სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე "ვერონასთან" მოგებულ მატჩში (5:2) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

"მე ვნახე მტკიცე ხასიათის გუნდი და ძალიან მინდოდა სეზონის მაქსიმალური შედეგით დაწყება. როდესაც თამაშს წარვმართავთ, ტემპის მომატება გვჭირდება, რათა წინ წავიწიოთ და უპირატესობა გამოვიყენოთ.

ლობოტკა დღეს ინსინიესავით მოქმედებდა, საოცრად ითამაშა და სახელმძღვანელო გოლი გაიტანა. იგივე ითქმის ზელინსკიზე. მან გოლი 50-მეტრიანი დრიბლინგიდან გაიტანა. მთელი გუნდი ბრწყინვალედ გაისარჯა.

კვარამ თავისი კლასი გვაჩვენა, თუმცა პირველ ტაიმში მეტად შეეძლო თამაშზე გავლენის მოხდენა. სრულყოფილი ფეხბურთელია, შესანიშნვად იასპარეზა და უნდა გითხრათ, ისიც აღელვებული იყო. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი გახდება.

ჩინებული შემოქმედებითი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ვულოცავ ბიჭებს, მათი მადლობელი ვარ, იცოდნენ, საუკეთესოდ როგორ უნდა ეთამაშათ. მატჩისთვის ერთი კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ.

ლამაზი გოლები გავიტანეთ, მოედანზე ხარისხი და ინდივიდუალიზმი დავინახე. ამ ბიჭების მჯერა და მშვიდად ვარ. თუ ისევე როგორც დღეს, გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ, შეგვიძლია ვიმხიარულოთ. ნეაპოლელებმა იციან, ამ გუნდის მაისურს აწერია სიტყვა - "ვნება", - ციტირებს სპალეტის კლუბის საიტი.

სპალეტიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ დიდებული ტექნიკის მქონე ქართველს კუნთი დაეჭიმა და ამიტომ შეცვალა.

გიორგი
შენ ვინც დისლაიქი დაგიწერა ხო ხვდები რასაც ვუსურვებ :))) ტიპებს ხელფასი აქვთ მემგონი დისლაიქებზე :))
ვასილიჩი
მოვიკითხავ ყველა დისლაიქის ავტორს, ქე მიხვდებით რაფერაც.....
Vasili
მიდიიი ხვიჩიკოოო! არ გაჩერდე! მაკედონიასთან მაგარ ფორმაში უნდა იყო!
გიგა
ეს ერთი დიზლაიქი, ნამდვილად ვახახუნა სანაიამ დაატყაპუნა.
ნონა
ხვიჩა! ძალიან გაგვახარე შენი ლამაზი დებიუტით, ასე გააგრძელე და საუკეთესო შედეგიც არ დააყოვნებს! ხვიჩა, ღმერთმა გაშოროს ტრამვები! თავს გაუფრთხილდი!
ILIA
ჩვენი ახლობელი, ქართველი კაცი რამდენიმე წელია, ნეაპოლში ცხოვრობს. ეხლა ვესაუბრე და მითხრა, ბოლო ხანს ადგილობრივები ქართველებს განსაკუთრებული პატივისცემით გვეპყრობიანო. მისი ერთი მეგობრისთვის იტალიელს ხელფასიც კი გაუზრდია. კვარას გამო, რა თქმა უნდა. გაიხარე, ჩვენო საამაყო ბიჭო!
ნიკა
ხვიჩას ვულოცავ სეზონის წარმატებით დაწყებას.გოლი+საგოლე გადაცემა პირველივე თამაშზე ფანტასტიკურია,ბრავოოო.ასე გააგრძელე ჩვენო კარგო ადამიანო. თხოვნა იქნება ყველას მიმართ,არ გავბეროთ ჩვენი ბიჭი უაზრო შედარებებით.მაგის დროც მოვა.წარმატებები ხვიჩას და ყველა ჩვენს ლეგიონერს.
საქართველო
იდეალური სტარტი იყო. დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველი დაიწყებს ფულის დაზოგვას რომ ნეაპოლში წავიდეს ხვიჩას თამაშზე. მაგრამ ეხლა ხვიჩასთან ერთად ისევ მიწაზე უნდა დავეშვათ,პირველ რიგში ჟურნალისტები, არ არის საჭირო სტატიები "ქართველი მესი" სათაურებით საჭირო.დარწმუნებული ვარ ხვიჩა პირველი ჩამოვა მიწაზე და უკვე მომდევნო თამაშისთვის მოემზადება. შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით ყველა ერთად,პროფესიონალურად :-)
ავიმუსაიფი
გენაცვალე ხვიჩა,
roma bejanidze
ბავშვობიდან ვარ მილანის გულშემატკივარი. 21 წელია მილანს ვგულშემატკივრობ და წინა სეზონის ჩემპიონობა გამისწორდა მაგრად. ხვიჩა მეგობარო ისეთი რამ გააკეთე დღეს შენ რომ ამ სეზონში რომ ჩემპიონები გახდეთ უფრო მაგარი გამისწორდება. ღმერთი შენსკენ მასე გააგრძელე შენ გენაცვალე. სიტყვები არ მყოფნის. მეორე თამაშში უარესები გააკეთე და თან მეზობლები მიჩივლებენ ან გამასახლებენ აქედან (ავიტან ორივეს) :დ
საბურთალო
კვარა, არ გაჩერდე,სლუცკის სიტყვები მახსენდება შენზე ,"ამ ბიჭს ზედა ზღვარი არა აქვსო. მასე გააგრძელე შენ თავზე მუშაობა, შენ ფეხბურთს და საქართველოს ეკუთვნი, " გვატრიპაჩე" კარგი გაგებით, მთელი საქართველო ნაპოლის გულშემატკივარი გახდა ,გენაცვალე სულში....................
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "უდინეზე" "ვერონას" დაუზავდა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
შეთანხმება მიღწეულია - “ნაპოლი” 22 წლის ბრაზილიელი ფორვარდით ძლიერდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?