრამ დღეს აბსოლიტურად ყველას შეგიძლიათ შეხვიდეთ იუთუბზე და ჩაწეროთ რონალდო, მესი 21 წლის ასაკში და თქვენ ნახავთ რომ მათ დრიბლინგის სარგებლიანობა იყო ძალიან დაბალი, ხშირად კარგავდნენ ბურთს, არ აკეთებდნენ პასებს და ა.შ ეს არის ასაკობრივი, კვარას დრიბლინგის კოეფიციენტი თუ არის 6.9, 21 წლის მესის დრიბლინგის კოეფიცინეტი იყო 8,9 მაგრამ ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად შეიცვალა მათი ფეხბურთი და ხარისხი. 2-3 წლის შემდეგ კვარა საერთოდ სხვა ფეხბურთს ითამაშებს. მთავარი არის ეხლა რომ მას განვითარების შესაძლებლობა მიეცეს რადგან ეხლა თუ აუკრძალეს მას თავისუფლად მოქმედება და შეცდომების დაშვება მაშინ ის ვერ განვითარდება.
რრრ
ეს ბერძენიშვილის ნაირი პროფესორია ეტყობა, ჭკუა და ცოდნა აქვს მარა რას მოახმაროს ეგ არ იცის.
Vasili
ორ ფეხბურთელს თუ ატყუებს და ჩამოიშორებს უკვე რიცხობრივ უპორატესობას ქმნის და ეხლა რა გინდა რო ქნას? ადნოკასანიეე გაუბეროოოს? დაიხვეწება აცადეთ ეს დედა ატირებული , ჯერ ოფიცილარად ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია და ექსპერტობენ! მოკლედ ყველამ თავი დაისაქმა, ყველა გენიოსია
zura222
ვიფიქრეე რა ხდება რომ ეს ნაბ...ალბარელა ასე ვერ იტანს ხვიჩას და წამდაუწუმ აკრიტიკებს ? დავინტერესდი ვინაა მეთქი და რა გავარკვიეეე----თურმე ეგ მათხოჯი ყოფილა იტალიის პარტიის "თავისუფლების ხალხი"ს წევრი და ეს პარტია შედის ევროპის "სახალხო პარტიაში" და იმ ნაგვებში კი შედიან საქართველოდან ნაც მოზრაობა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (გრიგოლია-თარგამაძის სანაგვე) ანუ რა ხდება --აქ ხვიჩას ნაცები ლანძღავენ და იტალიაში კი მათი თანაპასრტიელი ალბარელა @@ ცოტა საეჭვო ხომ არაა ეს ???
ლევან მაღლაკელიძე
არა, სიმართლე თქვა მაგ კაცმა ნაწილობრივ. მაგ ზედმეტი მატავია ზუსტად ტრამვების მთავარი გამომწვევი. ეგ ტექნიკა მაშინ უნდა გამოიყენო, როცა აუცილებელია და უფრო ეფექტურიცაა, თორე უცებ აგიღებენ ალღოს და მორჩა, დამთავრდა შენი ფეხბურთი. კალჩოა ეგა და არავინ მოგცემს მაგის საშუალებას, უბრალოდ განგებ დაგამტვრევენ. დღეს პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთია, ან იმ დონის უნდა იყვე, რომ შენი ტექნიკით გოლი უნდა შეაგდო, ან საგოლე გადაცემა შეასრულო. ზედმეტი არაფერი არ ვარგა. მგონია, რომ ყველაფერს აუხსნიან.არავინ მისცემს იმის სასუალებას, რომ მაგან უშედეგოდ იჟონგლიოროს და მთელმა გუნდმა უყუროს. თუ ვერ გაიგებს, სკამი გრძელია. კვარა ყველაფერს მიხვდება და შანსს აუცილებლად გამოიყენებს. წარმატებები
სიმართლე
ასეთი კრიტიკოსები ძალიან ბევრი ყრია სამწუხაროდ და გგონიატ ტუ ყველაზე კარგის წინააღმდეგ წავლენ თავიანთ პროფესიას ასახელებენ, სინამდვილეში ფეხბურთი ზუსტად ის ზედმეტი მანევრია და სანახაობ როცა ფეხბურთელი 2 მცველს ატყუებს ბურთით არავი არ უნდა ეს ტაკა ტაკა პასები რა სანახობა ყოველთვის ინდივიდუალობასია და ასე იქნება მუდამ ამიტომაა ფეხბურთი ყველაზე მაგარი სპორტი შეგიძლია იყო გუნდური დასსეგიძლია იყო ინდივიდუალურიც და გუნდურიც ეს კოზირია და ვისაც ააქვს ამის ნიჭი ზუსტად მაგატ უნდა ეძლეოდეს ს შანსი9, საბოოლოდ გამოდის რომ ამ კრიტიკოსმა ფეხბურთუს უყურა და კალათბურთი შეაფასა. მოკლედ ხვიჩა ფენომენია და ამას მსოფლიო მალე ნახავს...
აკო
დაიწყება სეზონი და დარწმუნებული ვარ მეტს ვეერავინ გააკრიტიკებს (არც ეხლა იმსახურებს)
otar
100%
საქართველო
რა გინდა თქვა,რომ One Touch მარტივი სათამაშოა და ბევრი თამაშობს? ჩავი,ინი,ბერკამპი და ზიდანის მსგავსი ბევრია ხომ?! ფეხბურთელი მაშინ არის მაღალი კლასის,რომელსაც თანაბრად შეუძლია მოტყუებაც და ერთი შეხებით თამაშიც და საჭირო მომენტში საჭირო მოქმედებას გააკეთებს.
Vvv
Xvicha 10 milionad iyides da 200 milionisas stxoven, kai ra napoli aris erti sashualoze odnav maghla mdgomi gundi romelic axlidan iwyvebs shenebas, ratom hgoniat rom napolishi xvichaze maghali klasis fexburtelebi tamashoben ver vxvdebi agher daiwyeba sezoni da vnaxavt vin risi maqnisia
35
ვარსკვლავი ქვია ფეხბურთლეს რომელიც რასაც აკეთებს იმას სხვა რომ ვერ აკეთებს მოედანზე.ვარსკვლავის გუნდში ყველა სხვა დანრჩენ უპორატესობებთან ერთად იძლევა ფსიქოლოგიურ უპირატესობას. ის სტრესია მეტოქისთვის მუდმივი მეურვეობა საფრთხე მცველისთვის იწვევს ნერვულ აშლილობას .ყვითელ ბარათს .სივრცეების გამონთავისუფლებას.ჯამში ეს ყველაფერი გადადის უპირატესობაში.ხვიჩას თავისფლება მისცეს რუბინში გაიხსნა . სპალეტიც იგივე აზრზეა.ყველა საფრთხის რეალიზაცია ვერ მოხდება მაგრამ მეტ შექმნილ საფრხეს მეტოქის კართან მეტი შედეგიანობა მოყვება.
dimo
აფრიკის სანტრანსფერო ხაზს ლობირებს ეს არაკაცი უეჭველი. ესეთი ამბები მოსულა საფეხბურთო სამყაროში.
koba
ეგეთი ექსპერტი ბევრი გამოხტება,ზედმეტი მოძრაობებიო და სწორედ მაგაშია კვარას უნიკალურობა და ძალა, აბა 2 შეხებით რო თამაშიბდეს,იქნებოდა ისევ რუსთავში. არავის არ მოუსმინო,გამოგდის და პირიქით უმატე მაგ მოძრაობებს, მაგის გამო ხარ მანდ,თორემ ადნოკასანია იგროკებით სავსეა მთელი მსოფლიო და ვის აინტერესებს?
პლეხანოვზე გაზრდილი
ამ სტატიის შინაარსი მეცნო. იგივეა გამეორებული სხვა ავტორის გვარით. ისე სხვათა შორის იმან ის თქვა, ამან ესე თქვა -ამ ტიპის ინფორმაციებით, რომელსაც "ჭორაობა" ქვია შორს ვერ წავალთ. ქართულ ფეხბურთთან და ფეხბურთელებთან ერთად უნდა განვითარდეს და აღდგეს ქართული სპორტული ჟურნალისტიკაც! ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი!
დინამო
Eugenio Albarella ... კომენტებიც გახსნილი აქვს და მესენჯერიც.
თემური
იყო მომენტები ხვიჩამ ზედმეტად დაიტოვა ბურთი, თუმცა 100% ბურთის დაჭერა, რომ დაუკვირდეთ არც რონალდოს არ აქვს! ისეთ გუნდშია ხვიჩა (ევროპაა და სხვა მოთხოვნებია!) რომ დარწმუნებული ვარ მაქსიმალურად გამოასწორებს რაც გამოსასწორებელი აქვს! ისე მალე მიხვდებიან იტალიელი კომენტარები და ექსპერტები: სად ხვიჩა და სად ოსიმენი, ანდა სხვაც! წარმატებები ხვიჩას!
გიო
იტალიელი კრიტიკოსები ყვავებივით დასჩხავიან ყველა ტალანტს რაც თავი მახსოვს
რობერტ კემბელი
რომ არა კვარაცხელიას "ზედმეტი მოძრაობები", არავისთვის იქნებოდა საინტერესო მოთამაშე. თან 21 წლის ფეხბურთელს არავინ უნდა მოთხოვოს 30 წლის ფეხბურთელივით პრაგმატულად ითამაშოს, ყველაფერს თავის დრო აქვს.
ქუთაისი
Eugenio Albarella ესაა მისი გვერდი ფეისბუქზე.
ssea
აბა კლავიატურის მშიერო ვირტუოზება უფრო აქტიურად
კირკიტა
ყველა ქართველი ფეხბურთელი ბავშვობიდან მატაობს და პასს არ იძლევა. ეს ის მენტალიტეტია, რომლის ჩამოყალიბებასაც ნებით თუ უნებლიედ ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელები უწყობენ ხელს. მარტო კვარას პრობლემა არაა ეს. ოქრიაშვილი, მაგალითად, როგორი ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ ეს ტექნიკა ეგოისტურია - თვითონ უნდა ყველაფერი გააკეთოს. თანამედროვე ფეხბურთში კარიდან კარამდე ან ცენტრიდან კარამდე დრიბლინგი და მატაობა წარმოუდგენელი რამაა.
ქუთაისი
თურმე კვარას გამო იკლო ოსიმენის შედეგიანობა...და დანარჩენი რვა მოთამაშე ხო აძლევს ოსიმენის პასს და რას აკეთებს, რატო ვერ იტანს.
კოტე
საქმიანი,ობიექტური კრიტიკა,გაგიხარია,კარგია,მაგრამ სადაა.ეს კრიტიკა კი არა,ინტრიგანობაა.ამის პროფესორობა არ გაიშვა.....
$
აბა გავერთიანდეთ ქართველნო და ფეისბუქზე ვაგინოთ ამ არამკითხე კრიტიკოსს.
თენგო
ხვიჩას გარეშე არ უწევდათ თამაში? მეორე ტაიმიდან რომ ჩაერთო, მაშინ რა გააკეთა ოსიმჰენმა?
თენგო
ოსიმჰენი და ყველა კვარაზე უნდა გადაეწყონ და ამას ჯერ სანახევროდაც ვერ აკეთებენ რა პასები გაუფუჭეს, რამდენჯერ ბურთი არ შეაყოლეს?
ბაში აჩუკი
კვარამ ძალიან ბევრი პასი გაუკეთა ოსიმენს ,მაგრამ ის ძალიან ბევრ მომენტს ვერ იყენებს და გოლებს ვერ იტანს. ესაა რეალობა და არა ის რომ პასს არ აძლევე ოსიმენს!
roma bejanidze
ყველა დამშვიდდეს. კვარა წელს ყველას გააოცებს. შეეშვით მშვენივრად აკეთებს მის საქმეს. რაო 85 მილიონად ნაყიდ ოსიმჰენს რომ ჯობია თქვენგან 10 მილიონად შეფასებული გიტყდებათ? მიდი კვარა შენი თამაში ითამაშე და დაადუმე ყველა. ღმერთი შენსკენ
მერაბი
როგორც მინიმუმ,ზუსტად ხსენებული გამჭრიახობა აკლია ამ "პროფესორს"...
ika
ნუ ატრაკებ პრაფსორ.
თენგო
ბატონო ეუჯენიო, ოსიმენმა ითამაშოს კვარაზე! ისე როგორც ბენზემა თამაშობდა რონალდოზე.
ვენეციის კომისია
ხვიჩას კი არ აქვს ზედმეტი მოძრაობები შენ გაქვს ზედმეტი ენა 2-3 სმ-ით და სისულელეებს ლაპარაკობ... ოსიმენი რომ გამოიმასქნებულია და გოლს ვერ იტანს ხვიჩას ბრალი არაა...
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ქართველებმა უნდა შევძლოთ ობიექტური კრიტიკის მიღება,ეს პირიქით სასარგებლოა,მაგრამ ეს კაცი მართლა რაღაცას "ექსპერტობს",აბა არ გაიწიოს მცველებზ?არ აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე?არ ანახოს მისი საუკეთესო თვისებები?! მოიცა რა,არ გაჩერდე ხვიჩუნი!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ლაიფციგი" ამ ზაფხულს შესაძლოა, კიდევ ერთმა ფორვარდმა დატოვოს
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
უარი კლუბისგან და ფეხბურთელისგან - ლოკატელი "იუვენტუსში" რჩება
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ვეა "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
პსჟ-ის მცველი შესაძლოა, "იუვენტუსში" გადაბარგდეს
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ