ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში პირველ ორ დიდებულად ჩატარებულ მატჩს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და როგორც ჩანს, მარტო ქართველი და ნეაპოლელი გულშემატკივრები როდი აღაფრთოვანა. ყველა წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა აღნიშნავს კვარას ჩინებულ თამაშს, პოპულარული ბრიტანული "გარდიანი" და ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალი "ფორბსიც" კი, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბეჭდვითი გამოცემაა. გაკვრით კი არ მოიხსენიებენ ჩვენებურს ან შეხვედრის მიმოხილვაში კი არ უსვამენ ხაზს მის კარგ ასპარეზობას, არამედ სტატიებს მასზე აქცენტის გაკეთებით აქვეყნებენ (ქვემოთ ყველას შემოკლებით გთავაზობთ). მის შესახებ საკუთარი მოსაზრება ნეპოლურ გუნდში დიეგო მარადონას ყოფილმა თანაგუნდელმა სალვატორე ბანიმაც გამოთქვა (ნაპოლიში 4 წელი ერთად თამაშობდნენ და მასთან ორი სკუდეტოდან ერთი მოიგო). "ნაპოლის" საიტმა "მონცასთან" ნამატჩევს უბრალოდ გააღმერთა და კვარას გამოჩენას არც მეტი არც ნაკლები გამოცხადება უწოდა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

თვით ტურინული "ტუტოსპორტი", რომელიც ძირითადად ჩრდილოური კლუბების ამბებს აშუქებს, ხოლო სამხრეთულებს გარკვეულწილად ზემოდან უყურებს, ხვიჩას კვარადონა უწოდა, "მონცასთან" მატჩში ფენომენალური შეფასება 9-იანი დაუწერა და წარწერაც დაურთო - ახალი ვარსკვლავი დაიბადა.

რომაულმა "კორიერე დელო სპორტმა" ქართველისთვის მხოლოდ 8-იანი "გაიმეტა", გარეკანზე ერთი, სტატიაში კი სამი ფოტო გამოაქვეყნა, ორივე გუნდში საუკეთესოდ მიიჩნია და სათაურიც ორიგინალური გამოიტანა - ნეაპოლი აღმერთებს ხვიჩას.

"გაზეტა დელო სპორტმაც" მისი თამაში 8 ქულით შეაფასა და დაწერა: "წლის ტრანსფერი. კვარადონა კიდევ ერთი ჯადოქარი მცირე ფასად, მხოლოდ 10 მილიონ ევროდ".

უკლებლივ ყველა გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიამ ლეგენდა ლორენცო ინსინიე უნდა შეცვალოს - ქართველმა, რომელმაც თამაშიდან უკვე იმაზე მეტი გაიტანა, ვიდრე იტალიელმა მთელ გასულ სეზონში.

გარდიანი

(ავტორი ნიკი ბანდინი)

კვარადონას ნეაპოლში ფანები ჰყავს, რომლებიც ზაფხულის უკმაყოფილების შემდეგ ოცნებას ბედავენ. ზოგიერთი ხმამაღალი სახელი წავიდა, მაგრამ ქართველის გოლები "ნაპოლის" სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევაში დაეხმარა.

კვარაცხელიამ გაიტანა სეზონში თავისი გუნდის პირველი გოლი ვერონაში, მეორე ტაიმში საგოლე პასი პეტრ ზილენსის გაუკეთა. ეს გასაოცარი გადაცემა იყო ფეხბურთელისგან, რომელიც გამართულ მექანიზმში უკვე სრულად ინტეგრირებულად გამოიყურებოდა.

როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ნუთუ არ უნდა განეცადათ გარდამავალი პერიოდი ლორენცო ინსინიეს, კალიდუ კულიბალის და დრის მერტენსის წასვლის შემდეგ? მთელი ზაფხული ულტრასები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მათი შემცვლელების მოსაძიებლად კლუბის მუშაობას არასაკმარისად მიიჩნევდნენ. გუნდის წარდგენისას მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის დიმაროში დაუყვირეს - გაიღვიძე!

აურელიო დე ლურენტისსა და ტიფოზებს შორის დამოკიდებულება დიდი ხანია დაძაბულია. სხვადასხვა დროს მან ისინი უაზრო გამონათქვამებით გაანაწყენა, ერთხელ თქვა, რომ ნეაპოლელებმა პიცის დამზადება არ იციან, ქომაგები კი ბილეთების მაღალი ფასებით არიან უკმაყოფილონი და თვლიან, რომ ტიტულების მოგებაზე და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე უფრო თავისი ოჯახის გამდიდრებითაა დაინტერესებული.

ასეთი კრიტიკა შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, ვინაიდან დე ლაურენტისმა 2004 წელს კლუბი გაბანკროტებას გადაარჩინა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი სერია A-ში დაბრუნდა, სამჯერ მოიგო თასი და ბოლო 12 სეზონში 8-ჯერ მოხვდნენ ჩემპიონატის სამეულში.

ეს სურათი დამძიმდა მაშინ, როდესაც დე ლაურენტისის მედიაკომპანია Filmauro-მ მეორე გიგანტის, Bari-ს "გადაყლაპვა" დაასრულა. მისი შვილის ლუიჯი დე ლაურენტისის თავკაცობით ეს კლუბი ორი დივიზიონით წინ წაიწია და ახლა სერია B-შია. ამ დროს იტალიაში ერთი პირის მიერ ორი კლუბის ფლობა აკრძალულია.

თუმცა, დაიწყო ახალი სეზონი და კვარაცხელია შთაბეჭდილების მომხდენი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა. "ვერონასთან" ოსიმენმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, სტანისლავ ლობოტკა მოედნის ცენტრში დომინირებდა, კიმ მინ ჟაეს კარგი დებიუტი ჰქონდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ამას გარდა დაიმატეს ჯაკომო რასპადორი, ტანგი ნდომბელე და ჯოვანი სიმეონე და სპალეტის შეტევაში მოქმედების მეტი ვარიანტი გამოუჩნდა, მაგრამ "მონცასთან" ისინი მოედანზე არ გაიყვანა და კვარაცხელიამ მარადონას სტადიონზე დებიუტი დუბლით აღნიშნა, ორ მატჩში იდეალურ შედეგს მიაღწია - სამი გოლი (თავით და ორივე ფეხით) და ერთი საგოლე გადაცემა. ურიგო დასაწყისი როდია ფეხბურთელისთვის, რომელიც მოკრძალებულ 10 მილიონად იყიდეს. ეს სპორტული დირექტორის კრისტიან ჯუნტოლის კარგ მუშაობაზე მეტყველებს. სპალეტის აზრით, კვარაცხელიას გაცილებით მეტი შეუძლია. დამაფრთხობელი სტატისტიკა მეტოქეთა მცველებისთვის, 2 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანეს და სპალეტი ამბობს, რომ რასპადორიმ და სიმეონემ პირველ გუნდში თამაში უნდა დაიმსახურონ.

ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა, ვერც "ვერონამ" და ვერც "მონცამ" დაცვაში განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და წინ უფრო დიდი გამოცდები ელით. სანამ "ინტერთან" დამარცხდებოდნენ, შარშან სეზონი 8 გამარჯვებით დაიწყეს და ოსიმენის ტრავმის მერე აფრები დაუშვეს, მაგრამ აჟიოტაჟი და მღელვარება იმისა, რასაც ამ გუნდის შესრულებით ვიხილავთ, სავსებით რეალურია. კვარადონამ ლიგაში თავისი განაცხადი გააკეთა და კულიბალის შემცვლელმა კორეელმაც კი გაიტანა. "ჩვენ სწორ გზას ვადგვართ, ასევე გაგრძელება გვმართებს", - განაცხადა სპალეტიმ".

ფორბსი

(ავტორი ემეტ გეიტსი)

"ნაპოლის" ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს შტურმით იღებს. რა ლორენცო?

რა თქმა უნდა, ნაადრევია ლაპარაკი, მაგრამ "ნაპოლის" ახალი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ნეაპოლელებმა დაივიწყონ ახლახან წასული ლორენცო ინსინიე. ეს იმის გათვალისწინებით ადვილი გმირობა არაა, რომ ინსინიე ადგილობრივია, კლუბში თითქმის 10 წელი თამაშობდა და კარგი ფეხბურთელი იქ გახდა. მან კონტრაქტის დასრულების შემდეგ "ტორონტოში" ახალი გამოწვევისათვის წასვლა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მისმა გამგზავრებამ ქომაგებში შოკი გამოიწვია, ფაქტია, 31 წლის ინსინიე გასულ სეზონში შედეგიანობით არ გამოირჩეოდა. თავიდანვე არასოდეს არ იყო ყველაზე სწრაფი, ხოლო გასულ სეზონში კიდევ უფრო ნელა მოქმედებდა, მისი მოედანზე ყოფნა ანელებდა შეტევებს და ძალიან ცოტას სძენდა გუნდს. გასულ სეზონში 11-დან 9 გოლი პენალტით გაიტანა, ამიტომ მისი წასვლის პირველმა შოკმა გადაიარა თუ არა, ბევრმა აღიარა, რომ შეიძლება ეს უკეთესიც იყო.

და მაინც, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგი იყო თავის საუკეთესო პერიოდში, მარცხენა ფლანგზე მისი შეცვლა ადვილი არ გახლდათ. "ნაპოლის" გულშემატკივრები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ კლუბის მფლობელი დე ლაურენტისი მათი სევდის გასაქარვებლად ცნობილ გარემარბს მიიყვანდა. ამის ნაცვლად ფანებმა ქართველი მიიღეს, რომლის თაობაზეც ყველაზე ცნობილმა საფეხბურთო მიმომხილველებმაც ძლივს მოახერხეს რამის გაგება.

ორი დღის შემდეგ სერია A-ს მატჩი გაიმართა და ეს უკვე ასე არ არის.

კვარაცხელიამ პირველ ორ ტურში გაიბრწყინა და როგორც "ვერონას" ასევე "მონცას" განადგურებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 9-დან 3 კვარაცხელიამ გაიტანა. მონცასთან" პირველი გოლი განსაცვიფრებელი გამოდგა, პეტრ ზილენსკის შემთხვევითი პასი მიიღო, ბურთის ორი შეხება გააკეთა და მესამეთი შორიდან გაიტანა. ამ გოლით ინსინიე იამაყებდა. მეორე გოლიც ასევე კარგი იყო, თუმცა არა ისეთივე შთამბეჭდავი. ლობოტკამ, რომელიც სპალეტის ეპოქის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა, ბურთი მარცხნივ კვარაცხელიას მოლოდინში გადაიტანა, მან სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით მარჯვენა ფეხით მცველი ვალენტინ ანტოვი ჩამოიცილა და ცაციათი ძლიერად გადაგზავნა ბურთი მიკელე დე გრეგორიოს კარში.

ნეაპოლელებმა ახალი გმირი აღმოაჩინეს.

"ის მაღალი კლასის მოთამაშეა, შესანიშნავი პროფესიონალი და კარგი ბიჭი. მოწინააღმდეგეების მოტყუების ასეთი მანერა აქვს და იცის, როგორ გაიტანოს მარჯვენათი და მარცხენათი. ეს გოლები

მღელვარების ნაწილობრივ მოხსნაში დაეხმარება", - თქვა სპალეტიმ ნამატჩევს. 21 წლის თავდამსხმელმა სერია A დასაწყისშივე განაცვიფრა, "გაზეტა დელო სპორტმა" "მონცასთან" შეხვედრაში 10-დან 8 ქულა დაუწერა. როგორც კი ბოლომდე განთავისუფლდება წნეხისგან, ნეაპოლელებს შეუძლიათ საბოლოოდ დაივიწყონ ინსინიე.

სალვატორე ბანი

პირველად კვარა მაშინ ვნახე, როცა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. ჯერ კიდევ მაშინ მოჩანდა მისი ტალანტი. მას შემდეგ ყველა ასპექტში ძალიან მოუმატა. სერია A-ში ხვიჩას ასეთმა მაგარმა დებიუტმა არ გამაკვირვა. მის უნიკალურ ტექნიკურ არსენალში ადრეც არ მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ კიდევ უფრო გაცილებით გამაოცა თავისი სითამამითა და თავხედობით: მუდამ დრიბლინგზე მიდის, ცდილობს ოპონენტი ერთი ერთზე დაჯაბნოს. დიახ, ჯერჯერობით ეს მოკრძალებულ "ვერონასთან" და "მონცასთან" გამოუვიდა და თუ იგივეს ტოპ-კლუბებთანაც მოახერხებს, შეუძლია ნამდვილი ვარსკვლავი გახდეს. ჩემი აზრით, ადვილად გაიტანს ამ ჩემპიონატში 10 გოლზე მეტს. "მონცას" ორივე ფეხით გაუტანა, პირველ ტურში თავით, რაც მის "საფირმო ნიშანს" არ წარმოადგენს. "ნაპოლიმ" სუპერტრანსფერი გაჩარხა და როდესაც კვარას გაყიდვას მოისურვებს, კარგ ფულსაც გამოიმუშავებს.

მოსეხონელი
მართალია სერიამ მეორე გოლი უფრო მეტად შეეფასა.პირველი გოლი ეფექტურია რათქმაუნდა როცა შორიდან იტან მაგრამ ეს შეიძლება ნებისმიერ ფეხბურთელს გამოუვიდეს მარა როცა საჯარიმოში სწრაფად აზროვნებ ატყუებ 2 მცველს ურტყავ იქ სადაც უნდა გაძვრეს ბურთი ეს უყვე მაღალაი დონეა.
უვიცი
აზრზე არ არიან ეს მიმომხილველები არცერთი, მეორე გოლი გაცილებით რთული შესასრულებელი იყო
კუ კობსონი
peseje ara lansi da lioni kidev. ra unda ik rames rom ityvi iseti tkvi rom girdes mazgach
Soso
კვარა შეიძლება ყველაზე ცუდი გადასალახავი ბარიერის დრო დადგა არ აყვე ამ სტატიებს გააგრძელე როგორც აკეთებ შენ საქმეს
321
სიამოვნებით ვიხილავდი ხვიჩას პსჟ-ში გალტიესთან. კავანიც ნაპოლიდან წაიყვანა პსჟ-მა.
ირაკლი ქუთაისელი
უფრო ჯობია ნაპოლიში განვითარებაზე იფიქროს. ეს გუნდი სახელით და ისტორიითაა, რატომ არ შეიძლება მათთან ერთად მიაღწიოს ტიტულებს? მარადონამ ასე ქნა და მაგიტომ აღმერთებენ და სტადიონიც მისი სახელის აქვთ. სათამაშო დრო თავზე საყრელად ექნება, გულშემატკივარი ახლაც პატივს ცემს, პრესა ბრწყინვალე და მეტი რა უნდა 21 წლის ბიჭს ზრდისთვის. იმედია კვარაცხელიები სხვაზე ფხიზლად აფასებენ სიტუაციას რაც ბევრჯერ დაამტკიცეს
ირაკლი ქუთაისელი
უფრო ჯობია ნაპოლიში განვითარებაზე იფიქროს. ეს გუნდი სახელით და ისტორიითაა, რატომ არ შეიძლება მათთან ერთად მიაღწიოს ტიტულებს? მარადონამ ასე ქნა და მაგიტომ აღმერთებენ და სტადიონიც მისი სახელის აქვთ. სათამაშო დრო თავზე საყრელად ექნება, გულშემატკივარი ახლაც პატივს ცემს, პრესა ბრწყინვალე და მეტი რა უნდა 21 წლის ბიჭს ზრდისთვის. იმედია კვარაცხელიები სხვაზე ფხიზლად აფასებენ სიტუაციას რაც ბევრჯერ დაამტკიცეს
LIVERPOOL
სულ მალე ხვიჩას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი კლოპთან ან ანჩელოტისთან!
G.LA
ამხანაგურ თამაშების დროს ვიფიქრე რომ ნაპოლი ვერ შეინარჩუნებდა ხვიჩას. მაქსიმუმ 1.5 სეზონში ხვიჩას ტოპ გუნდი წაიყვანს. შეიძლება ეს ზამთრის სატრანსფეროზეც მოხდეს, ძალიან დიდი ფასი რომ არ დაედოს მერე. სტატიაშიც წერია გაკვრით. მერე შეადარონ ხვიჩას ინსინიე და არა ინსინიეს ხვიჩა. ჩვენ ბიჭმა ტოპ გუნდში უნდა იფრინოს მწვერვალზე და ლიგა მოიგოს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა