"მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს კარიერის საუკეთესო პერიოდი, რომ არ უდგას ეს ახალი ამბავი არაა.

პორტუგალიელს ზაფხულში კლუბის გამოცვლა სურდა, თუმცა მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ახალი სამსახური ვერ მოუძებნა და მას კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა მოუწია.

პრემიერ ლიგის ახალი სეზონი კი "წითელი ეშმაკებისთვის" და 38 წლის შემტევისთვისაც საშინლად დაიწყო.

ჯერ კიდევ პირველ ტურში "ბრაიტონთან" საშინაო მატჩში გუნდის მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანო სათადარიგოთა შორის დატოვა, რადგან მას შეკრების დაწყებიდანვე არ გაუვლია გუნდთან წვრთნა და თანაც, ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის დასრულებამდე მოედანი დატოვა.

ამით ნიდერლანდელმა მენეჯერმა პორტუგალიელს ანიშნა, რომ მისთვის ავტორიტეტი არ არსებობდა.

სამაგიეროდ, ტენ ჰაგს რონალდო მე-2 ტურში გასვლაზე "ბრენტფორდთან" დასჭირდა, თუმცა ვეტერანმა ვარსკვლავმა ვერც იქ ივარგა და რაიმე სახეირო გააკეთა.

"მანჩესტერი" 0:4 განადგურდა, კრიშტიანომ კი შეხვედრის შემდეგ ტენ ჰაგს გვერდი აუარა, ზედაც არ შეხედა და ხელიც არ ჩამოართვა...

დღეს კი გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports წერს, რომ "იუნაიტედის" ბოსებს პორტუგალიელის მსგავსი საქციელი ძალიან არ მოსწონთ.

ისინი მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან, თუ რონალდომ ცუდი ასპარეზობა და ცუდად მოქცევა გააგრძელა, "წითელი ეშმაკების" ბოსები მასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობას დაიწყებენ.

ასეთ შემთხვევაში კი რონალდო უკლუბოდ რჩება. ბოლო ცნობებით მისი დამატება "მილანსა" და "ინტერს" შესთავაზეს, თუმცა "სან სიროს" ბინადართა გუნდებმა უარი განაცხადეს.

კრიშტიანოს დაბრუნება ყოფილ კლუბებს "იუვენტუსსა" და "რეალსაც" არ სურთ... მოკლედ, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის აშკარად რთული პერიოდია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი კვლავ დიდი დროა დარჩენილი.

100%
მაგ ასაკში, სამშობლოში მიდიან!
ეეე
დინამო თბილისში.DDD
გიო
ექნებოდა იგრავოი პრაქტიკა
007
რონის მაგარი ადგილი იქნებოდა პსჟ. მესი-რონი, მბაპე, ნეიმარი ერთდ უტევენ წარმომიდგენია ის საცოდავი გუნდი :დ
ika
რონალდოს გარეშე რასაც რეალი შერიფთან და ზენიტთან თამაშობდა ეგაა მათი დონე. არა ის, რო პსჟ_ს უტვინო პოჩეტინო წვრთნიდა და ფინანსურად დასუსტებულ ჩელსის მოუგეს, თუ ეგ მოგებას ნიშნავს, ბურთის თავზე გადახევას. რონალდო სხვა დონეა.
kaxak
ზენიტი
muro
წაიყვანდა ყაზანის რუბინში
REAL MADRID
ამპარტავანი ნარცისია და მაგიტომ არავის უნდა
zviadi
ჯუღელის გვარი არ იცის როგორც |ჩანს
გიო
ბათუმის დინამოში ჩამოდი
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ