“რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდში არსებულ მდგომარეობასა და საკუთარ თავზე ილაპარაკა

“რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდში არსებულ მდგომარეობასა და საკუთარ თავზე ილაპარაკა.

- ამჟამინდელი “რეალი” თუ არის ის გუნდი, რომლის აშენებაც გსურთ?

- ძალიან მომწონს ეს გუნდი და ამას დაუმატეთ იგუაინი და დი მარიაც, რომლებიც ჯერ კიდევ კოპა ამერიკაზე თამაშობენ. ისევე როგორც სხვებს, მიმაჩნია, რომ ერთი თავდამსხმელი კიდევ გვაკლია. კარგია, რომ ივლისის შუა რიცხვებისთვის ჩემს განკარგულებაში უკვე ყველა იქნება ამ ორი ფეხბურთელის გარდა. ისინი ცოტა გვიან შემოგვიერთდებიან. თქვეს, თითქოს კასილიასისთვის კაპიტნობის ჩამორთმევას ვაპირებდი... ეს ძალიან სულელური ისტორიაა, რომელიც პრესამ გამოიგონა. მესმის, გაზეთები უნდა გაიყიდოს და ამისთვის ჟურნალისტებს რაღაცების მოგონება უხდებათ, რათა აუდიტორია გაიფართოონ. გარწმუნებთ, კასილიასი იქნება “რეალის” კაპიტანი ყველა იმ შეხვედრაში, რომელშიც ის მინდორზე გამოვა.

- რატომ არ იძლეოდიით ინტერვიუს ამდენი ხანი?

- ამის საჭიროება არ იყო და იმიტომ. ჩემ შესახებ ისედაც ძალიან ბევრი ხალხი ლაპარაკობდა, უმრავლესობა აბსოლუტურად უაზრო რაღაცებს მაბრალებდა. ასე რომ, ჩემს ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ამას სხვები აკეთებდნენ ჩემ მაგივრად.

- ახლა ლოს ანჯელესში ხართ და გვითხარით, ვის გინდათ, რომ ქუჩაში შეხვდეთ?

- ალ პაჩინოს.

აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელიც გვიან საღამოს გოლ.კომმა გაავრცელა. “რეალმა” კონტრაქტები გაუხანგრძლივა წამყვან ფეხბურთელებს, სერხიო რამოსსა და პეპეს. ესპანელი “ბერნაბეუზე” 2016-მდე დარჩება, პორტუგალიელი კი 2015-მდე.

ვალენსია კანალესს უხმობს

მადრიდის “რეალის” უნიჭიერესმა ნახევარმცველმა, 20 წლის სერხიო კანალესმა სამეფო გუნდში ერთი წელიწადი გაატარა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პერიოდი მთლიანად დაკარგა. მას რეალურად არც უთამაშია, რაც გასაკვირი სულაც არ არის, როცა კონკურენტებად მესუთ იოზილი და კაკა ჰყავს. შესაბამისად, მისი განვითარება ამ ერთი წლით შეფერხდა. სერხიოს სამსახურით “ვალენსია” დაინტერესდა და “რეალს” უკვე ოფიციალურად მიმართა. სატრანსფერო თანხა არ ზუსტდება. თუმცა “ასის” მტკიცებით, “რეალს” ფეხბურთელის საზღვარგარეთ გაყიდვა ურჩევნია, რათა უშუალო კონკურენტები არ გააძლიეროს.

საპატა ვილიარეალში

“უდინეზეს” 24 წლის კოლუმბიელი მცველი კრისტიან საპატა მომავალი სეზონიდან “ვილიარეალში” ითამაშებს, - გვამცნობს იტალიური კლუბის ვებგვერდი. ესპანელებს ტრანსფერის გამოსყიდვა 7 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა