მოგეხსენებათ, კვირას გამთენიისას, UFC-ის 278-ე ღონისძიებაზე ქართველი მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ დვალიშვილმა Metaratings-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, საქართველოზე, მებრძოლის ხასიათსა და ტრადიციებზე ისაუბრა.

"ხვალ ჩემს კარიერაში ყველაზე დიდ ბრძოლას გავმართავ, გულწრფელად რომ გითხრათ, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. ჟოზე ნამდვილი ლეგენდაა, ბრაზილიელს დიდი სახელი აქვს, ბრძოლისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ვაპირებ.

პირველი ორი წლის განმავლობაში ძალიან გამიჭირდა, კარგ გუნდში ვარჯიშის საშუალება არ მქონდა, ბრძოლების გამართვა ნელ-ნელა დავიწყე, პარალელურად მშენებლობაზე ვმუშაობდი, მიჭირდა, მაგრამ არ დავნებდი და UFC-ში ჩავეწერე.

რთული იყო, თუმცა ყოველი მარცხისგან ვსწავლობდი და გამოცდილებას ვიღებდი, ყველა მებრძოლს საკუთარი სტილი აქვს, მომწონს, როდესაც ბრძოლა პარტერში გადამყავს და მეტოქეს ზემოდან ვაკონტროლებ.

კავკასიელებს გვაქვს ტრადიცია, ჩემი წინაპრები მთაში ცხოვრობდნენ, მეცხოველეობას ეწეოდნენ, ამიტომ ფაფახს ატარებდნენ, ეს ჩვენი ადათ-წესია, მინდა ხალხს ვაჩვენო, თუ საიდან მოვდივარ, მე ვარ კავკასიიდან და არა საბჭოთა კავშირიდან, ჩემი ქვეყანა დღესაც იბრძვის, რომ ევროპის ნაწილი გახდეს, ჩვენ არ გვსურს წარსულში დაბრუნება.

ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ, წარსულში გამუდმებით ვიცავდით თავს დიდი ქვეყნების თავდასხმებისგან, ამიტომ მებრძოლის სული ჩვენი ხასიათისა და მენტალიტეტის ნაწილი გახდა. სწორედ ამით აიხსნება ქართველების წარმატება UFC-ში.

გიგა ჭიკაძისა და რომან დოლიძისაგან მხოლოდ მოგებას ველი. ჭიკაძე სადიკომ იუსუფოვთან მძიმე ბრძოლას გამართავს, მაგრამ გიგა გამარჯვებისთვის მზადაა, ის ძალიან ჭკვიანი მებრძოლია და მუდამ ვარჯიშობას. რომან დოლიძეზეც იმავეს თქმა შემიძლია, ორივეს გამარჯვებას ვუსურვებ."

შეგახსენებთ, მერაბს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული, პირველ ორ ბრძოლაში ფრენკი საენსთან და რიკი სიმონსთან დამარცხდა, შემდეგ კი ზედიზედ 7 ორთაბრძოლა თავის სასიკეთოდ დაასრულა, მისი მეტოქე ჟოზე ალდო კი ლიგის ყოფილი ჩემპიონია, კარიერაში 38 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 31-ში იმარჯვა.

ჟორა გაბრიჭიძე
ქართული გენის კიდევ ერთი დიდი ზეიმი. ვულოცავ საქართველოს მერაბის გამარჯვებას, ეს ერთი და სხვა ათასი.
ავთო
გილოცავთ მერაბის გულშემატკივრებს, მაგარია, ერთი შანსიც არ მისცა
ავთო
მოვიგეთ,გილოცავთ
ვახო...
ხალხოოოო, მერაბმა მოიგო და თანაც ბრწყინვალედ! უდიდესი წარმატებები მერაბს მომავალშიც და მალე უფც-ს ქამრის მოგება მოგველოცოს ძმაო!
გია პაპა
გილოცავ მერაბ გამარჯვებას!
ბექა
არამხოლოდ კარგი სპორცმენია კარგი ადამიანიც არის , წარმატება აბა შენ იცი
მეგრელი
ხალხმა თუ გინდა იცოდეს საიდან ხარ მერაბ, მექსიკის საზღვართან გაუშვი და იქ ნახავენ. ქვეყნიდან, სადაც ადამიანის ღირსებას ფასი არა აქვს, ქვეყანა საიდანაც ხალხი ფეხით გარბის. ჩემდა სამწუხაროდ ამ ქვეყნიდან ვართ მეც და შენც. წარმატებები ყველაფერში ძმაო
კახა
რათქმაუნდა სრულიად საქართველო გვერდში გიდგას და გულით და სულით გგულშემატკივრობს! ოღონდ მეტოქის დაუფასებლობაც არ იქნება ალდო არაა შემთხვევითი მაშინ მაკგრეგორს გარკვეულ წილად გაუმართლა კიდევაც( ვისაც ახსოვს ორივეს მოხვდა ერთდროულად ალდო დაბალია და ზუსტად იქ მოხვდა სადაც უნდა მოხვედროდა მაკრეგორსაც მოხვდა და უკანაც გადავარდა ოღონდ გაუმართლა ცოტათი და ისიც გაითიშებოდა ყოფილა ასეთი მომენტიც ორივე გათიშულიყოს) მე მგონი უნდა გამძლეობით აჯობოს და დაქანცოს და ბოლოსკენ გაგუდავს. წარმატებები......
Georgian
ESPN+ aris sauketeso, yvela UFC gadis umaglesi grafikit
ვახო...
უდიდესი წარმატებები მერაბს!
რატი
მერაბს წარმატებას ვუსურვებ! ქვეყნის წარდგენაზე გეთანხმები, რაღაც კონან ბარბაროსული წარმოდგენა შეიქმნა. :) შე დალოცვილო, საქართველო ერთ-ერთი უძველესი მიწათმოქმედი და ლითონის მჭედელთა ქვეყანაა (შესაბამისი არქეოლოგიური აღმოჩენები ამას ადასტურებს), ამას დაუმატე მეომრული წარსული საკუთარი საბრძოლო ხელოვნების არსებობით და მშვენიერი წარდგენა გამოგივა. მართლაც სჯობდა, რომ შესაბამისი ტექსტი წინასწარ მოემზადებინა. წარმატებები და წინსვლა!
levans
აბა ის ჯობია,ქართველი სპორტსმენები ერთ სიტყვას რომ არ დაწერენ ქართულად და ინგლისურად წერენ?ერთმანეთსაც მასე უკომენტარებენ ინგლისური შრიფტით,მარტო წიტაიშვილი ასათაურებს თავის სურათებს ინსტაგრამში ქართულად,რა იყოთ ან ბუნების სურათები დადეთ ან ქართულ დამწერლობას გაუწიეთ პოპულარობა ან ქართულ საჭმელს,ღვინოს.დონჩიჩი დღე არ გავა სლოვენიაზე რამე სთორი არ გაიზიაროს,ასე უწევს თავის ქვეყანას პოპულარიზაციას!!!!!!!
giorgi
შენ თუ იმის გრცხვენია რომ კავკასიელი ხარ და ეს თუ შენთვის ველურობასთან ასოცირდება, მაშინ შენ არ ყოფილხარ სულით და ხორცით ქართველი, გვარგადაკეთებული მონღოლი იქნები ვაჟკაცუნა
Shara
სად ვუყურო,ვინმემ რო მითხრას
levan
მერაბს გამარჯვებებს ვუსურვებ! რაც შეეხება საქართველოს გაცნობას - სჯობდა, ვინმესთვის ეთხოვა და ის დაუწერდა მოკლე ტექსტს, თორემ მერაბის ტექსტიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დაგრჩეს, რომ ჩვენ ვართ რაღაც ველური მეს ტომი კავკასიის პირქუში მთებიდან! სჯობდა, საერთოდ არაფერი დაეწერა!
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ყველას დამარცხება შემიძლია, ვინც გინდათ მოიყვანეთ! რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% აქვს მითვისებული" - რა თქვა დვალიშვილმა ალდოს დამარცხების შემდეგ
"ქართველებს არ აფასებენ, მერაბ, მაგარი ხარ!" - მაკრეგორი დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
[VIDEO] მსაჯთა გადაწყვეტილებით - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა
დიდი ორთაბრძოლის წინ - მერაბ დვალიშვილის წაგებაზე ცნობილმა რეპერმა 238 000 დოლარის ფსონი განათავსა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
სეჰუდო: მაგ ორ ბრიყვს მე მივეცი საშუალება, რომ მეორე ადგილზე იბრძოლონ
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ლეგენდასთან ჩხუბი ჩემთვის დიდი პატივია..." - მერაბი ბრაზილიელ ექსჩემპიონს დაუპირისპირდება
დეინა უაითი: თუ ფიქრობთ, რომ ალდო არ იმსახურებს სატიტულე ბრძოლას, მაშინ...