ფიოლერი: ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა!

რენე ადლერზე გუშინდელ ნომერშიც ვწერდით და გაუწყეთ იმის შესახებ, რომ 26 წლის კიპერს გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემ „ლევერკუზენში“ დარჩენა ურჩია. დღეს კი, „ფარმაცევტების“ მეკარეზე არასასიამოვნო იფორმაცია გვაქვს: ადლერი ისევ დაშავდა! ისევ სერიოზულად!

რენეს ხვალ მარჯვენა მუხლზე ოპერაციას გაუკეთებენ - ეს ინფორმაცია გუშინ „ლევერკუზენის“ ბოსებმა ოფიციალურად დაადასტურეს. რენე მთელ მოსამზადებელ პერიოდს გამოტოვებს და ფაქტია, რომ ბუნდესლიგის პირველ ტურებში თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება. ზუსტად რამდენ ხანს მოუწევს ადლერს ლაზარეთში ყოფნა, ექიმები ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს ჯერ ვერ სცემენ.

„იმისათვის, რომ მომავალ სეზონში ადლერის თამაში სარისკო არ იყოს, ოპერაცია გარდაუვალია. რენეს ტრავმა ჩვენთვის უმძიმესი დარტყმაა. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება,“ - ამბობს „ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი.

ზოგადად, რენეს ბოლო დროს ტრავმები დასჩემდა. გეხსომებათ, შარშან ის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების პირველ მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ მუნდიალის წინ დაშავდა, რის გამოც ბუნდესგუნდში პირველობა მანუელ ნოიერმა წაართვა. ადლერს 2006 წელსაც ჰქონდა დაახლოებით ასეთი ტრავმა და მაშინ მას სულაც კარიერის ნაადრევად დასრულების საფრთხე ემუქრებოდა.

ვინ დაიცავს „ლევერკუზენის“ კარს რენეს არყოფნაში? „ფარმაცევტებს“ კიდევ ორი საშუალო დონის კიპერი ჰყავთ: 21 წლის ფაბიან გიფერი და 29 წლის ახალწვეული დავიდ იელდელი. ვნახოთ, რომელ მათგანს მიანიჭებს უპირატესობას „ფარმაცევტების“ მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს