კვირას, გამთენიას, იუტაში UFC 278 გაიმართება, სადაც ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება. ამ დროისთვის მერაბ დვალიშვილი რეიტინგში მე-6 ნომერია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე - მესამე.

ქართველ მებრძოლს ზურგს 7-ბრძოლიანი წაუგებელი სერია უმაგრებს. ბოლო ჩხუბში მერაბმა მარლონ მორაეში დააფინიშა და სატიტულო ბრძოლას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ჟოზე ალდო MMA-ის ლეგენდაა, ყოფილი ჩემპიონი, რომელმაც საჩემპიონო ქამარი 9-ჯერ დაიცვა.

მერაბი არასდროს იღლება რამხელა ზიანიც არ უნდა მიაყენო მას, ამიტომაც აქვს ზედმეტსახელი " The Machine " - მანქანა. მერაბს დასამტკიცებელი აქვს, რომ მხოლოდ კარდიოსა და გამძლეობის იმედზე არ ადის ოქტაგონზე.

რას უნდა ველოდოთ ამ ბრძოლაში? ჟოზე ალდო განთქმულია თავისი ლოუქიქებითა და თეიქდაუნის დაცვით, მერაბი კი ამის საპირისპიროდ - ცნობილია თავის თეიქდაუნითა და ამტანობით. სტილის მხრივ ძალიან საინტერესო ბრძოლაა.

მერაბმა აუცილებლად უნდა შეამციროს დისტანცია და მოწინააღმდეგე მაქსიმალურად წნეხში ჰყავდეს, დისტანციის დაფარვისას კი ბევრი დარტყმის ატანა მოუწევს რისთვისაც აუცილებლად მზად იქნება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალდოს ერთ-ერთი მთავარი იარაღი ფეხებია - ლოუქიქები და მუხლები, თუმცა დაბალია იმის ალბათობა, რომ ალდო შეტევებს ლოუ ქიქით გახსნის, რადგან იზრდება თეიქდაუნის შანსი. ალდო ეცდება რამდენიმე დარტყმა განახორციელოს ხელით, თუნდაც ცრუ ყურადღების გადატანით და შემდეგ ჩართოს საქმეში ფეხები.

თუ მერაბმა მოახერხა და პარტერში გადაიყვანა ალდო, ქართველი გამარჯვებასთან ახლოს იქნება. მაგრამ ამას მერაბი ადვილად ვერ მიაღწევს. მიუხედავად ალდოს თეიდაუნის დაცვისა და საშიში მუხლებისა, მერაბი არასდროს აკეთებს გდებას თუ სწორ კუთხესა და დროს არ არჩევს. მერაბმა აღნიშნა, რომ ალდოსთან ბრძოლაში ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. ქართველისგან მოწინააღმდეგის წაქცევა არავის გაუკვირდება, სავარაუდოდ სიურპრიზი დგომში ბრძოლაში გამოჩნდება. ხელდახელ ბრძოლაში ადლოს უკან უდიდესი გამოცდილება და ულამაზესი ამუიტაი სტილი დგას, რაც მერაბს, რა თქმა უნდა, კარგად ესმის.

თუ მერაბმა პირველივე წუთებიდან ვერ წააქცია მოწინააღმდეგე, რადგან საწყის წუთებში ბრაზილიელი ძალიან ძლიერია, შეიძლება ალდო აგრესიულ შეტევაზე წავიდეს, მერაბისგანაც აუცილებლად წნეხი უნდა მიიღოს, გაცხარებულ გაცვლებში შესვლას ალდო მაინც მოერიდება, რადგან იზრდება თეიქდაუნის რისკი და იხარჯება დიდი ენერგია.

თუ პირველი ორი რაუნდის განმავლობაში მერაბს მოწინააღმდეგე წნეხში ეყოლება, და მსაჯებს დაანახებს რომ რაუნდები არ დაუთმია, მესამე რაუნდში ალდო ფაქტობრივად უშანსოდ იქნება. მერაბ დვალიშვილს ჟოზე ალდოს დასამარცხებლად ყველანაირი წინაპირობა აქვს.

მომზადებულია გიგა გუგულაშვილის მიერ

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის