ევროპულ ფეხბურთს მონატრებული გულშემატკივრებისთვის ხვალ განსაკუთრებული დღეა, რადგან ხვალ სტარტს სერია A და ლა ლიგა აიღებს. გთავაზობთ მატჩებს, რომლებიც ხვალ, 13 აგვისტოს არ უნდა გამოგრჩეთ.

"ჰალ სიტი - "ნორვიჩი" (15:30)

შოთა არველაძის გაწვრთნილი "ჰალ სიტი" ხვალ "ნორვიჩს" დაუპირისპირდება. "ჰალს" 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ჩემპიონშიპში ახლად დაქვეითებული "ნორვიჩი" კი 21-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად "ყვითლების" ცუდი ფორმისა, ფავორიტად მაინც დინ სმიტის გუნდი მიიჩნევა. "ნორვიჩის" მთავარი ვარსკვლავი ტეემუ პუკის ამ სეზონში ჯერ-ჯერობით გოლი არ გაუტანია და უგოლო სერიის შეწყვეტას სწორედ "ჰალთან" შეეცდება, რაც შეეხება ჩვენებურის გუნდს, მოულოდნელად "ბრედფორდთან" თასის მატჩი 2:1 დათმეს. ჩემპიონატში კი მათ ანგარიშზე 1 გამარჯვება და 1 ფრეა. აღსანიშნავია, რომ "ვეფხვების" ახალწვეულმა ჟან მიშელ სერიმ გოლის გატანა სადებიუტო მატჩშივე მოახერხა. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა არველაძის გუნდის დაუმარცხებელი სერია.

"ბრენტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (20:30)

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" სეზონი ცუდად დაიწყო, "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა მათი კლუბის შესრულებით კვლავ არასანახაობრივი ფეხბურთი იხილა და მოულოდნელად "ბრაიტონთან" 2:1 დამარცხდა. "მანკუნიანელების" ახალი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი დიდი ზეწოლის ქვეშაა, კვლავ გაურკვეველია კრისტიანო რონალდოს საკითხიც, პორტუგალიელს გუნდის დატოვება სურს და მზადაა ხელფასის შემცირებასაც კი დათანხმდეს, რათა ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს. აშკარაა, რომ ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ჯერ შემადგენლობა ბოლომდე ვერ დააკომპლექტა, სავარაუდოდ მატჩისთვის მზად იქნება ფრანგი შემტევი ენტონი მარსიალი, რომელმაც პრესეზონზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 5 ამხანაგურ შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. გოლები კი "იუნაიტედს" ჰაერივით სჭირდება, რადგან ვერც მარკუს რაშფორდი და ვერც ჯეიდონ სანჩო ამ ფუნქციას ვერ უმკლავდებიან. გუნდები ერთმანეთს სულ 3 ჯერ დაუპირისპირდნენ, 1 შეხვედრა ფრედ, 2 კი "ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა.

"მილანი" - "უდინეზე (20:30)

სკუდეტოს მოქმედი გამარჯვებული ხვალ ახალი სეზონის პირველ მატჩს გამართავს. სტეფანო პიოლის გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. ფრანკ კესი კარიერას "ბარსელონაში" ითამაშებს, ერთ დროს "მილანის" მომავალ ლეგენდად მონათლული ალესიო რომანიოლი კი "ლაციოში" გააგრძელებს ასპარეზობას. თუმცა არიან ახალი სახეებიც, 21 წლის ტალანტის, შარლს დე კეტელარის ტრანსფერი მილანურ გუნდს 32 მილიონი ევრო დაუჯდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით კი კიდევ ერთი ბელგიელი შემტევი დივოკ ორიჯი დაიმატეს. მიუხედავად იმისა, რომ "როსონერის" ტრავმების გამო სანდრო ტონალი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდებათ, ექსპერტა აზრით, "შავ-წითლები" უპირობო ფავორიტები არიან. აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი სამივე შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. "სან სიროზე" შეკრებილი გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, გამარჯვებას ელის.

"ბარსელონა" - "რაიო ვალეკანო" (23:00)

ლა ლიგა ახალ სეზონს ახალი სახეებით იწყებს. ფავორიტები კვლავინდებურად მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" იქნებიან, თუმცა "ბლაუგრანა" საგრძნობლად გაძლიერდა, ლაპორტამ კლუბში ისეთი ვარსკვლავები დაიმატა, როგორიც რობერტ ლევანდოვსკი, ჟულეს კუნდე და ფრანკ კესი არიან. პრესეზონზე კატალონიელთა გულშემატკივრებს მიეცათ იმედი, რომ "ბარსა" კვლავინდებურად ძველ სიმაღლეზე დაბრუნდება. კლუბმა შემადგენლობის თითქმის ყველა რგოლი გააძლიერა, მაგრამ გაჩნდა პრობლემა, ჯერ-ჯერობით კუნდეს შემადგენლობაში დარეგისტრირება ვერ ხერხდება, სხვა ახალწვეულები კი შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. ხავის გუნდისთვის ხვალინდელი დაპირისპირება პრინციპულია, რადგან "რაიოსთან" ჩატარებული ბოლო ორივე შეხვედრა 1:0 დათმეს, "ნოუ კამპზე" ხვალ ბრწყინვალე ატმოსფერო იქნება შექმნილი, "ბარსელონა" ახალი სახეებითა და ახალი იმედებით ბრუნდება...

გიორგი
რას ჰქვია: " რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს"?! ვისაც უნდა, იმან უყუროს!
კირკიტა
თურქეთის სუპერლიგა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი არაა, ვიდრე ინგლისის ჩემპიონშიპი? ლონჟანიძისთვის რამდენად კარგი იქენებოდა ეს? მიქაუტაძე უფრო კარგი ვარიანტი იყო. საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშს, ჩემპიონშიპში თამაში ჯობდა.
100%
ეს, ჩემი კომენტარი არ არის.
გოგა
2:1 მშვენიერია.
ზურა
ლობჟანიძეს რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას ვერ შეწვდა გუნდი თორემ უნდოდათ წაყვანა და მიქაუტაძის შესახებ ნაღდად არ ვიცი, მაგრამ ჩემპიონშიფის საშუალოზე დაბალი კლასის გუნდში თურქეთის უმაღლესი ლიგიდან გადასვლა როგორ არის წინსვლა ეგ ვერ გავიგე.
ზურა
მე ერთადერთი პრეტენზია რაც მაქვს შოთისთან როგორც ქართველ ადამიანს რატომ არ წაიყვანა ჰალში ერთი ქართველი მაინც მაგალითად ლობჟანიძე რომელსაც შარშან 37 ტური ითამაშა თურქეთში და თან ითამაშა კარგად გოლებიც გაიტანა და საგოლე გადაცემებიც ბლომად გააკეთა ან იგივე მიქაუტაძე სხვა ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ როგორც ამბობენ რაღაც კოეფიციენტები და ქულები არ ყოფნით რომ ინგლისში ითამაშონ მაგრამ ვისაც ყოფნის ერთი კაცის წაყვანა ხომ მაინც შეიძლებოდა. ჩვენი ნაკრების წარმატებაში კიდევ ერთ აგურს დადებდა შოთი ამით.
ირაკლი
"ჰალ სიტი - "ნორვიჩი" ინგლისის დროით 15:00, ანუ ჩვენი დროით 18:00-ზე იწყება.
100%
თან ფული გადაიხადეს. უფასოდ მაინც მოეყვანათ. მაგ ასაკში სუარესი გააქციეს და ეს მოიყვანეს. მაქს 1 წელი ითამაშოს მაგრად კიდევ. ასაკი თავისას შვრება.

ბარსელონა ყველაზე საზიზღარი გუნდი გახდა, სადღაა ის ბარსა რომელიც მოგვწონდა და გვიყვარდა? შემოყარეს და შემოყარეს ვიღაცეები და მთლად გასაკვირვად, 34-წლის ლევანდოვსკიც????????????
კომპანია საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
შოთას "ჰალ სიტიში" სალაჰი ითამაშებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
Geo Team: არველაძე ჩემპიონშიპის მე-3 ტურის საუკეთესო მწვრთნელია
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
სენსაცია. პრემიერლიგაში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
შოთა არველაძე: "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა