"ნაპოლი" კასტელ დი სანგროდან ნეაპოლში დაბრუნდა და სეზონის სტარტისთვის მზადება კლუბის ბაზაზე გააგრძელა. გუნდის ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს უკვე შეაყვარა თავი და მასთან სურათებს იღებენ. იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ქართველს ახალ "ნაპოლიში" განსაკუთრებული როლი მიენიჭება და მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

Football Italia: "სამი ლეგენდის წასვლის შემდეგ, "ნაპოლი" გარდამავალ პერიოდში ახალ კამპანიას იწყებს. ჟურნალისტი და ბლოგერი სტივენ კასევიჩი მიიჩნევს, რომ ნეაპოლელებს მაინც შეუძლიათ სკუდეტოსთვის ბრძოლა.

იმედგაცრუების მერე ოპტიმიზმის მცირედი გრძნობა დაბრუნდა, როდესაც რიგი დამაინტრიგებელი ტრანსფერი განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებს შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, სამხრეთკორეელი კიმ მინ ჟაე, ნორვეგიელი ლეო ოსტიგორდი და ურუგვაელი მატიას ოლივეირა დაიმატეს.

მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა. სერია A-ს წამყვან კლუბებთან კონკურენციისთვის ახალბედების სწრაფი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი იქნება. ჩემპიონობა ძალიან შორი პერსპექტივა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კი უფრო რეალური ამოცანაა.

საკვანძო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი უნდა გახდეს და ტრავმებს თავი აარიდოს, რათა გუნდი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე არ დარჩეს. როდესაც მან "ინტერთან" მატჩში (3:2) ყბის ძვლის მოტეხილობა მიიღო, 8 თამაში გამოტოვა და მისმა გუნდმა 3 მარცხი განიცადა.

სპალეტიმ უკვე თქვა, რომ ტოპ-კლუბებთან რთული ბრძოლები ელით. ეს მწვრთნელის ძალიან გასაგები განაცხადია, რომელიც ცდილობს დიდი მოლოდინი არ შექმნას.

გასულ სეზონში ოსომენი ხშირად რჩებოდა თავდასხმაში ეულად და სპალეტიმ საჭიროა ცენტრფორვარდისთვის შექმნას უფრო წინწაწეული შემტევი ტრიო, რათა ეს რგოლი მეტად ბალანსირებული გახდეს.

უფრთხილდით ფლანგზე ქართველ ჯადოქარს

ხვიჩა კვარაცხელია ყველა ასპექტში ხმამაღალი შენაძენია

21 წლის თბილისელი ფეხბურთელის წინაშე მარცხენა ფრთაზე ინსინიეს შეცვლის რთული ამოცანა დგას. ბრწყინვალე ტექნიკით და ბურთის ჯადოქრულად ფლობით ის თვით ყველაზე პესიმისტ ფანებს ააღელვებს და მომავალ კამპანიაში უდავოდ ყურადღებას იმსახურებს".

CBS Sports: "ნაპოლი" ახალ ერას იწყებს. გუნდი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, მეტად აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უნდათ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პრეტენდენტებად დარჩნენ, ახალი ლიდერის მოძიება მართებთ.

სატრანსფერო ფანჯრისას შეტევის ხაზში აღსანიშნავი შენაძენი არ გაუკეთებიათ, მხოლოდ სამი მცველი დაიმატეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მექსიკელმა ირვინგ ლოზანომ შეიძლება ბოლოს და ბოლოს თავის წარმოსაჩენად შანსი მიიღოს.

ძალიან პერსპექტიულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერ უნდა ჰქონდეთ იმედი, რათა თავდასხმის ამ რგოლმა გარკვეული სტაბილურობა შეიძინოს და აუცილებლად უნდა იყოს ნამდვილი შემოქმედი, რომ ცოტა ხნის წინ მიღწეული წარმატება გაიმეორონ - მეტადრე იმის გათვალისწინებით, რომ კლუბი ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა".

Nika
ეხლა რას იტყვი დედიჩ?
კ ო მ ბ ლ ე
ჰალანდს ვინც ფეხბურტელი დაუძახოს მე იმის......!!! ეგ მენახირე ეგა.ჯორივით კუნტრუშობს და ჯანის ხარჯზე ჩაგრავს სხვებს.

ჯერ ერთი ჰალანდი სხვა პოზიციაზე თამაშობს და მისი პირდაპირი მოვალეობაა გოლების გატანა, ხვიჩას და ჰალანდს რომელი ჭკვიანი ადარებს საინტერესოა, მერე მეორე, ხვიჩამ გთხოვათ ვინმეს შემადარეთო? რა შუაშია ეს ვითომ ირონიული, დამამცირებელი ლაპარაკი, თქვენი აზრით მაგით ხვიჩას დაკნინებას ცდილობთ? კი ცდილობთ და წვალობთ მაგრამ არ გამოგდით. თქვენნაირები არიან ზუსტად, ოღონ თამაში ჩაუვარდეს და გამოხტებით მერე აი ხომ ვამბობდიო. ჩვეულებრივი ლუზერები ხართ და ლუზერზ ყოველთვის უხარია სხვისი წარუმატებლობა, რადგან თავის ლუზერულ ეგოს ამით იმშვიდებს :) (ლუზერი წარუმატებელს ნიშნავს ) ხვიჩას რაც შეეხება, მისი არავისთან შედარება არაა საჭირო, უყურეთ და დატკბით უბრალოდ მისი თამაშით, ვის ჯობია და ვის არა ეგ ორღობის ჭორაობაა თქვენი მხრიდან და სხვა არაფერი. თუ ცუდად წავა მისი კარიერა ეს მარტო მას დააკლდება და ამით თქვენ ნამდვილად ვერ გახდებით წარმატებულები :)
zaza
კვარა ჰოლანდს სჯობიაო ვიღაცა(სხვა სიტყვას ვერც დაუძახებ) რომ იტყვის,იმან მართლა არ უნდა უყუროს ფეხბურთს.ბუნდესლიგაში და პრემიერლიგაში თითქმის ყველა თამაშში გოლი გააქვს ბიჭს. ვაი შენს პატრონს უბედურს. შემიდარა მათხოვარ რუსეთში ნათამაშევ ფეხბურთელს. ჰოლანდზე მაგარი რომ ყოფილიყო გვარდიოლა ხვიჩაში გადაიხდიდა უზარმაზარ თანხას.ასე რო პროფესორა გიჯობს ბადმინტონს უყურო.
zaza-ს
ჯერ ერთი ჯადოქარი იტალიელებმა უწოდეს, ...და რა გავაკეთოთ ახლა, იტალიელებს ვუთხრათ, ნუ ეძახით ჯადოქარს, იცით რა, ჩაკვეტაძესაც ასე ეძახდნენ და მერე ტრავმა მიიღო და ამიტომ თავი შეიკავეთ და ჯადოქარს ნუ დაუძახებთ თქვა თუ რას ამბობ ერთი კარგად გაგვაგებინე, ჰალანდზე ნაკლები თუ გგონია კვარა, ჯობია ფეხბურთს საერთოდ არ უყურო.
Skeleton
თქვენი აზრით ჩაკვეტაძეს რომ აქედბდნენ იმიტომ ვეღარ თამაშობს? რაღაც ზეუნებრივმა ძალებმა გააფუჭა ? თუ არაა ფეხბურთელი პროფესიონალი და თუ აქცევს აჟიოტაჟს ყურადღებას, ის არც ქების შემთხვევაში ივარგებს და არც გინების. ყველას აქვს უფლება აჟიოტაჟი ატეხოს და მოსწონდეს კონკრეტული ფეხბურთელი, ან არ მოსწონდეს. არავინ ბღავის, ყველა ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ. კორექტულად ჯობია მივმართოთ ერთმანეთს. ქებას და აჟიოტაჟს თუ ვერ უძლებს ფეხბურთელები ის არცაა სპორტსმენი და ეგ ყოველთვის ჩანს. ხვიჩას შემთხვევა სხვა არის. ის არ აქვევს ყურადღებას როგორც თქვენ უწოდეთ - "ბღავილს" !
zaza
ზედმეტი ხომ არ მოგვდის? ჯადოქარი,გენიოსი,ფენომენი.მაშინ მბაპე და ჰოლანდი ვინ არიან? ხვიჩას ასაკში ერთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მეორე გოლების მანქანაა.ხვიჩა არის ნიჭიერი ტალანტი და ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი.შეეშვით ამ უაზრო ხავილს და აცადეთ ბიჭს.ასე ბღაოდით ჩაკვეტაძეზე და იმის შემდეგ ფეხბურთი ვერ ითამაშა ბიჭმა.წარმატებები ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა