მიროსლავ კლოზეს ჯიბრილ სისე შეუწყვილდება
"ლაციოს" ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონიდან გუნდის ღირსებას ჯიბრილ სისე დაიცავს. დიახ, ფრანგ ფორვარდთან მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შესაბამისად, ოთხწლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

29 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ, რომაული კლუბის მესვეურებმა ბერძნული "პანათინაიკოსის" ანგარიშზე 6 მილიონი ევრო გადარიცხეს, ფეხბურთელს კი წლიურ ანაზღაურებად 2.1 მილიონი ევრო დაენიშნა.

სისემ ბოლო ორი სეზონი "პანათინაიკოსში" გაატარა და ბერძენ გულშემატკივრებს თავი საუკეთესო კუთხით დაამახსოვრა; ამაზე სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს - ფრანგმა 89 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 52 გოლი გაიტანა. იქამდე ჯიბრილი "სანდრელენდის" (38 მატჩი, 11 გოლი), "მარსელის" (80 მატჩი, 37 გოლი), "ლივერპულის" (79 მატჩი, 24 გოლი) და "ოსერის" (165 მატჩი, 90 გოლი) ღირსებას იცავდა.

მოკლედ, კლაუდიო ლოტიტომ გვარიანად გაიკრა ჯიბეზე ხელი და შედეგად, "ლაციოს" თავდასხმაში მეტად საინტერესო ტანდემს ვიხილავთ - აი რამდენად მრისხანეს, ამას მომავალი გვიჩვენებს. თავად სისე ოპტიმისტურად არის განწყობილი: "ყოველთვის მინდოდა იტალიის ჩემპიონატში თამაში და როგორც იქნა, წადილი ამიხდა. "ლაციო" სახელიანი გუნდია, დიდი ამბიციებითა და მიზნებით, შესაბამისად, რომში გადმობარგებაზე ერთი წუთითაც არ დავფიქრებივარ.

ჩემამდე "ლაციოს" მესვეურებმა მიროსლავ კლოზესთან გააფორმეს ხელშეკრულება, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ გუნდი ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. კლოზე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და მჯერა, რომ ერთად მეტოქე მცველებს დიდ პრობლემებს შევუქმნით. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ახალი სეზონი, რომ "ლაციოს" გულშემატკივრებს თავი საუკეთესო კუთხით ვაჩვენო".

ჯიბრილ სისეს ტრანსფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ სერჯო ფლოკარი რომაულ გუნდს დატოვებს და სავარაუდოდ, "პარმაში" გადაბარგდება. ემილიელები მზად არიან, რომ 29 წლის ფორვარდის სანაცვლოდ დედაქალაქელებს 2 მილიონი ევრო გადაუხადონ. განიხილება მეორე ვარიანტიც: პარმეზანელები სერჯოს იჯარის წესით აიყვანენ და თუ კმაყოფილნი დარჩნენ ფორვარდის ასპარეზობით, მომდევნო ზაფხულს მასში არა 2, არამედ 4 მილიონ ევროს გადაიხდიან. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა