ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში მშვენივრად დაიწყო და სერია "ა"-ში უკვე 3 გოლისა და 1 საგოლე პასი ავტორია. იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ემოციურ "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"ხვიჩა კვარაცხელიამ ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! ამ ერთმა ბიჭმა წელში გამართა სრულიად დიასპორა! ეს იგივეა რაც სამშობლოში დაბრუნება!!!

მან ემიგრანტების შელახული რეპუტაცია, დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა, უსამშობლოობის განცდა გააქრო!

"მეც ქართველი ვარ!!!" - ეს სიტყვა, ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს, ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს პატივისცემით მოგვექცნენ!

30 წლიანი ემიგრაციის ფონზე ეს ვერასდროს ვერავინ შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა, რომელიც უბრალოდ ქართველად დაიბადა.

მადლობა, ხვიჩა!"

კვარაცხელია და "ნაპოლი" მორიგ მატჩს 28 აგვისტოს, ფლორენციაში "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავენ.

შეტევა
ქალი ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა მომვლელად მუშაობს და ხშირად მუდმივი დამცირების ატანა უწევთ. ამას გულისხმობდა ეს ჟურნალისტი და არა ისეთ ემიგრანტებს, ხანდახან არასტანდარტული ზომის "საროჩქებს' და "აჩქებს"რომ აგზავნიან ძმაბიჭებთან.
semi
ას პროცენტიანს ამბობთ. ეს ის კატეგორიის ხალხია სასოწარკვეთილი თავის დღეში რომ არ უმუშავიათ სახლში იჯდნენ ბავშვებს და ქმრებს უვლიდნენ, მერე გაჭირვებამ აიძულათ მუშაობა და ვერ ეგუებინ ამას. 15 წელია მეც ემიგრაციაში ვარ, მხოლოდ იმას ვნანობ ნეტავ ადრე წამოვსულიყავი. საიდან აქვთ ამდენი ცრუ სიამაყე ვერ ვხვდები, (~აი შემომხედეთ მე ქართველი ვარ~ ~აი რამაგარია დამაფასეთ~, ვისი რა დაფასება გინდა ან რატომ ხარ პატივსაცემი ან ხვიჩას გამო რატო უნდა დაგაფასონ?)
Irakliy
აბა რა ვიცი რა ვთქვა, 15 წელი ემიგრანტი ვიყავი. პირადად მე არასოდეს მიგვრძნია არც ემიგრანტების შელახული რეპუტაცია და არც დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა. არავის არ ვკიცხავ, მაგრამ მგონი ადამიანი თავად აყალიბებს თავის სტატუსს და მდგომარეობას საზოგადოებაში.
გიორგი
კვარაცხელიამ კი არა, ეგ წერტილი ყველა ადამიანმა თვითონ უნდა დასვას!!! კარგ ადამიანს ყველა ნორმალური ადამიანი წესიერად ეპყრობა!!! პატივისცემა თავად უნდა დაიმსახუროს ადამიანმა!!! ჯერ ადამიანი ხარ და მერე იტალიელი, ირანელი თუ ქართველი!!! მიხედეთ ქალბატონო თქვენ საქმეს და ნუ დაიჯერებთ რომ ხვიჩა კვარაცხელიას ქართველობის გამო პატივს გცემენ!!! დაანებეთ მაგ ბიჭს თავი და აცალეთ იმ საქმის კეთება, რაც აშკარაა რომ ძალიან უყვარს, საბედნიეროდ!
ნიკო
ვენაცვალე ხვიჩას,მაგრამ რა ტვინი წაიღეთ ამ კუთხური დიალექტით,ქართველები ვართ ყველანი,ვიშეგრუზინობას მოეშვით,იმეტყველეთ ქართულად,არ ვართ ვალდებული ვიცოდეთ ყველა დიალექტი...
დავით 67
ამ ქალბატონმა ყველაფერი სწორად დაწერა, ხვიჩას ასაკის გარდა)
Ზაზა
ეროვნება მხოლოდ ცხოველს არ აქვს!
კიეზა
ძალიან მაგარი სიტყვები თქვა ამ ქალბატონმა..და ძალიან დიდი აზრია...მადლობა ხვიჩას რომ ბევტ ადამიანს იმედი გაუჩინა..და მითუმეტეს ემიგრანტებს რომელთა შრომის ფასი ჯერ კიდევ არ იცის ბევრმა..მადლობა თქვენ ქალბატონო..მიუხედავად ამდენი გაჭირვებისა..ემიგრაციაშიც რომ ქართველობ...უფალმა დალოცოს ყველა ქართველი...
გომორძგუა მარგალეფც
კარგო ქალბატონო, ბედნიერება მოგცეთ უფალმა. აუხსენით ნეაპოლის მოსახლეობას, რომ ხვიჩა მეგრულ ენაზე ნიშნავს კაშკაშას, მნათობს,luminosa იტალიურად. ნეაპოლიტანურად არ ვიცი. ისე კი ჯერ ჩვენთან არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა და...☺️
რატი
რა ეთნო-ნაციონალიზმი, რა ფაშიზმი, რა უაზრობაა? და საერთოდ, ცრუ-ლიბერალებლებმა ნაციონალიზმის, რაც ეროვნულობას ნიშნავს, ნაციზმისგან და ფაშიზმისგან განსხვავება უნდა ისწავლონ. ჩვენი ეროვნულობა და მსოფლიოში კაცობრიობის ეროვნული მრავალფეროვნება გვქმნის ერებს თვითმყოფადებად, როგორც ცალკეულ პიროვნებებს ინდივიდად და პიროვნებად, რითაც ერთმანეთისთვის საინტერესონი ვართ და ცნობისმოყვარეობას აღვძრავთ, თორემ თუ ყველა ერთმანეთს დავემსგავსეთ, უეროვნებო და უთვისტომო ხალხისგან შემდგარი მსოფლიო ერთ დიდ, მრუმე ფერის და უფორმო მასად ვიქცევით, რითაც კაცობრიობის არსებობა აზრს დაკარგავს. ეროვნულობა და ნაციზმ-ფაშიზმი ერთმანეთისგან განასხვავეთ.
G.LA
დივანზე კოტრიალით ვერ გაიგებ ემიგრანტების სიტყვებს, აღქმას და ყოფას. მე პიველად ფეისზე რომ წავიკითხე ეს ფოსტი ცრემლები მომადგა თვალზე და ეთნო ნაციოლაზმად მას ეჩვენება ვინც დივანზე კოტრიალობს და უბანს არ გაცდენია. მონატრებას და სამშოლოს წარმატებას იმ ქვეყანაში სადაც ემიგრანტი ხარ ვერანაირი წიგნები ვერ შეგიცვლის მეგობარო. სიტყვა ემიგრანტი ადვილი წარომსათქმელია, მაგრამ ძნელად გაიგებს ვინმე ამ სიტყვის არსს თუ არ ყოფილა ემიგრანტი.
Semi
მოკალით თქვენში ეს ეთნო ნაციონალიზმი, ბრიყვული სიამაყე და ფაშიზმი თუ გინდათ რომ ადამიანებათ იქცეთ. ეს პოსტიც და სტატიაც იმის დასტურია რომ ბევრი წიგნები უნდა იკითხოთ, გაეცნოთ ფილოსოფიას დაფიქრდეთ ვინ ხართ, რაა ადამიანი და უბრალოდ დატკბეთ ცხოვრებით და ფეხბურთით, გვერდზე მოისროლოთ ბრიყვული სიამაყე და ამპარტავნება. ხვიჩა გვიყვარხარ და შენ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ.
სააკაძე
თქვენ გენაცვალეთ ქართველებო!
მიხო
ფეხბურთი უდიდესი ძალაა, ჩვენ ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს არაფერს დაიშურებდა საქართველოს ჩემპიონატის აღორძინებისთვის
ვახო...
ხვიჩა არის ერთგვარი საფეხბურთო გიდი, რომელიც მსოფლიოს აცნობს, თუ რა საოცარი ნიჭი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც საქართველოდან არის!
ტოტტი
რომელი პოლიტიკოსი მოახერხებდა ამდენს რაც კვარამ შეძლო. აი ამიტომ არის ფეხბურთი ცხოვრება
rembo
მარტო კვარა გაზაფხულს ვერ მოიყვანს მთელი საქართველოსთვის დანარჩენი ფეხბურთელები რატო ვერ თამაშობენ დაუსვით კითხვა
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა