პრობლემები თურქულ ფეხბურთში - პოლიცია გაჩერებას არც აპირებს. საკნებში სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ “ფენერბაჰჩესა” და “ტრაბზონსპორს” ამ ეტაპზე კონკრეტულ სანქციებს არ დაუწესებს. ასე რომ, ეს ორი კლუბი ამ ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაში წარადგენს. სტამბოლური გუნდი, როგორც ჩემპიონი, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, “ტრაბზონი” კი ამ უფლებას ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემდეგ მოპოვებს.

მოგეხსენებათ, ორივე ეს კლუბი დიდ საფეხბურთო სკანდალებში აღმოჩნდა ჩართული, მათი პრეზიდენტები აზიზ ილდირიმი და სადრი შენერი ჩაწყობილი მატჩების სკანდალის გამო დააკავეს.

ფედერაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყეტილება მიიღო: ქვეყნის ფეხბურთის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით სანქციას არ დააწესებს იმ ფეხბურთელთა მიმართ, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ის მათ წინააღმდეგ სასამართლოს განაჩენს დაელოდება და თავის განაჩენს მხოლოდ ამის მერე გამოაცხადებს. ასევე გადაწყდა, რომ ქვეყნის ჩემპიონატი ადრე დათქმულის მსგავსად 5 აგვისტოს დაიწყება.

გუშინ საღამოს კი თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით “ახალი პარტია” ეჭვმიტანილები დააკავეს. ესენი არიან: “ბურსასპორის” პრეზიდენტის თანაშემწე ლევეთ კიზილი, ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი უფუქ ოზერთენი, “ბეშიქთაშის” პრეზიდენტის პირველი თანაშემწე სერდარ ადალი და ამავე კლუბის ყოფილი გენერალური მენეჯერი სინან ენგინი, “სივასპორის” მთავარი მწვრთნელი რიზა ჩემბაი.

შეგახსენებთ, რომ თურქი სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ გასული სეზონის 19 მატჩი მოხვდა. გამოძიება სულ ახალ და ახალ მტკიცებულებებს პოულობს და დაკავებულთა საერთო რაოდენობაც ნელ-ნელა იზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს