როგორც იქნა! - არგენტინის ნაკრებმა ისე ითამაშა, როგორც მისგან გულშემატკივრები ელოდნენ. ეს კი სამი კაცის დამსახურება გვგონია

A ჯგუფი

არგენტინა-კოსტა რიკა 3:0

არგენტინა: რომერო, საბალეტა, ბურდისო, გ. მილიტო, ძანეტი, მასკერანო, გაგო, აგუერო (85. ლავეცი), მესი, დი მარია (80. ბილია), იგუაინი (80. პასტორე).

კოსტა რიკა: მორეირა, აკოსტა, დუარტე, კალვო (46. ბრენესი), სალვატიერა, მორა, კუბერო, ლეალი, ელისონდო (57. ვალე), კემპბელი, მარტინესი (46. მადრიგალი).

გოლები: 1:0 აგუერო (45), 2:0 აგუერო (53), 3:0 დი მარია (64)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (არგენტინა)

საბოლოო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. კოლუმბია 3 2 1 0 3-0 7

2. არგენტინა 3 1 2 0 4-1 5

3. კოსტა რიკა 3 1 0 2 2-4 3

4. ბოლივია 3 0 1 2 1-5 1

როგორც იქნა! - არგენტინის ნაკრებმა დაახლოებით ისე ითამაშა, როგორც მისგან გულშემატკივრები ელოდნენ. ეს კი სამი კაცის დამსახურება გვგონია: პირველი სერხიო ბატისტაა, რომელიც მიხვდა, რომ სასტარტო შემადგენლობიდან სასწრაფოდ მოსაცილებელი იყვნენ კარლოს ტევესი და ესეკიელ ლავეცი. სერხიო აგუერომ და გონსალო იგუაინმა გაცილებით მეტი გააკეთეს ერთ მატჩში, ვიდრე ზემოთნახსენებმა დუეტმა - წინა ორში. გამოადგა გუნდს ესტებან კამბიასოს ანხელ დი მარიათი ჩანაცვლებაც.

თამაშის წინ, კოსტარიკელთა თავკაცი, არგენტინელი რიკარდო ლა ვოლპე იმედოვნებდა, რომ მისი თანამემამულეები მაინცდამაინც ამ თამაშის წინ არ გამოფხიზლებულიყვნენ. თუმცა არგენტინას, გარდა იმისა, რომ მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, ბატისტას კიდევ ერთი გამაღიზიანებელი სწორედ ლა ვოლპე იყო, რომელმაც პირველი ტურის შემდეგ გაბედა და თქვა, არგენტინის ნაკრები გუნდი არ არისო. ახლა კოსტარიკელთა თავკაცი ნაწილობრივ საკუთარ ენაგრძელობასაც უნდა "უმადლოდეს" 0:3 მარცხს ამ "არაგუნდთან".

პირველი ტაიმის ერთ სტატისტიკურ მონაცემს მოვიყვანთ, რომელიც ყველა სიტყვაზე მეტყველია - არგენტინელებმა მეტოქის კარისკენ 18-ჯერ დაარტყეს, ხოლო მათმა მეტოქემ - ერთხელ. ამ 18-დან მიზანს ბოლო დარტყმამ მიაღწია - მორეირამ არგენტინელთა დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ იქვე ჩასაფრებულმა კუნ აგუერომ დაამატა და არგენტინის ნაკრექბს ზურგიდან ფსიქოლოგიური ტვირთი მოხსნა.

მატჩის ქრონიკაში მესი აქამდე არ გვიხსენებია, თუმცა ის იყო არგენტინელთა თითქმის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი (მას გვარიანად ეხმარებოდა ფერნანდო გაგო). მეორის დასაწყისში კი "ლა პულგას" პასით მეკარესთან პირისპირ კუნი გავიდა და მანაც არ გააწბილა კორდობაში შეკრებილი გულშემატკივარი. ამ მომენტამდე არგენტინის ნაკრების ყველა გოლი სერხიო აგუეროს ანგარიშზე იყო. ამის შემდეგ მესიმ საგოლე პასი დი მარიას გაუკეთა. სხვათა შორის, "მარიო კემპესზე" ნაკრების მხარდასაჭერად თავად მარიო კემპესიც იყო მისული...

ამ ჯგუფიდან კოლუმბია პირველი ადგილით გავიდა პლეი ოფში, არგენტინა - მეორეთი, კოსტა რიკა კი უნდა დაელოდოს, რა მოხდება სხვა ჯგუფებში.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მესიმ მიიღო (არგენტინის სამი მატჩიდან 2-ჯერ მან გაიმარჯვა), მან ხმების 36% მიითვალა. "ოლე, ოლე, ოლე მესი" - გაჰყვიროდა კორდობაში შეკრები 57 ათასი ფანი.

ლეო მესი (არგენტინა): "ნამდვილი და სულ სხვა კოპა სწორედ ამ ეტაპიდან იწყება. ყველაზე მეტად ჩვენ გვსურს, რომ გადამწყვეტ ეტაპზე საუკეთესონი ვიყოთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ასეთი მხარდაჭერისთვის".

სერხიო ბატისტა (არგენტინის მწვრთნელი): "ჩვენ სწორედ ეს თამაში გვჭირდებოდა, რომ ფეხბურთელებს თავიდან ერწმუნათ თავიანთი შესაძლებლობების. დღეს ვიყოჩაღეთ, წინა ორი მატჩისგან განსხვავებით. მესი ნამდვილი მარგალიტი იყო, მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, ჩვენ რომ გვსურდა".

რიკარდო ლა ვოლპე (კოსტა რიკის მწვრთნელი): "არგენტინას ბურთი ვერ წავართვით, ვერც ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, მხოლოდ თავს ვიცავდით. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, ბიჭებო, თუ ბურთს ვერ შეინარჩუნებთ, "ბაი ბაი" უთხარით ტურნირს. ჩათვალეთ, რომ თქვენ მოგკლეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papai
ნეტა რეკორდზე რატომ არ წავიდა?
ჯეკო
ეროვნული კაცი!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს