როგორ ფიზიკურ ფორმაშიც უნდა იყოს 31 წლის ჯონათან ვუდგეიტი, ის, რომ ძალიან მაღალი კლასის მცველია, ფაქტია
როგორ ფიზიკურ ფორმაშიც უნდა იყოს 31 წლის ჯონათან ვუდგეიტი, ის, რომ ძალიან მაღალი კლასის მცველია, ფაქტია - „სტოკ სიტის“ მწვრთნელი ტონი პულისი იმედოვნებს, რომ ვეტერანს ტრავმებთან გამუდმებული ბრძოლა ფეხბურთის თამაშისთვის თავს ჯერჯერობით არ დაანებებინებს.

ასაკოვანი და ტრავმებით დატანჯული ფეხბურთელებისთვის ინგლისში დიდებული ფორმულა არსებობს: გადაგიხდი, როგორც ითამაშებ. ასეთი მიდგომის დახმარებით „ტოტენჰემიდან“ გაშვებულმა მცველმა იქნებ რამდენიმე წელიწადი კიდევ დაჰყოს მოედანზე.

ის თანხები რომ შევკრიბოთ, რაც ამ მცველში სხვადასხვა დროს გადაუხდიათ, 37,4 მილიონი ფუნტი გამოგვივა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვუდგეიტს საქმე ისე წაუვიდა, რომ მეტწილად ექიმებთან იჯდა - სამ სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 49 შეხვედრა ჩაატარა.

„იმედი მაქვს, რომ ამიერიდან ჯანმრთელად ვიქნები - თქვა ფეხბურთელმა, რომელსაც ახალ გუნდში პირველი შეხვედრის ჩატარება 14 აგვისტოს „ჩელსის“ წინააღმდეგ მოუწევს. მან განაგრძო: „ვგრძნობ, რომ უმაღლეს დონეზე ჩემი შესაძლებლობები ჯერ არ ამომიწურავს. როდესაც ტონი პულისმა „სტოკში“ გადასვლა შემომთავაზა, სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე. იმედი მაქვს სტოკელი ექიმების მხარდაჭერით ჩემი კარიერა კარგად გაგრძელდება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს