შვეიცარიულმა გამოცემა "ბლიკმა" გადაწყვიტა 30 წლის იუბილეზე ორიგინალური საჩუქარი გაუკეთოს ეროვნულ გმირს
შვეიცარიულმა გამოცემა "ბლიკმა" გადაწყვიტა 30 წლის იუბილეზე ორიგინალური საჩუქარი გაუკეთოს ეროვნულ გმირს, "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონ როჯერ ფედერერს. ყველა გულშემატკივარს, ვინც 1981 წლის 8 აგვისტოს (ფედერერის დაბადების დღე) არის დაბადებული, სთავაზობენ რედაქციაში გაგზავნონ საკუთარი ისტორია ფედერერის შესახებ.

მკითხველები მოყვებიან, როგორ და რისთვის უყვართ როჯერი. გარდა ამისა, ნებადართულია ანეკდოტის ან რაიმე მხიარული ისტორიის გაგზავნა ან წერილი იმის შესახებ, რისთვის არ გიყვართ ფედერერი. განცხადების თანახმად, საუკეთესო ისტორიებს "ბლიკის" ფურცლებზე გამოაქვეყნებენ.

ცნობილია, რომ თავად სპორტსმენს უყვარს მსგავსი ექსპერიმენტები. მაგალითად, შარშან დაბადების დღე ტორონტოში აღნიშნა, სადაც მასტერსის სერიის ტურნირი მიმდინარეობდა. მაშინ მილოცვებს ერთად იღებდნენ ფედერერი და კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავი სიდნი კროსბი, რომელიც 7 აგვისტოს არის დაბადებული.

სხვათა შორის, თუ რომელიმე თქვენგანი 1981 წლის 8 აგვისტოს არის დაბადებული და კონკურსში მონაწილეობა სურს, შეუძლია თავისი ისტორია ამ მისამართზე გაგზავნოს: gewinnen@ringier.ch.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს