გადაწყდა, რომ ევრობასკეტზე ნებისმიერ გუნდს 14 კალათბურთელის წაყვანის უფლება ექნება
ფიბა-ევროპისა და ფიბას იურიდიული ორგანოების შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ევრობასკეტზე ნებისმიერ გუნდს 14 კალათბურთელის წაყვანის უფლება ექნება.

არადა, იყო საშიშროება, რომ ფიბა-ევროპას ფიბას კანონის თანახმად გუნდებისთვის 12 კალათბურთელზე მეტის წაყვანის უფლება არ მიეცა. ამ საკითხზე ამასწინათ კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა ილაპარაკა:

- გაზაფხულზე ფიბა-ევროპის დადგენილებით თითოეულ გუნდს უფლება ჰქონდა ლიტვაში გასამართ ევრობასკეტზე 14 კალათბურთელი წაეყვანა... ივნისში, ქალთა ევრობასკეტზეც გუნდებმა 14-14 კალათბურთელი იახლეს, მაგრამ ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს ფიბამ ამოქექა დოკუმენტი, რომლის თანახმად გუნდებს ამა თუ იმ შეჯიბრებაზე 12-ზე მეტი სპორტსმენის წაყვანა არ შეეძლოთ. ამიტომ, ვიდრე ამ საკითხს ფიბასა და ფიბა-ევროპის იურიდიული კომიტეტები ერთმანეთში გაარკვევდნენ, ქალთა ევრობასკეტზე 12-12 კალათბურთელი იყო.

კარგია, რომ ევროპისა და მსოფლიოს საკალათბურთო ორგანიზაციებმა საერთო ენა გამონახეს და სამართლიან გადაწყვეტილებამდე მივიდნენ - ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 31 აგვისტოს დაიწყება, თითოეული ნაკრები 14 კალათბურთელით წარდგება, თუმცა კონკრეტული მატჩის განაცხადში 12 მოთამაშეს შეიყვანენ. შესაბამისად, გაიზარდა გუნდში ნატურალიზებული მოთამაშეების ოდენობაც. თუ აქამდე, საევრობასკეტო 12-კაციან შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ნატურალიზებულის შეყვანა შეიძლებოდა, 14-კაციანში 2 უცხოელის აყვანაა ნებადართული (ოღონდ, კონკრეტული მატჩის განაცხადში მხოლოდ ერთი მათგანი უნდა მოხვდეს).

ასე რომ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე ტორინ გრინიც წაიყვანოს, ახალდამატებული მარკიზ ჰეინსიც და რომელიც როდის დასჭირდება, მაშინ ათამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა