დღეს მიშელ პლატინი საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევა. სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელიც ზვიად სიჭინავამ და რევაზ არველაძემ შაბათს გამართეს...

დღეს მიშელ პლატინი საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევა. სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელიც ზვიად სიჭინავამ და რევაზ არველაძემ შაბათს გამართეს...

- რა მიზანს ისახავს მიშელ პლატინის ვიზიტი?

ზვიად სიჭინავა: - უეფას პრეზიდენტის კიდევ ერთხელ დააფიქსირებს პატივისცემას ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის მიმართ. რა თქმა უნდა, რამდენიმე თემაზე გვექნება მსჯელობა-საუბარი.

- უცხოურ ვებგვერდებზე დაწერეს, ქართველები მიშელ პლატინის ევროპის ლიგის ფინალის თბილისში ჩატარებას სთხოვენო. მართალია?

ზ. ს.: - ეს არა მარტო ფეხბურთის ფედერაციის, არამედ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია. მიშელ პლატინის ვიზიტისას ეს მთავარი თემა იქნება. უეფას პრეზიდენტი და მისი თანაშემწეები მითითებებს მოგვცემენ, თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, ეს ჩანაფიქრი რეალობად რომ იქცეს. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ იდეაა. ევროპის ლიგის ფინალის სამასპინძლოდ ინფრასტრუქტურა სრულად უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო მოთხოვნებს - ეს იქნება სტადიონი, სასტუმროები, თავისი ხარისხითა და რაოდენობით, აეროპორტი... ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმაზე ხელისუფლებასა და თბილისის მერიასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ. ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

- და როდის უნდა ვუმასპინძლოთ ევროპის ლიგის ფინალს?

ზ. ს.: - გვინდა, ეს დიდი მატჩი თბილისში 2012 ან 2013 წელს ჩატარდეს. ვნახოთ, ეს რამდენად შესაძლებელი იქნება. ჩვენ მზად ვართ, ამ იდეის განხორციელებისთვის ყველა ვალდებულება შევასრულოთ.

- მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. უეფას პროგრამით ხომ არ აპირებთ ამ არენის რეკონსტრუქციას?

ზ. ს. - ჩვენი მიზანია, არენის რეკონსტრუქცია უეფას პროგრამა "ჰეთ-თრიკით" ჩავატაროთ. გვინდა, ეროვნული სტადიონის შემდეგ კიდევ ერთი სტადიონი გვქონდეს რომელიც უეფას მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს... ასევე, ტექნიკური ცენტრი "ბასაზე" რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და პლატინის უნდა გავაცნოთ თუ რას ვაკეთებთ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბაზა ჩვენი ფეხბურთისთვის. ჩვენი ჩანაფიქრი ასეთია - ტექნიკური ცენტრი "ბასა" ფეხბურთის ფედერაციის აკადემიად და ეროვნული ნაკრების ბაზად ჩამოყალიბდება.

- საგურამოს ბაზის თაობაზეც ხომ არ ისაუბრებთ პლატინისთან?

ზ. ს.: - არა, უეფას პრეზიდენტის ვიზიტისას ეს საკითხი არ განიხილება. ჯერ ამ ბაზასთან დაკავშირებით გასარკვევი გვაქვს რაღაც საკითხები და შემდეგ კონკრეტულ პროექტზეც ვიზრუნებთ.

- რამდენიმე თვის წინ ფედერაციამ ვალების გასტუმრება დაიწყო. ამ მხრივ ახლა რა მდგომარეობაა?

რევაზ არველაძე: - ამ თემაზე ინფორმაცია ყოველთვის საჯარო იყო და ახლაც ასეა. დღეს უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე 8 თვის წინ იყო. ადრე არსებულ ასაკობრივ ნაკრებებს, კიდევ რამდენიმე დავამატეთ და პრობლემა არ შეგვქმნია... ორიოდე სიტყვას პლატინის ვიზიტის შესახებაც ვიტყვი. როცა უეფას პრეზიდენტი ერთი საარჩევნო ვადისას ორჯერ ესტუმრება ერთსა და იმავე ქვეყანას, ამით ყველაფერია ნათქვამი. პლატინისთან მიმართებაში ჩვენც ჩამოყალიბებული გვაქვს პოზიცია და როცა უეფას საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, დავაფიქსირებთ კიდეც.

- სტუმარი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ხომ შეხვდება?

რ. ა.: - უეფას პრეზიდენტი შეხვდება პრემიერ მინისტრს, მთავრობის წევრებს, თბილისის მერს... მისი ვიზიტიდან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება და ქვეყნის პრეზიდენტიც საქართველოში იქნება, მასთან შეხვედრაც შედგება.

- უეფას პრეზიდენტი პრესკონფერენციას თუ გამართავს?

რ. ა.: - დიახ, 10 აგვისტოს, თბილისიდან მოლდოვაში გამგზავრებამდე საათნახევრით ადრე წარსდგება მასმედიის წინაშე.

- ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას რამე ხომ არ აფერხებს?

ზ. ს.: - არაფერი, გარდა იმისა, რომ "სამტრედიასა" და ცხინვალის "სპარტაკს" ჯერჯერობით არ ჰყავთ კერძო მეპატრონე. თუმცა იმედი მაქვს, ეს საკითხი მალე მოგვარდება.

- ამ ორიდან რომელიმეს პირველი ლიგის სხვა კლუბით ხომ არ ჩაანაცვლებთ?

ზ. ს. - არა, ეს გამორიცხულია.

roger
ფინალი დიდი ზეიმი იქნება ქარტველი თ ფანებისთვის.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ