ინტერვიუ თბილისის "დინამოს" 23 წლის მცველთან გიორგი რეხვიაშვილთან
"დინამოს" მხოლოდ ესპანელები კი არ დაუმატებია, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელითაც გაძლიერდა. რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი მცველი, 23 წლის გიორგი რეხვიაშვილი ერთ-ერთი მათგანია. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ორივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რეხვიაშვილს "დინამოში" გადასვლით მიღებულ შთაბეჭდილებებსა და გუნდის საევროთასო პერსპექტივებზე ვესაუბრეთ.

- მოსალოდნელი იყო თუ არა შენთვის "დინამოს" წინადადება?

- ამ კლუბის დაინტერესების შესახებ ვიცოდი და, როგორც კი კონკრეტული წინადადებით მომმართეს, ბევრი არ მიფიქრია. მქონდა სხვა ვარიანტებიც, მაგრამ "დინამოს" სახელმა ყველაფერი გადაწონა და აქ მოსვლამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. "დინამო" ხომ ბევრი ფეხბურთელისთვის საოცნებო კლუბია და ბედნიერი ვარ, აქ თამაშის საშუალება რომ მომეცა.

- ახალ გარემოსთან ადაპტაცია უკვე გაიარე?

- უცხო სიტუაციაში ნამდვილად არ მოვხვედრილვარ, რადგან "დინამოს" ბევრ ფეხბურთელს მანამდეც ვიცნობდი და ახალ გუნდს ალღო ძალიან მალე ავუღე. "დინამოსთან" უკვე გაშინაურებული ვარ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

- "მილსამისთან" ორივე შეხვედრა მარცხენა მცველის პოზიციაზე ჩაატარე, არადა, "ოლიმპში" უმეტესად ცენტრში თამაშობდი.

- ასეა, მაგრამ ჩემთვის უცხო არც მარცხენა მცველობაა. ბანალური ფრაზაა, მაგრამ მზად ვარ, იქ ვითამაშო, სადაც გუნდს დავჭირდები.

- "დინამოს" მწვრთნელებმა თუ გითხრეს, კონკრეტულად რომელ პოზიციაზე უფრო სჭირდები?

- არა, ასეთი ლაპარაკი არ ყოფილა. როგორც იცით, "მილსამისთან" ორივე თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა ლევან ხმალაძემ, მისი დაბრუნების შემდეგ კი ჯერ არც ვიცი, სად ვითამაშებ. გუნდში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეს არ მაშინებს.

- ალექს გარსიას სამწვრთნელო მეთოდებს იოლად შეეგუე?

- მისი ხელმძღვანელობით ვარჯიში ყველა ფეხბურთელისთვის დიდი სიამოვნებაა. უცებ შეატყობ, რომ გარსია ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, რომელსაც გუნდის ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადება ჩინებულად ეხერხება.

- "დინამოს" ესპანელ ახალწვეულებზე რას იტყვი?

- ვარჯიშებზე ძალიან მონდომებულები არიან, კლასი სამივეს ეტყობა, ხასიათითაც კარგი ბიჭები ჩანან და იმედია, "დინამოს" დიდ სამსახურს გაუწევენ.

- "მილსამისთან" საშინაო მატჩი თითქმის ყველა ქართველმა ქომაგმა ნახა. როგორც ჩანს, მოლდოველებს სტუმრადაც დამაჯერებლად აჯობეთ.

- მხოლოდ პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რადგან გრუნტი მძიმე იყო, ტემპერატურა კი - ძალიან მაღალი. შესვენების შემდეგ კი უფრო აქტიურად შევუტიეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.

- "ლანელიზე" თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას?

- ბევრს არაფერს. "დინამო" წყვილის ფავორიტია, მაგრამ ევროთასებზე ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არსებობს, ყველასთან ბოლომდე უნდა დაიხარჯო. პირადად მე ერთნაირად მოტივირებული ვარ, ვისაც უნდა ვეთამაშებოდე - "ლანელის", "სამტრედიას" თუ მადრიდის "რეალს". გუნდში საბრძოლო განწყობაა და გვინდა, უელსშივე გავარკვიოთ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი.

- "დინამოს" ამოცანა მხოლოდ "ლანელის" ბარიერის გადალახვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

- ნამდვილად ასეა. გვინდა, ევროპის ლიგაზე რაც შეიძლება მეტი ეტაპი გავიაროთ და ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ. "დინამო" ვარჯიშიდან ვარჯიშამდე და თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და შესწევს იმის ძალა, ავტორიტეტი ევროპაშიც დაიბრუნოს და საქართველოს საუკეთესო კლუბიც გახდეს.

- როგორც ჩანს, "დინამოში" დიდი ხნით აპირებ დარჩენას.

- კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მინდა, "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე და გუნდისთვის დიდი ხნის განმავლობაში სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...