სერია A-ს პირველ ტურში“ „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ვერონას“ 5:2 სძლია.
ნეაპოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალურ მატჩში დებიუტს ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და მან იმედები გაგვიმართლა.
მასპინძელთა კლუბში შეხვედრის წინ სკანდალური ჩხუბი მოხდა მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს შორის და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვარაუდობდნენ, რომ ეს გუნდზე ნეგატიურად აისახებოდა. „ნაპოლიმ“ წინასასეზონო საკონტროლო შეხვედრები ურიგოდ არ ჩაატარა და ქართველმა თავი გამოიჩინა - 6 არასრულ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, ოსიმენმა ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, ანგისას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლები ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას დაწინაურდნენ. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, ჯერ კარს ოდნავ ააცილა ბურთი, მერე მეკარემ მოიგერია მისი დარტყმული, 37-ე წუთზე კი თავურით ანგარიში გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში კვარას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება დი ლორენცომ შეუცვალა და ოსიმენმა ნეაპოლელები წინ გაიყვანა.
15.08.22. კვარაცხელიას გოლი ვერონასთან
შესვენების შემდეგ „ვერონამ“ ისევ გაათანაბრა ანგარიში, მერე ხვიჩამ ბურთზე ერთი შეხებით გაკეთებული პასით ზელინსკი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მესამედ დალაშქრა მონტიპოს კარი. 65-ე წუთზე ლობოტკამ ჩინებული დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა, შეხვედრის ბედი გადაწყდა და 68-ე წუთზე სპალეტიმ კვარაცხელია ელმასით შეცვალა. შეცვლაზე შესულმა პოლიტანომ 79 წუთზე კიდევ ერთი გაუტანა მოწინააღმდეგეს და „ნაპოლიმ“ სტარტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
15.08.22. კვარაცხელიას საგოლე პასი ვერონასთან
21 აგვისტოს, მეორე ტურში „ნაპოლი“ „მონცას“ უმასპინძლებს.
ვერონა. „მარკ’ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი 2:5
გოლები: 1:0 ლასანია (29), 1:1 კვარაცხელია (37), 1:2 ოსიმენი (45+3), 2:2 ანრი (48), 2:3 ზელინსკი (55), 2:4 ლობოტკა (65), 2:5 პოლიტანო (79)
გიო9
გავლენის მოხდენა კიდევ უფრო მომატებას ნიშნავს და უნდა მოუმატოს ქართველ გულშემატკივრებს მისი გვჯერავს და პატივს ვცემთ.
ვახო სანაიაძე
ყოჩაღ სოსო! მხოლოდ შენ მიხვდი, ვისაც გადავცხე ჩემი კომენტარით. სხვებმა ამომავსეს დისლაიქებით. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა დისლაიქი მახარებს ))
სოსო
ჟორა ხვედელიძეს.ვახო სანაიაძეო,სახელისა და გვარის ნაცვლად უწერია და ამით გასაგები ხდება,ვის გადაჰკრა მათრახი.ნუ გავუფუჭებთ ერთმანეთს განწყობას და სიხარულს.მაგ პოსტის ავტორს,ამდენი დისლაიქებიც ვერ გაუფუჭებს გუნებას,რადგან დარწმუნებული ვარ,ჩვენსავით უხარია,ხვიჩას გამარჯვება.ისე,მართლაც გენიალური პასი გაუშვა, ერთი შეხებით.ჩემთვის გოლზე უფრო მაგარი,ეს პასი იყო.
lebron
მსგავსი შინაარსის ჩემი კომენტარიც არ გამოაქვეყნა სპორტალმა, არაუშავს. ვახო სანაია, ბაბუცა პატარაია, გიგა მარქარიან (მაქარაშვილიო ვითომ) მიშა მშვილდაძე, ნიკა გვარამია და სხვა უსამშობლო ქვეყნის მოძულეებ გამარჯობა! კიდევ ბევჯერ მოგიკითხავთ ხვიჩას და ლაშა ტალახაძის კარგი შედეგების დადგომისთანავე!!! :)))))))
ზურას
მადლობ ძმაო!
777
ვანო მაპატიე, დისლაიქზე დამეჭირა
ქ. გ.
ხვიჩას მომენტები https://www.youtube.com/watch?v=61jmpBFkHVI
დავით 67
მჯეროდა რომ გოლს გაიტანდა! გილოცავ ხვიჩა! კიდევ ველოდებით გოლებს! ეს ბიჭი თავის თამაშით ავადმყოფებსაც გამოაჯანმრთელებს! )
fani
მაშ ასე, "კვარა-შოუ"-ს სეზონი იტალიაში გაიხსნა! შენ გენაცვალე ხვიჩა, რომ ასე გაგვახარე. გოლი + ასისტი - ასეთ დებიუტს ბევრი ინატრებდა. მჯერა რომ ამ სეზონში სერია ა-ში მინიმუმ 10 გოლს გაიტან და ჩემპიონთა ლიგაზეც შეძლებ გოლ(ებ)ის გატანას. ღმერთი შენსკენ, წარმატებები!
spaleti
დლეო ქართული
Sportall
მილიონი სტატია გაქვთ გამოქვეყნებული სადაც უკრები პუტინ ხ..ლოს გაყვირიან და მე რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს სადაც სანაიას ვახ..ლოს ვუწოდებ? თუ შეიძლება განმარტეთ ბატონებო.
ბოკინიო
მე პირველ რიგში ვარ ქართველი!!! კუთხურად აფხაზი იმიტომ რომ სოხუმიდან ვარ!!! გვარი მეგრულიბ მაქ. ვინც ფიქრობს რომ საქართველოს შვილი ქართველი არააა ის გაუნათლებელია!!! დუტუ მეგრელის ლექსი უნდა იყოს საკმარი ყველა იმათვის ვისაც სხვაგვარად გგონია!!!
ჟორა ხვედელიძე
ვითომ ხუმრობ ბოროტო კაცო? რა აფსაიდი, ბიჭმა იუველური სიზუსტით დაუსვა ფეხზე ბურთი.ეს ბიჭი გენიოსია და დაიფაროს ღმერთმა ტრავმებისაგან. შენ კი მართლაც ვახო ხარ სანაია!!!
Skeleton
სასწაული ემოცია მაქვს. რამდენჯერ ყოფილა სულ მარტო რომ ვიცავდი აქ ჰეითერებისგან და რამდენ ბოროტებას და ცილისწამებას წერდნენ მასზე. სულ ვიძახდი, ახლა დაუდექით გვერდით თორე გოლებს რომ გაიტანს და მთელი ქვეყანა აყიჟინდება, მერე ვის რაში ჭირდებითთქო :)) ხოდა ახლა რამდენია იმათგან, ვინც მაშინ აგინებდა და ახლა ტაშს უკრავს, ვინიცის... მთავარია ხვიჩა არის საოცრება და მის ნამდვილ გულშემატკივრებს კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს! ყველას გილოცავთ, ვისაც გულით გაგიხარდათ
შალვა 73
თავისი კარიერის განმავლობაში (და იმედია მისი კარიერა ხანგრძლივი და წარმატებული იქნება) რამდენჯერაც ხვიჩა გოლს გაიტანს, საგოლე პასს გააკეთებს, ნებისმიერი ფორმით საუკეთესოდ დაასახელებენ ან უბრალოდ ერთერთი საუკეთესო იქნება,იმდენჯერ "მოვუკითხავ" ჯიშსა და ჯილაგს ყველას,. ვინც საქართველოს, ქართველ ერს, საქართველოსთვის მოღვაწე სპორტსმენებს და ყველაფერს ქართულს ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს!!! შენს აღმზრდელ მშობლებს ვენაცვალე ხვიჩა კვარაცხელია, დაილოცოს შენი ჯიში და ჯილაგი, გენაცვალე მაგ ქართულ სულში და გულში, ჯანმრთელობას სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ, მადლობა სიხარულისთვის, ყველა სანუკვარი სურვილი აგსრულებოდეს ცხოვრებაში!!! მადლობა ყველა სპორტსმენს, ვინც საქართველოს სახელისა და დიდებისთვის იღწვის!!! დიდება ჩვენს სამშობლოს!!! დიდება საქართველოს!!!
ვახო სანაიაძე
გულით მიმდა მივულოცო ხვიჩას, მაგრამ ის საგოლე პასი ოფსაიდი იყო
რაბუ
დადეთ რა გულშემატკივრების გამოხმაურება ვინ როგორ შეაფასა და რას წერენ კვარაზე
ლევან
უშიშო ვითარცა უხორცო.აი რა მომწონს კვარაში,მიუხედავად დებიუტისა ფეხები არ აკანკალებია (არც თავი).თითქოს კვარას შემთხვევაში ყოველთვის პირიქითაა,სწორედ ასეთ მომენტებში უფრო გიჟდება,დებიუტი არა ისა...სულ ფეხებზე კიდია ეგეთი სენტიმენტები...ეგ ერთი და სხვაც მრავალი,შენც და ჩვენც.
zura222
სტეფ კარის ჟესტია ეგ ხვიჩას აქვს ნათქვამი სტეფ კარის ფანი ვარ კალათბურთშიო
ვანო
ახალი, გაცილებით მაღალი კლასის ლიგა, პირველი თამაში, მაგარი დასაწყისია! შენი კლასით და შრომისმოყვარეობით შორს წახვალ ხვიჩა და ალალი იყოს! ჩვენ კიდე ამაყები ვართ! ერთი მარიო რუის მოუგვარე კაცურად გასახდელში, პასები მოგცეს!
გიორგი
სკეპტიკოსებს იმედები გაუცრუა! ისე ჩვენს სიტუაციაში არც არის გასაკვირვი სკეპტიკოსი იყო და მით უფრო ძნელად წარმოსადგენი და მაგარი საქმე გააკეთა ამ პატარა ქართველმა ბიჭმა!
გომორძგუა მარგალეფც
ხვიჩა მანგარ დებიუტი,მანგარი ლაჸაფი,ათაშ გაგჷრძოლი✊❤️❤️
5 Titi.
ზიელინსკის რა პასი გაუკეთა გამოვქლიავდი. ჩაასაკლავა სუყველა "პროფესორები" თეორიტიკოსები კრიტიკოსები პარაზიტები ა.შ. იმენა. ##### ხართ რა.
გიორგი
არც 'ოდალა' დაგავიწყდეთ მარტი 5 გოლი და 5 პასი რომ გამოუწერა მთელს სეზონში)))
არტ
ხვიჩა ბრავო! უმნიშვნელოვანესი იყო კარგი სტარტი და მოხდა! აწი მოუმატებს და მოუმატებს. წარმატებები!
ჯონი
ალბათ ეს არის ის რაც ყველა ამდენი ხალხი ველოდებოდით !! ხვიჩა მგელი ხარ , მთელი საქართველო ნაპოლის თამაშს უყურებდა დღეს, ბრავო ოქროს ბიჭო და საქრთველოს იმედო!
ირაკლი
ხვიიჩ, რა ბიჭი ხარ, რა ბიჭი!!! ამაზე მაგარ დებიუტს ალბად ვერც ვინატრებდით. წარმატებები კვარა. არ ბოდიში, წარმატებები კვარადონა.
გია
https://www.washingtonpost.com/sports/soccer/napoli-newcomer-kvaratskhelia-stars-in-5-2-win-at-verona/2022/08/15/f45feab2-1ccb-11ed-9ce6-68253bd31864_story.html
G.LA
ყოჩაღ ხვიჩას, მაგარი დებიუტი გამოუვიდა. წარმატება ჩვენ მარგალიტს.
xviCam gagvaxara.
ვინმემ ამიხსენით, გოლის გატანის მერე: ჟესტი "ვითომ სძინავს" რას ნიშნავს? ასე გააკეთა ნეომარმაც. ყოჩაღ ხვიჩა! მაგარი ბიჭი ხარ!
ვახუილას!
სანაიას მოკითხვა !!!
იკა
მოკლედ, არაფერს ვერჩი მეგრელებს, მაგრამ, რატომ არის ხვიჩა მეგრელი და არა ქართველი? რატომ უსვამთ მის მეგრელობას ხაზს და არა ქართველობას? სამეგრელო ცალკე ქვეყანაა? ცალკე ავტონომიაა?? რა უბედურებაა ეს? რატომ გვჭირს ეს განდიდების მანია ქართველებს? ხვიჩა გენაცვალე სულში, გულში და ქრთველობაში. შენი გულშემატკივარი ვიქნები მანამ, სანამ შენ ფეხბურთს ითამაშებ.
რაბუ
სპორტსმენი
რრრ
ის იტალიელი პრაფესორი არ დაგავიწყდეს, რომ იძახდა ხვიჩამ პასი არ იცისო.DDDDDD
ლევანი
დებიუტს, ამაზე უკეთესს ვერც ინატრებდა კაცი! ყოჩაღ ხვიჩა. ძალიან გაგვახარე. ეგ ერთი და სხვა კიდევ მრავალ-უამრავი!
ვახო...
ეს ერთი და სხვა მრავალი... უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს მომავალშიც...
თენგო
მე 6 გოლი აფსაიტის გამო არ ჩაითვალა, მეკარეს რომელმაც შეუშალა ხელი აქტიურ აფსაიტში იყო
რუსთავი
ნაპოლის დაცვა არის საცერი. კვარა ბრავო! ყველა სპორცმენის საოცნებო დებიუტი!!!
H
ქართული გოლი ქართულიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!
გეგი
შენ გენაცვალე კვარაა ეს ერთი და სხვა უამრავი! დაადუმა თავისზე ცუდის მთქმელები!
qomagi
სანაიას და მისნაირ ბოღმიანებს კვარამ პასუხი გასცა,კიდევ ბევრს გაიტანს და გაახარებს საქართველოს,უფრო აუღებს ალღოს კვარა სერია-ა-ს და კიდევ ბევრად მაგრად ითამაშებს რაც დრო გავა.
კოლხი
პირველი მეგრული გოლი იტალიაში. გერ რექ კვარა
შალვა
ხვიჩა, დიდი მადლობა ქართველო ვაჟკაცო იმისთვის,რომ სიამაყე დაგვიბრუნეთ ქართველებს.
Chitovichi
Forza kvaraa!!! ძალიან მაგარი სტარტი. ხვიჩა, არ ვიცი აქ კითხულობ თუ არა, მაგრამ იცოდე შენი წარმატება -საქართველოს წარმატებაა და პირიქით. ნამდვილი გულშემატკივრები, ნებისმიერ სიტუაციაში, შენ გვერდით ვართ. შაკალებს(სანაიებს) ყურადღება არ მიაქციო. დიდი მისია გაკისრია და ჩვენც შენ გვერდით გვიგულე მუდამ!
zura222
მაგარია ! გოლი საგოლე პასი და კიდევ ერთ გოლში მონაწილეობა უკეთესს ვერც ვინატრებდით ! ეხკა რაიდუეს სპორტის ახალ ამბებში მთლად კარგად ვერ მოვუსმინე და მგონი ხვიჩა დაასახელეს მატჩის საუკეთესოდ !
სოსო
მატჩის ბოლოს ნაპოლიმ კიდევ ერთი გაიტანა და მსაჯმა თავიდან ჩათვალა,თუმცა გამეორებაზე ნახვის შემდეგ,გმეექვსე გოლი გააუქმა.ნაპოლის თავდასხმელი ხელს უშლიდა მეკარეს,მეკარის მოედანზე,გოლი კი,სხვამ გაიტანა.თუმცა უნდა ითქვას,რომ ამ შემთხვევაში მეკარეს ნულოვანი შანსი ჰქონდა ხელის შესაშლელად.ჩემი აზრით,მსაჯმა მეკარე და ვერონა უბრალოდ შეიცოდა და რაკი წესები აძლევდა საშუალებას,გოლი გააუქმა.ისიც გამოჩნდა,რომ ნაპოლის, დაცვის ცენტრში დიდი პრობლემები აქვს.ორივეჯერ,ფაქტობრივად სრულ თავისუფლებაში მიიღო და საგოლედ დაარტყა მეტოქემ.კარის წინ ასე კაცის გაშვება,ძალიან უხეში შეცდომაა
ლევანი
ჩვენ, დიდებული ვარსკვლავის აკაშკაშების მომსწრენი ვართ? წარმატებები ჩვენო ბრილიანტო!
ბოკინიო
მადლობა ხვიჩა სიამოვნებისთვის!!! მადლობა ადამიანობისთვის მადლობა ქართველობისთვის!!!
რა მაფიაა
სუპერმენი გვყავს საკუთარი... ერთი სული მაქვს უცხოური პრესის და რეაქტების კოლეჯები გავრცელდეს
შმოლა
ვუსამძიმრებ სანაიას და მაქარაშვილს. ძალიან მძიმე კადრების ყურება მოუწევდათ დღეს.
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "უდინეზე" "ვერონას" დაუზავდა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
შეთანხმება მიღწეულია - “ნაპოლი” 22 წლის ბრაზილიელი ფორვარდით ძლიერდება
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო