მადრიდის "რეალი" ჯუდ ბელინგემის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს. კაზემიროს წასვლის შემდეგ, "ბლანკოსი" ბრაზილიელის შემცვლელად სწორედ ინგლისელს განიხილავს, ფლორენტინო პერესი "დორტმუნდის" ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატებისთვის მომავალ ზაფხულს იბრძოლებს.

მემფის დეპაი "ბარსელონას" ემშვიდობება, El Chiringuito-ს ცნობით, ჰოლანდიელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა. დიდი ალბათობით, შემტევი კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. დეპაი "ბებერ ქალბატონებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ნემფისმა "ბარსას" მაისურით 28 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლის გატანა შეძლო.

"ტოტენჰემის" განაპირა მცველი სერხიო რეგილონი, შესაძლოა "ნოტინგემ ფორესტში" აღმოჩნდე, Daily Mail-ის ინფორმაციით, ესპანელი მოთამაშე ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ იგი გუნდს აუცილებლად დატოვებს. "ნოტინგემის" გარდა, მოთამაშის მიმართ დაინტერესებას იჩენენ "ლაციო" და "ვილიარეალი", რეგილონი "დეზებს" 2020 წელს, 27.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

"ვოტფორდის" შემტევი ისმაილა სარი კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. "ვოტფორდი" სენეგალელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერი რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება. სარი "ვოტფორდის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

საფეხბურთო ექსპერტი პედრო ალმეიდა ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალიდან" კაზემირო დაიმატა, კრიშტიანო რონალდო მზადაა გუნდში დარჩეს და "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ 1 სეზონი გაატაროს. შეგახსენებთ, უკანასკნელად პორტუგალიელის შესახებ დაინტერესებას "დორტმუნდს" მიაწერდნენ, თუმცა "ყვითლების" დირექტორმა ჰანს იოჰან ვაცკემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

სილვიო ბერლუსკონის "მონცას" 2016 წლის ევროპის ჩემპიონის, ვილიამ კარვალიოს დამატება სურს. ეკრემ კონურის ცნობით, "ბეტისი" და "მონცა" მოთამაშის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ, პორტუგალიელი მზადაა კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, "იუნაიტედის" კაპიტანი ჰარი მაგუაიერი არ იყიდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინგლისელის შეძენა ლონდონის "ჩელსის" სურდა. თუმცა "წითელი" ეშმაკები მოთამაშის გასხვისებას არ გეგმავენ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა