"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" (18-წლამდელები) ფრანგულ ტურნეზე პირველი ამხანაგური თამაში გამართა და ადგილობრივი "სურენსი" 24:21 დაამარცხა.

შეთანხმების თანახმად, მატჩში ტურნეზე მყოფმა 30-ივე მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ის მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მეტოქე 14:0 დაწინაურდა, თუმცა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შესვენებამდე შეძლო ორი საპასუხო ლელოს გატანა. თავი უკანახაზელებმა ლუკა ხორბალაძემ და რატი პაპაშვილმა გამოიჩინეს, გელა ხელაძემ კი ერთი გარდასახა – 12:14.

მეორე ტაიმში საქართველომ ერთი გარდასახული ლელო გაუშვა, თავად კი კვლავ ორი გაიტანა. მესამე ლელო ტატო ბუთიკაშვილის ანგარიშზეა, ხოლო მეოთხე - ანდრო დვალის. ხელაძემ ორიდან კვლავ ერთი გარდასახა – 24:21.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამ გამოცდილებით კმაყოფილი დარჩა:

„ძალიან სასარგებლო თამაში იყო, რომელმაც ჩვენი შედარებით სუსტი მხარეები დაგვანახა. მოხიბლული დავრჩი სათამაშო გარემოთო, მოედნის ხარისხით და ინფრასტრუქტურით. "სურენსი" კარგად მომზადებული, მობილიზებული დაგვხვდა და სწორედ ისეთი ოპონირება გაგვიწია, რისი სურვილიც გვქონდა. ვეთამაშეთ უფროსი ასაკის გუნდს. მეტოქის რიგებში 20 და 21 წლის ბიჭებიც იყვნენ და კარგი სათამაშო ტემპი ჰქონდათ, თუმცა კონტაქტის არეში პრობლემები არ შეგვქმნია და შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი ძლიერი მხარეც კი იყო“.

„თამაში ცოტა არეულად დავიწყეთ და ორი ლელოც გავუშვით. მთლიანობაში, ხარისხის მხრივ უკეთესის მოლოდინი მქონდა. გვქონდა შეცდომები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, სტატიკურ ფაზებსა და ფეხით თამაშში. ასევე პრობლემები გვქონდა გადაადგილებაში, რაც შესაძლოა აკლიმატიზაციის ბრალი იყო, თუმცა ჩვენ მიზეზებს ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებთ და ვეცდებით, ეს პრობლემები უმოკლეს დროში გამოვასწოროთ“.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველა მოთამაშისთვის მიგვეცა და კარგია, ეს რომ მოვახერხეთ. ფრანგული ტურნე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ნაწილია და სწორედ ასეთმა თამაშებმა უნდა დაგვანახოს, რაზე გვაქვს აქცენტი გასაკეთებელი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ, ხარვეზები გამოვასწოროთ და ევროპის ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ“.

18-წლამდელთა ფრანგული ტურნე. პირველი მატჩი. 25 აგვისტო

სურენსი – საქართველო 21:24

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. ლუკა კობაური (აკადემია), 12. რატი პაპაშვილი (აკადემია), 11. ნიკა გოგუა (არმაზი), 10. გუჯა მახარაშვილი (აია), 9. ლადო ტყაბლაძე (აია);

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. გიგი ჭუმბურიძე (აია), 3. გიგა თუთისანი (აია), 4. ჯაბა ოდიშარია (ლელო), 5. გიორგი გერგედავა (აია, კაპ.), 6. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), 7. ნიკა ლომიძე (ხარები), 8. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები).

მარქაფა: 1. გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), 2. შოთა ხელაძე (აია), 3. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 4. ნიკა გაბედავა (ხარები), 5. კახა შეყილაძე (ხვამლი), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო); 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 10. გელა ხელაძე (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 14. ზურა ნინიძე (ბათუმი), 15. ლუკა ჭინჭარაული (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

Rugby.ge

აშოტი
ვახ კაცო, "სურენას" მოუგეს" და "რუნებას" როდის ეთამაშებიან?
სოსო
ყოჩაღ ბიჭებო!ნათლობა მიღებული გაქვთ და ამის შემდეგ,სულ წარმატებებს გისურვვებთ!
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"