მაისურზე ნომრის განსაკუთრებულობა ფეხბურთის ერთ-ერთი ხიბლია და კარგი იქნება, რომ რაღაც დოზით მაინც შენარჩუნდეს
ადრე, სანამ მაისურებზე ფეხბურთელების გვარებს წააწერდნენ (ქართული კლუბების უმრავლესობა ამას დღემდე ვერ ახერხებს), მაყურებლები მოთამაშეებს უმეტესად ნომრებით ცნობდნენ.

მერეც, როცა მაისუებზე გვარებიც გამოჩნდა და აუცილებელი აღარ იყო, რომ ძირითადი შემადგენლობა მაინცდამაინც 1-დან 11-მდე ყოფილიყო დანომრილი, ნომერს მნიშვნელობა არ დაუკარგავს და ნომერი არამარტო ფეხბურთელის სავიზიტო ბარათი იყო, არამედ პოზიციის და მეტიც, ფეხბურთის თამაშის სტილს გამოხატავდა.

პრინციპში, დღემდე ასეა, მაგრამ რაც დრო გადის, ნომერი უფრო და უფრო კარგავს განსაკუთრებულობას მნიშვნელობას. დიეგო მარადონა ათიანი იყო, უვე ზეელერი ცხრიანი, ვინი ჯონსი ოთხიანი... მაშინ ნომერი ხან ფეხბურთელის გენიალურობას გამოხატავდა (10), ხან კარზე დაგეშილობის საუკეთესო მაჩვენებელი იყო (9), ხანაც აგრესიულობის (4, 6). დღეს კი ნომრები თითქოს მხოლოდ ციფრები და რიცხვებია. გულდასაწყვეტია...

მსჯელობა მაინცდამაინც დღემდე ყველაზე პოპულარული ნომრებით რომ არ დავიწყოთ, ავიღოთ ხუთიანი და მის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. თავის დროზე, მეხუთე ნომრობა რევოლუციის, თავისუფლების ნიშანი იყო. მაგალითად, გერმანიაში, 70-იან და 80-იან წლებში ფეხბურთელების უმრავლესობას ხუთიანი სურდა, რადგან ეს ფრანც ბეკენბაუერის ნომერი იყო. ოღონდ, ხუთიანი ისეთებს უნდოდათ, რომლებიც ბეკენბაუერის პოზიციაზე თამაშობდნენ და კაიზერ-ფრანცს სტილითაც ბაძავდნენ.

ხუთიანის ბედი გაიზიარეს სხვა გენიალურმა, განსაკუთრებულმა ნომრებმაც - ორიანმა, რვიანმა და ცხრიანმა. ათნომრიანი მაისურა მხოლოდ იმ ფეხბურთელს ერგებოდა, რომელიც განსაკუთრებული, გენიალური მოთამაშე იყო და შანსი ჰქონდა, მსოფლიოს მასშტაბით თუ არა, იმ გუნდში მაინც შეექმნა ეპოქა. ცხრიანი საჯარიმოს ფორვარდის იყო, ისეთი თავდამსხმელის, რომელსაც აუცილებლად უნდა შესძლებოდა მაკრატელას დარტყმა. ოთხიანში და ექვსიანში აგრესიულობა იგულისხმებოდა და ა.შ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1-დან 11-მდე თითოეულ ნომერზე ძალიან ბევრი ფეხბურთელი და მათთან დაკავშირებული ისტორიები გვახსენდება, ყველაზე მეტად კი ეს ათიანზე ითქმის - მარტო პელეს და მარადონას დასახელება რად ღირს. 6-იანზე ძველ თაობას გვიდო ბუხვალდი გაახსენდება, 20 პაულო როსი და ა.შ. ბავშვთა გუნდების თამაშს რომ დასწრებოდი, მაშინვე მიხვდებოდი, რომ ვისაც 9-იანი ეცვა, გუნდის მთავარი თავდამსხმელი იყო, 10-ნომრიანი მაისურით მოთამაშე გენიალური ლიდერი - როგორც იტალიელები ამბობენ, „ფანტაზისტა“ და ა.შ. ნომერი ფეხბურთელს იმიჯს უქმნიდა და თავდაჯერებას მატებდა, მწვრთნელსა და ქომაგებს კი წესრიგს უქმნიდა.

69, 77, 99 - ანუ, აჯაბსანდალი

ერთხელაც, ფეხბურთელებს ნება დართეს, კონკრეტული ნომრები ჰქონოდათ, თუმცა თავიდან წესრიგი მაინც შენარჩუნდა. უბრალოდ, გამოჩნდნენ ახალი კოლორიტები - 11-ზე ზემოთ ნომრებით. მაგრამ მერე, ნელ-ნელა, ყველაფერი აირია და აჯაბსანდალად გადაიქცა. 69 ბიქსენ ლიზარაზუ, 80 რონალდინიო (მილანში), 99 ანტონიო კასანო - არადა, საფეხბურთო ტერმინოლოგიაში დღემდე შემორჩენილია საყრდენი ნახევარმცველის სინონიმად „ექვსიანის“, გამთამაშებლის სინონიმად „ათიანის“, ცენტრფორვარდის სინონიმად კი „ცხრიანის“ ხმარება.

ყველას გვახსოვს ჩილელი ივან სამორანო, რომელსაც „ინტერში“ ცხრიანით თამაში უნდოდა, მაგრამ ეს ნომერი რონალდოს საკუთრება გახლდათ და მაისურზე 1+8 დაიწერა - ანუ, 18, რომელიც ცხრაც იყო. ასე შეიქმნა დამატებითი ისტორიები და განსაკუთრებული ნომრები, რაც ყველასათვის მისაღები აღმოჩნდა. ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ 21-ე ნომერი იყო, „რეალში“ კი მე-5. ზიზუს შემთხვევაში უცნაური 5-იანი იყო, რადგან ეს ნომერი ფეხბურთში ცენტრალურ მცველთან ან საყრდენთან ასოცირდება, ზიდანი კი ტიპური „ათიანი“ გახლდათ, მიხაელ ბალაკმა მე-13 ნომრის კულტი დაამკვიდრა და ასე შემდეგ. ამაში ცუდი არაფერია, სამაგიეროდ, გაუგებარი და მიუღებელია ის, რომ გასულ სეზონში მადრიდის „რეალში“ მე-10 ნომერი ლასანა დიარა იყო, რომელიც პოზიციით საყრდენია და ეგ კიდევ არაფერი - თითქმის მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

საფეხბურთო გუნდს განაცხადში 40 ფეხბურთელზე მეტი ვერ ეყოლება (თუ მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი არ არის). ამიტომაც, ნომრებზე ზღვარის დაწესება, რაც რამდენიმე დღის წინ გერმანიის საფეხბურთო ლიგამ გააკეთა, ჩვენი აზრით, აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია. ნომრის განსაკუთრებულობა ფეხბურთის ერთ-ერთი ხიბლია და კარგი იქნება, რომ რაღაც დოზით მაინც შენარჩუნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

TheBrolest
ისე ნომრების გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი კლუბებში ფეხბურთელების საპატივცემულოდ ნომრების გაუქმებაა. მაგ: მილანში და ინტერში 3 -იანია გაუქმებული. არადა ეს ისეთი ნომერია ბევრ მცველს მოუნდებოდა აღება. მილანში 6-იანიც გაუქმებულია. ნაპოლიში საერთოდ 10-იანია ამოღებული. მართალია დიადი ფეხბურთელები იყვნენ მარადონაც, მალდინიც ფაკეტიც და ბარეზიც, მაგრამ რა დააშავა მაშინ ვთქვათ დელ პიერომ და ნედვედმა, ან გატუზომ და პირლომ, ან ხავიერ ძანეტიმ? ყველა ნომერი თუ ამოიღეს რაღა გამოვა?
TheBrolest
როგორ არა აქვს მნიშვნელობა? აბა კარგი იყო ნაკრებში ყენია 77 და მჭედლიძე 99 ნომრებით რომ თამაშოდნენ? კარგია რო ქეცბაია ამ საკითხს სერიოზულად მიუდგა და ყველა თამაშზე ჩვენი ნაკრების ძირითადის ფეხბურთელებს 1დან 11-მდე ნომრები აქვთ.
zviad korinteli
რა მნიშვნელბა აქვს ნომრებს? ნეტა თანამედროვე ფეხბურთი ითამაშონ და თუნდაც უნომროდ გავიდნენ მოედანზე... და კიდევ, გვარები აუცილებელია მაისურზე...
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად