თანამედროვე ფეხბურთში სატრანსფერო ბაზრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. როგორც წესი, რაღაც მოულოდნელობა ყოველთვის ხდება. ბოლოს ასეთი მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა იყო.

საფეხბურთო გეოგრაფია გაზრდილია. ამ ეპოქაში სრულიად უცნობი ფეხბურთელის მოძიება რთულია, თუმცა ხშირად ესა თუ ის გუნდი საინტერესო და იდუმალი ახალწვეულებით გვანებივრებს. მაგალითად, 2018 წელს, როცა მადრიდის "რეალმა" "ფლამენგოდან" 18 წლის ვინისიუს ჟუნიორი შეიძინა, მის ძალებში დარწმუნებული მადრიდელთა გულშემატკივრების უმრავლესობა ნამდვილად არ იყო. ბრაზილიელი ახლა შესანიშნავ ფორმაშია და მისი ღირებულება ძალიან გაიზარდა. ამ ტრანსფერთან ხვიჩა კვარაცხელიას გარკვეული პარალელის გავლება ნამდვილად შეიძლება. რა თქმა უნდა, "ნაპოლის" მხრიდან ქართველი გარემარბის გადაბირება ერთგვარი რისკი იყო (ამ დონის გუნდში თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა), რომლითაც ნეაპოლელებმა მომავლის სეროზული ინვესტიცია გააკეთეს. კვარაცხელიამ მართლაც ბრწყინვალედ დაიწყო და შეუძლებელია, უკვე ევროპის ტოპკლუბების ყურადღება არ მიეპყრო, მითუმეტეს მათი, რომლებსაც სათანადო დაკომპლექტება აკლიათ.

ხვიჩას შეუძლია, ნეაპოლელების წარმატებისთვის ბევრი რამ გააკეთოს და ამავდროულად, საკუთარი ღირებულებაც სოლიდური გახადოს. "ნაპოლიმ" განახორციელა ის, რაც ბევრმა ვერ გარისკა. ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ "კვარას" უკვე შესაძლო მომავალ ტრანსფერზე ვმსჯელობთ, უბრალოდ სიტუაციას განვიხილავთ.

ევროპული ჩემპიონატები დაიწყო და აგვისტოშივე კარგად გამოჩნდა, ვინ როგორ გაძლიერდა. გუნდებს სიტუაციის გამოსწორება 1-ელ სექტემბრამდე შეუძლიათ. იტალიური მედია ბევრს წერდა, კულიბალი-ინსინიე-მერტენსის წასვლის შემდეგ, "ნაპოლი" სათანადოდ ვერ შეივსო და მაღალი მიზნები ვერ ექნებაო, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდი ძალიან დაბალანსებული, ძლიერი და მომავალზე ორიენტირებული გახდა. ამის ერთ-ერთი ნაწილი "სასუელოდან" იტალიის ნაკრების წევრის, 22 წლის ჯაკომო რასპადორის შეძენაცაა.

ცვლილებები თუ ასე თუ ისე, ყველას სჭირდება. ამ ეტაპზე, თვალსაჩინო დანაკლისი მაინც "ლივერპულს" აქვს. რთული სათქმელია, რამდენად ფიქრობდა იურგენ კლოპი რომ სადიო მანეს შეცვლას იოლად მოახერხებდა, თუმცა ფაქტია, სენეგალელის გარეშე "წითლებს" უჭირთ და მიუხედავად იმისა, სალაჰი ისევ აქაა, ეს ისეთი სწრაფი და კონტრშეტევებზე მძლავრი გუნდი აღარაა, როგორსაც შევეჩვიეთ. ლივერპულელთა ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რამდენჯერმე წერდა. რა თქმა უნდა, ახლა მათ რიგებში ქართველი გარემარბი დაუჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა სამომავლოდ ამ თემის გააქტიურება სავსებით შესაძლებელია. ყველაფერი ეს თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, წმინდა ფინანსური თვალსაზრისით ლივერპულელთათვის დღევანდელთან ბევრად წამგებიანი იქნება - ხვიჩას ფასი ყოველდღიურად იზრდება.

პრემიერლიგაში რომ დავრჩეთ, ვიცით, რომ კვარაცხელია "ტოტენჰემს" იჯარით აინტერესებდა, ეს გუნდი საკმაოდ გაძლიერდა, მათ შორის ბრაზილიელი რიჩარლისონით, თუმცა "იუვენტუსის" საკუთრებაში მყოფი, 22 წლის შვეედი შემტევი კულუსევსკი ნამდვილად არაა იმ დონეზე, "კვარას" ტრანსფერს რბილად რომ ვთქვათ, მასზე ნაკლებად გაემართლებინა.

რაც შეეხება სერია "ა"-ს, გვსმენია, რომ "იუვენტუსის" მხრიდან ხვიჩათი დაინტერესება იყო. რა თქმა უნდა, კვარაცხელიასთვის "ნაპოლი" იდეალური ვარიანტია, აქ დიდი სათამაშო დრო ექნება, კარგ გარემოსა და ნდობაში თავის გამოჩენა უფრო მარტივად შეძლო, "იუვეს" მსგავს გუნდებს ხომ ფეხბურთელებისთვის ცოტა დროის მიცემა და იჯარით გაშვება ჩვევიათ (ამის მაგალითი ცოტათი ზემოთ დავასახელეთ), თუმცა რატომღაც გვგონია, ტურინელები ამ საქმეს ისევ დაუბრუნდებიან და გაცილებით ძლიერი და ძვირადღირებული "კვარას" შეძენას შეეცდებიან. ეს კი "ნაპოლის" სწორ მუშაობაზე მიუთითებს.

სატრანსფერო ჭორ-მართალზე საუბარი ის თემაა, რასაც დიდი ფეხბურთელები შეჩვეულები არიან და რადგანაც კვარაცხელია ამ გზაზეა, ყოველ ზაფხულსა და ზამთარში მასზე ამ კუთხითაც ბევრს დაწერენ და ისაუბრებენ, მთავარია ხვიჩამ ასე გააგრძელოს და მათ ამის საბაბი ჰქონდეთ.

ზურა
ხვიჩა ნამდვილად დიდი მომავლის ფეხბურთელია, მაგრამ კულუსევსკიზე ვერ დაგეთანხმები - თავის გუნდში ერთერთი საუკეთესოა
მოდი გელა!!
გელა ნუგზარაშვილი შეიძლება ლაციოში გადავიდეს თვის ბოლომდე. იტალიური პრესა უკვე აქტიურად წერს. მიდი გელა!!
ქართველი
არუნდა ჯერ არც ლივერპული და არც რეალი. მშვენიერ გუნდშია მშვენიერ ჩემპიონატში. თან ლიდერია. მინიმუმ 2 წელი შეულძლია შებეროს ნაპოლიში. არსად არ ეჩქარება.
Გაბო
40 მილიონი უკვე ღირს.
qomagi
ნაპოლი არავიზე ნაკლები გუნდი არაა, გინდა ტრადიციით თუ გინდათ შემადგენლობით და თუ გინდათ გულშემატკივრით,კვარას თავი დაანებონ ძალიან კარგ ადგილას არის მოხვედრილი, ნაპოლი ზუსტად კვარაზე გამოჭრილი კლუბია,2-3- წლის მერე კი ინტერი, იუევენტუსი ან რეალი ან ბარსა.კვარამ ან ესპანეთში უნდა ითამაშოს ან ისევ იტალიაში.
ქ. გ.
La Gazzetta dello Sport: ნაპოლის თითქმის ასწლიან ისტორიაში არავინ არის როგორც კვარაცხელია. იგუაინმა, კავანიმ და ინსინიემ ვერ მოახდინეს შთაბეჭდილება ხვიჩას მსგავსად. ამ ეტაპზე ველოდებით გოლებს მკერდით და მხრებით - სხეულის ყველა დანარჩენი ნაწილები მან უკვე გამოიყენა.
ქ. გ.
იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ ხვიჩამ აირჩია ადგილი და სახლი, სადაც იცხოვრებს.
გოგა
ლივერპულში მაგარი იქნებოდა ხვიჩა, იმედია როდესმე გადავა,რეალში ან ლივერპულში
N
ვისურვებდი, ხვიჩა ნაპოლიში დარჩეს და, რაც შესაძლებელია, ყველაფერი მოიგოს: ჩემპიონთა თასი, ოქროს ბურთი და ა. შ. რათა ახლა თუ მას კვარადონას უწოდებენ, მომავალში მარადონას Khvicha Snr. უწოდონ!
ლევანი
ვაა, არ მჯერა რომ ქართული სტატიია
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა