საქართველოს ეროვნული ნაკრები ოფიციალურ მატჩებს იწყებს. დღემდე, მოსამზადებელ პერიოდში გამართული ამხანაგური მატჩები მხოლოდ საიმისოდ იყო, რომ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისა და ევრობასკეტისთვის მომზადებული და ეს დროც დადგა: 24 აგვისტოს საქართველო “თბილისი არენაზე” ნიდერლანდებს მასპინძლობს.

ეს გახლავთ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველო თავის ყოფილ თანაჯგუფელებთან – ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად არის, თუმცა ამ ნაკრებებთან ჩატარებული თამაშები მეორე ეტაპზე გადაჰყვა და მომავალ მატჩებს მომდევნო ჯგუფიდან კვალიფიცირებულ ისლანდიასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან გამართავს. პირველი ფანჯრის ფარგლებში ნიდერლანდებთან ერთად საქართველო იტალიას ეთამაშება სტუმრად, ქალაქ ბრეშაში. ნაკრები აპენინებზე 25 აგვისტოს, გამთენიისას გაემგზავრება და იტალიას 27-ში დაუპირისპირდება.

ნიდერლანდები ჯგუფის აუტსაიდერად ითვლება, რადგან მეორე ეტაპზე გამარჯვება არ გამოჰყოლია (საქართველოს 2 მოგება აქვს), თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ევროკალათბურთში, მით უმეტეს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სუსტი გუნდი არ არსებობს. ნიდერლანდები ძალიან მებრძოლი გუნდია, რომელსაც საქართველო ევრობასკეტ 2015-ზე, ხორვატიაში ჰყავს დამარცხებული და თბილისში, ამჯერადაც მოგებას ეცდება.

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, ბექა ბექაური

საქართველოს ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ჰოლანდიასთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია. მე-13 კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილია, რომელიც ნაკრებს იტალიაში გაჰყვება და ბრეშაში გადაწყდება, ითამაშებს თუ არა. მას ტრავმა აწუხებდა და მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშს შეუდგა, ბოლომდე მწყობრში ჩამდგარი არ გახლავთ.

მატჩის წინა დღის ვარჯიში საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ, რომლის დასკვნით ნაწილსაც ჟურნალისტები დაესწრნენ. საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩი ახალაშენებულ “თბილისი არენაზე”, 24 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

GBF.GE

ეხლა ვნახე, მატო 25 ლარიანი ბილეთებია დარჩენილი სადღაც 15 ცალი. კიდევ ყოჩაღ ჩვენს გულშემატკივარს
ნანაკო
გეხვეწებით პირი გაიპარსეთ რა, ასე მგონია თალიბანელები გამოდიან სათამაშოდ და ყურებაც მეზარება
v
ზოროსმა გაპარსოს ბითაძე და შენგელია ( გაკრიჭოს კიდეც ). უენერგიო , " ბეზპრასსვეტნი " მოხუცებს ჰგვანან, არადა როგორი სასიამოვნო გარეგნობა აქვთ.
დ
კარგით რა ხალხო, რა დროის ცინცაძეა, მაგას ბაქრაძე ასი თავით სჯობია, პასს მაინც აძლევს მაკფადენს, ცინცაძეს შემოაქვს ბურთი, მერე პარკეტზე აკაკუნებს კაი ხანს, ჩვენები დარბიან, ეხსნებიან, ეს კიდევ აკაკუნებს, გეგონება რაღაც კომბინაციას ათამაშებსო, მაკფადენს იგნორს უკეთებს, ვითომ თვითონ რაიმეთი სჯობდეს, ბოლოს ისეთ პასს გააკეთებს, ვერც კომბინაციას ვერ გაათამაშებ, იმიტომ , რომ დრო აღარ რჩება მეტი, თან ძალიან უხერხულ პასს, აზრი რომ აღარ აქვს ასეთ დროს ასეთი პასის გაკეთებას, ასე გააფუჭებს მინ.5-6 შეტევას და ბოლოს სკამზე დასვამენ. არ შეუძლია მეტი, კლასი რაცა აქვს, ეგა აქვს, აწი ეგ რისი მომმატებელია კლასში?! არავითარი პირადული, მხოლოდ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ვამბობ.
დათო
მე მაგალითად ფევაძეს მივცემდი შანსს. მართალია სროლა არ უვარგა, მაგრამ სამწამიანშია ძალიან სასარგებლო. მოხსნა და ჩაგდება შეუძლია. დაცვაშიც კარგია. და არც ამდენ ჯარიმას იღებს. ბოლოსდაბოლოს მოსამზადებელ მატჩებში მაინც ვათამაშებდი. იქ გამოჩნდებოდა ვინ არის უკეთესი და კითხვებიც აღარ დაისმებოდა.
გოგი
რა ბერიშვილის სამიანები ტო, მაკფადენს თუ არ გაეხსნა არაფერი გამოვა.
ტტტ
მე ამ თამაშს ევრობასკეტზე მატი მღელვარებით მოველი დღეს გამოჩნდება რისი თავი გვაქ, თუ დღეს ვერაფერი სახეირო ვქენით ევრობასკეტის ყურებას აზრიც არ ექნება. მარტო მოგებას არ ვგულისხმობ დამაჯერებელი უნდა იყოს გუნდი.
რრრ
აბა შენ ვის ჩასვამდი ბურჯანაძის მაგიბრად 12-ში? ლონდარიძეს, ფევაძეს თუ კორსანტიას? თან ბექა ამ მოსამზადებელშ ვისზე უარესი იყო? 1-2 სამიანს აგდებდა, მეტი არც დუდას ქონდა არც მაკფადენს .დდ ერთადერთი ჯარიმებს ვერ ისროდა კარგად მარა ჯარიმებს სანდრო გაძილებით უარესად ისვრის.
aleko
ფაჩულიას ბიდზასჰვილია რა ვერ მიხვდი. თორე რეგბს უფრო კარგად თამაშობს ვიდრე კალათბურთს
დათო
იყო დრო, ბურჯანაძე ერთერთ ყველაზე პერსპექტიულ ფორვარდად ითვლებოდა ევროპაში. სამწუხაროდ კატასტროფულად მოუკლო, არადა დაახლოებით ისეთივე პოტენციალი გააჩნდა, როგორც შენგელიას.
zurab
მე, მაგალითად, ამ ბურჯანაძეს სულ რატომ ათამაშებენ, ვერაფრით გავიგე.
დათო
აი ზუსტად ეგ უნდა მეკითხა მეც. ძალიან კარგია თუ ბერიშვილი მომჯობინდა. 1 სამიანების მსროლელი მაინც გვეყოლება.
გია
აქ ცინცაძე წერია,სხვა საიტებზე ბაქრაძე,რომელია მართალი?
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89