"სოხუმის" ახალგაზრდები, შოთა გოლეთიანი, გიორგი სალაყაია და მათი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია იტალიური კემპიდან დაბრუნდნენ
იტალიური კემპიდან საქართველოში დაბრუნდნენ "სოხუმის" ახალგაზრდა კალათბურთელები, შოთა გოლეთიანი, გიორგი სალაყაია და მათი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია.

როგორც ყოველთვის, კემპიდან ქართველები ხელცარიელნი არც ამჯერად ჩამოსულან. ორი ჯილდო დაიმსახურა 1991 წელს დაბადებულმა შოთა გოლეთიანმა:

- კემპის მსვლელობისას მოეწყო სხვადასხვა შეჯიბრება. ჩატენვების კონკურსი მე მოვიგე. ასევე დამასახელეს ვარსკვლავთა მატჩის საუკეთესო კალათბურთელად, - მოგვითხრობს შოთა. იგი კემპის სპეციფიკაშიც გვარკვევს:

- ღონისძიება "სისარის დინამოს" მწვრთნელის რომეო საკეტი ორგანიზებით რამდენიმე წელია ეწყობა. კემპზე მოწვეულნი იყვნენ ცნობილი სპეციალისტები, მათ შორის ამერიკელი ჩარლზ იელვერტონი, რომელიც კობი ბრაიანტს (16 წლამდე) წვრთნიდა, 70-იან წლებში ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ იტალიაში გადავიდა და ამ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ბევრი რამ ვისწავლე. მწვრთნელების გარდა შევხვდით იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებს. მათ ყველა კითხვაზე ამომწურავად გვიპასუხეს.

კემპი ორ ეტაპად გაიყო: საწყის 6 დღეს 11-დან 14 წლამდე ასაკის კალათბურთელები ვარჯიშობდნენ, მომდევნო კვირეულში - 14-დან 18 წლამდე ჭაბუკები.

- მე და გიორგი სალაყაია 18-წლამდელებში ვვარჯიშობდით. დილისა და შუადღის წვრთნის შემდეგ, საღამოს თამაშები გვქონდა. კალათბურთელები თავიდანვე გაგვყვეს გუნდებად და კემპის ჩემპიონატი მოვაწყვეთ. ჩემი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. მეტად საინტერესო შეჯიბრება გამოვიდა.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ შოთა გოლეთიანი შარშან კადეტთა ნაკრების ღირსებას იცავდა, ხოლო 2010-11 წლების სეზონში "სოხუმთან" ერთად საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. შოთას კარიერის იტალიაში გაგრძელებაც შესთავაზეს, თუმცა სავარაუდოდ მომავალ სეზონსაც "სოხუმში" გაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

hm...
უნარ შეზღუდულების კემპზე ხო არ იყვნენ? :D ან ვაჟამ იმაიმუნა რაღაცეები, თორე იტალიაში გოლეთიანი მვპ გამხდარიყო? მდა... დაერხა ევროპულ კალათბურთს ან საქართველოში გვაქვს ნამეტანი მაღალი დონის ჩემპიონატი თორე ისე თვრამეტწლამდელების საშუალოზე საშუალოზხე მოთამაშე მვპ როგორ გახდებოდა? ხო ეგრეა მე მოვკვდე. სალაყაიას თამაში არ მაქ ნანახი მარა სტატისტიკა რო ვნახე 16 წლამდელებში გული დამეწვა... ეჰ საცოდავო იტალია
sport-fun
წარმატებები ბიჭებს, მარტო ერთი რამ მაკვირვებს, თუ იტალიური გუნდი გეპატიჟება სოხუმში რატო აგრძელებს ''კარიერას''?
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო