სერია A-ში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი გასვლაზე მოურინიოს „რომასთან“ შედგა და მან თავი კარგად წარმოაჩინა.

„ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ 10 აგვისტოს გადასულმა საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველმა ლოჩოშვილმა ჩემპიონატის პირველ ტურში ფლორენციაში "ფიორენტინასთან" წაგებულ მატჩში (2:3) მონაწილეობა იმის გამო ვერ მიიღო, რომ საბუთები ჰქონდა მოსაწესრიგებელი, დღეს კი მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „რომასთან“ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები თავს იცავდნენ, ლუკა დიბალას მეურვეობდა და რამდენჯერმე ხისტადაც ეთამაშა, 3 ცენტრალურმცველიან ტაქტიკაში მარცხენა ფლანგზე იდგა, წინ შორეულ გადაცემებსაც არ ერიდებოდა და მეკარე რადუსთან ერთად თავის გუნდში საუკეთესო იყო. ერთხელ დიბალას ჩაუდგა მხარი და მეკარესთან პირისპირ არ გაუშვა, შემდეგ ძანიოლოს ვარდნაში სუფთად აართვა ბურთი, იტალიელმა თამაში ვერ გააგრძელა და ელ შაარავიმ შეცვალა. ლოჩოშვილს გოლის გატანაც შეძლო, მაგრამ შორიდან მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე რუი პატრისიომ ძლივს მოიგერია.

65-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს სმოლინგმა კრემონელთა კარში მიუჩინა ადგილი და რომაელები დააწინაურა, 72-ე წუთზე კი მოურინიომ დიბალა შეცვალა, რომელსაც ლოჩოშვილმა გასაქანი არ მისცა. შეტევის გასაძლიერებლად ალვინიმ 85-ე წუთზე ლუკა გაიყვანა და მის ნაცვლად მოედანზე თავდამსხმელი ჩოფანი შეიყვანა, კომპენსირებულ დროში "კრემონეზეს" ნახევარმცველ პიკელის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "რომამ" 1:0 მოიგო.

„კრემონეზე“ შემდეგ შეხვედრას 27 აგვისტოს სახლში „ტორინოსთან“ გამართავს.

რომი. „ოლიმპიკო“

რომა - კრემონეზე 1:0

გოლი: სმოლინგი (65)

თენგო
მოდი ხალხო ნუ ვპროფესორობთ რა, 7 და მეტი დაუწერეს ჩვენიანს და თქვენ აკლებთ ნიშანს თუ? პირველი თამაში ქონდა ბიჭს და მიუხედავად დაძაბულობისა როგორ ითამაშა. რას ითხოვთ ვერ ვგებულობ. უშეცდომოთ ეთამაშა პირველივე თამაში? რეებიც დაატრიალა იმით რატომ არ ვიამაყოთ?!
გუსანი
ზოგიერთ კომენტებში მარტო ემოცია სჭარბობს,კი სასიხარულოა ძლიერ ლიგაში ქართველის გამოჩენა, მოუთმენლად ველი ყოველ ტურს, მაგრამ მარტო ქება ხომ არ არის საქმე, ბევრს მარტო ყურება მოსწონს და თამაშს ვერც აფასებს, მეც ვქომაგობ ლუკას, მაგრამ ავსტრიაში რა პრობლემებიც ქონდა იგივე შევამჩნიე ამ თამაშშიც: რომ არ გავარჩიო ეპიზოდები (ვინც ერკვევა ისედაც შეამჩნევდა) მოკლედ ვიტყვი -სათამაშო ინტელექტს და კონცენტრაციის სტაბილურობას ვუწუნებ,ფიზიკაც- გამძლეობაც მოსამატებელი აქვს. ამ ყველაფრის გამოუსწრებლად კი ჩვენი ნაკრების ძირითადში ვერ ვხედავ, თუმცა ეს პრობლემები დამახასიათებელია ქართული ფეხბურთისთვის.ერთეულების გარდა,
რომელ კლასში ხარ გენიოსა? _მეორეში ჩავრჩიი.
ცნობილმა გამოცემა Whoscored.com-მა მოთამაშეების შეფასება გამოაქვეყნა, ლუკას კი 7.47 დაუწერა, მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ სტუმართა მეკარემ იონუტ რადუმ (8.66) დაიმსახურა.
გოგიa
კარგია ჯოვ, მარა ხვიჩას წინააღმდეგ რომ იქნება იქაც არ წაიუხეშო თვარა ვერ გადაგვირჩები.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდ
კაკაო
მაგარი კაცი ხარ მიდი ძმაო მიდი და ნახავენ რისი შესაძლებლობაც გაქვს.არ შეუშინდე ძმაკაცს ესე გულით და ჟილკით ითამაშე ჯიგარო და ყველაფერში გაგიმართლებს . ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო გენაცვალე გულში
ვაჟა მასწავლებელი
ნელ-ნელა ქართული საფეხბურთო დესანტი ტოპ ლიგებში იზრდება.ახლა დავითაშვილის საქმეა დასალაგებელი. ალბათ ჩაკვეც არ ჩამორჩება პროცესებს და ა.შ. და ისევ ვიხილავთ მუშტაითის და ვერის ბაღებში გულშემატკივართა უწყვეტ "დებატებს", როგორც იყო წინა საუკუნის 60-90 წლებში.
გუსანი
კი მისალოცია, ერთგვარი დაწინაურებაა მისთვის. მაგრამ თუ არ მოუმატა, ძირითდად კი თამაშის წაკითხვაში, სათადარიგო სკამზე აღმოჩნდება..,. რამდენიმე თამაში ვნახე და ეს გამოსასწორებელი აქვს, ეპიზოდებში ეთიშება თამაშს, პოზიციას ვერ არჩევს, ბურთის ტრაექტორიის განსაზღვრა უჭირს...ვუქომაგებ და წარმატებებს ვუსურვებ
დრაივა
მაინც არ მესმის რაში გვჭირდება ეს გადამეტებული ბაქი-ბუქი, კი ბატონო ჩვენ მთლად ობიექტურები ვერ ვიქნებით, მაგრამ მცველის მოვალეობა ხომ საკუთარი კარში გოლის არ მიღების უზრუნველყოფაა,მით უმეტეს სტანდარტული მდგომარეობიდან. ხოდა სმოლინგია თუ სმოკინგი ლამის ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე დაარტყა მეკარის საჯარიმოდან,რომელსაც ლუკა იყვანდა. ამ გაშვებული გოლით გუნდმა წააგო თამაში, რომელშიც შეიძლება თამაშით წაგებას არც იმსახურებდა. გასაგებია რომ მართლაც დიდი მოვლენაა ქართველი ფეხბურთელის სერია ა-ში დებიუტი, მაგრამ განსაკუთრებით წარმატებული დებიუტი შედეგის თვალსაზრისით ან გადასარევი თამაში ლუკას ფაქტია არ ჰქონია. აი, წარმატებული დებიუტი აქვს კარასსსს.....
G.LA
ეგეც თქვენი დიბალა. ლუკა ავსტრიაში გადასვლამდე ბევრმა არც კი ვიცოდით და აგერ დიბალა ამოკეტა ბიჭმა. ყოჩაღ ლუკა, ასე გააგრძელე. გოლი ლუკას ზონიდან გავიდა მარა არა უშავს ყველაფერი წინ აქვს, თან მომეჩვენ მცველების სიმცირე იყო იქ და იმიტომ აღმოჩდა იქ. კარშიც მშვენივრად გაისროლა, მეკარემ ძლივს მოიგერია. წარმატებები ლუკას. პ.ს. აბა ბიჭებო ვინ ხართ შემდეგი? თქვენი გზა ევროპისაკენ სერია-A ზე გადის და არა საღორეთზე.
ლოჩო
თუ არ ჩავთვლით იმას რომ კრის სმოლინგს კუთხურის დროს ლუკა ედგა და გაექცა,რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა,ძალიან მაგრად ითამაშა.
გიორგი
არ გაჩერდე საქარათველოო!!❤️
რატი
ნეტა გასულიყო ის მამაძაღლი ბურთი. :))) არაუშავს, კიდევ იქნება. ლუკას წარმატებები!
გიონატ
კაცმა იმუშავა თავის თავზე დატოპ ჩემპიონატშია, ყოჩაღ და წამარატებები!
gogi
კარგად ითამაშა, უშიშრად. თავდასხმაშიც მიდიოდა და კინაღამ გაიტანა. თუმცა გოლი რომამ მისი ზონიდან გაიტანა სამწუხაროდ.
Beqa
მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,რომ ლოჩოშვილმა ყოველგვარი პიარის გარეშე მიახწია ამ მდგომარეობამდე რასაც ქვია ტოპ-5. წარმატებებ შენ ძალიან მაგარო ბიჭო.
არტ
კარგი დებიუტია. თან იგრძნობა რომ მომატება შეუძლია. თან მნიშვნელოვნად მომატება. იტალია მცველის ზრდისათვის შესანიშნავი ადგილია. წარმატებები ლუკა!
ლადო
ერთხელაც ინიციატივა აიღო და შორი მანძილიდან ისე გლიჯა, მეკარემ ძლივს მოიგერია მაღალ ნახტომში. მეტოქის მცველმა ტაშიც კი დაუკრა. რომ გასულიყო, მერე გენახა შენ.
კახა
ლუკა წარმატებები.ასე გააგრძელე.
სტალინი
გააკეთეთ ხოლმე ვიდეო-კოლაჟი ლოჩოშვილზეც, ძალიან პერსპექტიული და პირადად თვითონ წესიერი კაცია, ყველა მადლობას გადაგიხდით.........

ასეთ თავდაჯერებულს პირველად ვხედავ. ძალიან კარგია, ვისიამოვნე მისი თამაშით. ტრამპლინისთვის იდეალურ ადგილასაა, მთავარია სტაბილური იყოს და რაც აქვს იმით არ დაკმაყოფილდეს, დიდი პოტენციალი გამოაჩინა ამ მატჩში.
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
ლოჩოშვილის "კიოლნის" ტალანტი "დორტმუნდში" გადასვლასთანაა ახლოს
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"