ოლიმპიური ჩემპიონობა ამქვეყნად სპორტში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წარმატებაა. როგორც წესი, ბავშვებს ნიჭი პატარა ასაკიდანვე უაშკარავდებათ, ზოგი ფეხბურთის ბურთს მშვენივრად ურტყამს, ზოგიც მსოფლიოს დროშების გამოცნობით აოცებს ირგვლივ მყოფებს. ამიტომაც მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან მათი შვილი შესაძლოა მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი იყოს. ამიტომაც მიჰყევით ჩვენს რჩევებს, ვინ იცის, იქნებ სწორედ თქვენში ან თქვენს პატარა შვილშია დამალული ის მიძინებული ნიჭი, რომელიც მომავალში მსოფლიო ასპარეზზე უდიდეს წარმატებას მოგიტანთ.

საფეხურები:

შეაფასეთ თქვენი ფიზიკური კონდიციები. ძალიან მარტივია ტელევიზორის წინ იწვე, ხელში ცივი ალკოჰოლური სასმელი და წასახემსებელი გეჭიროს და დრო მშვიდად გაგყავდეთ. ოლიმპიელ ტრიუმფატორს, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მძიმე ვარჯიში უწევს, რათა „ოლიმპოს მთაზე“ მისასვლელი გზა იპოვოს. ალბათ, კარგად იცით, რომ ბევრი სახის ოლიმპიური თამაში არსებობს, რაც სხვადასხვა სახის შესაძლებლობებს მოიცავს, მაგალითად, ცურვა, ფეხბურთის თამაში, მძლეოსნობა, სირბილი და ა.შ. აირჩიეთ თქვენი სპორტი, რაც ყველაზე მეტად გიზიდავთ, რადგან ვარჯიში მოსაწყენი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად მოტივირებული იქნებით. რეალურად, ოლიმპიური ჩემპიონები 8-დან 18 წლამდე აგროვებენ იმ გამოცდილებას, რაც მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ასპარეზზე გასასვლელადაა საჭირო, შემდეგ კი ტემპი არ უნდა დააგდოთ და გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოთ. ნაკლებად პოპულარულ სპორტში ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა მარტივია, მაგალითად, ძალიან ძნელია ჭიდაობასა და ჩოგბურთში ტატამზე/კორტზე გამოსვლა. მიუხედავად ამისა, მაინც გაჰყევით იმ გზას, რაც მოგწონთ, მოტივირებული ადამიანი ყველაფერს შეძლებს.

კარგად გაითავისეთ, რომ დიდხნიანი და მძიმე ვარჯიშები გელოდებათ. ასობით და ათასობით საათი გატარებული ვარჯიშში, ალბათ, ხვდებით, რამხელა დატვირთვაა?! თუმცა ოქროს მედალი ყველაფერს ჩამორეცხავს და სახეზე ბედნიერების ღიმილი შემოგეპარებათ.

აუცილებლად დაიქირავეთ მწვრთნელი. როგორც ოლიმპიელები აცხადებენ, მათ წარმატებაში გარდამტეხი როლი მათმა მწვრთნელებმა ითამაშეს, რადგან ისინი კომპეტენტური პირები არიან და ყველაზე კარგად ხედავენ თქვენს შესაძლებლობებს. სწორედ ისინი დაგეხმარებიან ტრავმებისგან თავის არიდებაში, მოგცემენ მოტივაციას და გაგიძღვებიან წინ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ.

განაგრძეთ კითხვა

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა