კაცი, რომელმაც თვით ლიონელ მესის აჯობა!
კაცი, რომელმაც თვით ლიონელ მესის აჯობა! რა თქმა უნდა, მხოლოდ სეზონის განმავლობაში საგოლე პასების რიცხვს ვგულისხმობთ. ევროპის საუკეთესო საფეხბურთო ლიგებიდან ასეთი მხოლოდ ერთია - ფრანგული "სოშოს" 23 წლის პლეიმეიქერი მარვინ მარტინი.

მარტინის მონაგარი 19 საგოლე პასია, ერთით მეტი, ვიდრე მესის და კაიზერსლაუტერნელი კრისტიან ტიფერტის ანგარიშზე. კარგა ხანია, რაც მას ტექნიკას, მოედნის ხედვას და პასებს უქებენ. წლეულს მარტინმა საფრანგეთის ნაკრებშიც დაიმსახურა თამაში, ორჯერ მოირგო "ლე ბლეს" ფორმა და უკვე 2 გოლიც გაიტანა! მისი თიკუნი არც მეტი არ ნაკლები "პატარა ჩავია". "პატარა ჩავი" ლიგა 1-ის 4 ნომინანტს შორის იყო სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზზე.

გასულ სეზონში პასების "ასები" ზემოთ ჩამოთვლილ ტრიოსთან ერთად იყვნენ: ფრანკ რიბერი, მესუთ იოზილი და ნანი. ცალკე გვინდა აღვნიშნოთ დანი ალვეშის 15 საგოლე პასი - ის ხომ მცველია! ქვემოთ მოყვანილ სიაში კი მის გარდა კიდევ ერთი მცველია - მაიკონი.

გოლი პლუს პასი სისტემით კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის ტოლ-სწორი არა ჰყავდა - პორტუგალიელმა 51 ქულა დააგროვა, არგენტინელმა - 49. მესამე ადგილზე გასული ანტონიო დი ნატალე მათ ძალიან ჩამორჩება (35 ქულა).

თვალი შევავლოთ ე.წ. მეორე ეშელონის ლიგების საუკეთესო მეპასეებსაც. ჰოლანდიურ ერედივიზიეში 17 საგოლე პასი გააკეთა "გრონინგენის" სერბმა ნახევარმცველმა დუშან ტადიჩმა. შოტლანდიელი კრის მაგუაიერის (აბერდინი) ანგარიშზე 10 პასია და ეს სკოტთა პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. რუსულ პრემიერლიგაში (2010 წ.) 9 საგოლე პასი გააკეთა ვლადიმირ ბისტროვმა.

საგოლე პასები

პასი ფეხბურთელი გუნდი ლიგა

19 მარვინ მარტინი სოშო ლიგა 1

18 კრისტიან ტიფერტი კაიზერსლ. ბუნდესლიგა

18 ლიონელ მესი ბარსელონა ლა ლიგა

17 ფრანკ რიბერი ბაიერნი ბუნდესლიგა

17 მესუთ იოზილი რეალი ლა ლიგა

15 ნანი მანჩესტერი პრემიერლიგა

15 დანი ალვეში ბარსელონა ლა ლიგა

14 დიდიე დროგბა ჩელსი პრემიერლიგა

13 მარიო გიოტცე დორტმუნდი ბუნდესლიგა

13 ჩაბი პრიეტო სოსიედადი ლა ლიგა

13 იაროსლავ პლაშილი ბორდო ლიგა 1

12 თომას მიულერი ბაიერნი ბუნდესლიგა

12 ხუან მატა ვალენსია ლა ლიგა

12 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი სერია ა

12 ანდრეა კოსუ კალიარი სერია ა

12 ესეკიელ ლავეცი ნაპოლი სერია ა

12 მორგან ამალფიტანო ლორიანი ლიგა 1

11 უეინ რუნი მანჩესტერი პრემიერლიგა

11 ანდრეი არშავინი არსენალი პრემიერლიგა

11 სესკ ფაბრეგასი არსენალი პრემიერლიგა

11 ანხელ დი მარია რეალი ლა ლიგა

11 კრიშტიანო რონალდო რეალი ლა ლიგა

11 ანტონი მუნიე ნიცა ლიგა 1

10 არიენ რობენი ბაიერნი ბუნდესლიგა

10 ლეიტონ ბეინესი ევერტონი პრემიერლიგა

10 ედენ აზარი ლილი ლიგა 1

9 მეჰმეთ ეკიჩი ნიურნბერგი ბუნდესლიგა

9 არტურო ვიდალი ლევერკუზენი ბუნდესლიგა

9 სეიად სალიჰოვიჩი ჰოფენჰაიმი ბუნდესლიგა

9 ზე რობერტო ჰამბურგი ბუნდესლიგა

9 ფარფანი შალკე ბუნდესლიგა

9 ჯო ბარტონი ნიუკასლი პრემიერლიგა

9 ეშლი იანგი ასტონ ვილა პრემიერლიგა

9 კრის ბრანტი ვესტ ბრომვიჩი პრემიერლიგა

9 სანტი კასორლა ვილიარეალი ლა ლიგა

9 სამუელ ეტოო ინტერი სერია ა

9 კრისტიან ლედესმა ლაციო სერია ა

9 სტეფანო მაური ლაციო სერია ა

9 რენო კოადი ვალანსიენი ლიგა 1

9 ჟერვინიო ლილი ლიგა 1

8 კრისტიან ფუხსი მაინცი ბუნდესლიგა

8 ნური შაჰინი დორტმუნდი ბუნდესლიგა

8 ლუის ჰოლტბი მაინცი ბუნდესლიგა

8 დიეგო ვოლფსბურგი ბუნდესლიგა

8 ფელიქს ბასტიანსი ფრაიბურგი ბუნდესლიგა

8 მარკო როისი მიონხენგლ. ბუნდესლიგა

8 მარკო მარინი ვერდერი ბუნდესლიგა

8 იულიან შიბერი ნიურნბერგი ბუნდესლიგა

8 მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი ბუნდესლიგა

8 ჩარლი ადამი ბლექპული პრემიერლიგა

8 ჯერმეინ პენანტი სტოკი პრემიერლიგა

8 რაფაელ ვ.დ. ვაარტი ტოტენჰემი პრემიერლიგა

8 სტიუარტ დაუნინგი ასტონ ვილა პრემიერლიგა

8 ვალდო ლევანტე ლა ლიგა

8 ბორხა ვალერო ვილიარეალი ლა ლიგა

8 როდრიგო პალასიო ჯენოა სერია ა

8 მაურისიო ისლა უდინეზე სერია ა

8 მაიკონი ინტერი სერია ა

8 ანტონიო კასანო სამპ. მილანი სერია ა

8 ფრანჩესკო ტოტი რომა სერია ა

8 ლუდოვიკ ჟიული პსჟ ლიგა 1

8 იოან კაბაი ლილი ლიგა 1

8 რომან ჰამუმა კაენი ლიგა 1

8 ნენე პსჟ ლიგა 1

გოლი პლუს პასი

ქულა ფეხბურთელი კლუბი ლიგა

51 კრიშტიანო რონალდო რეალი ლა ლიგა

49 ლიონელ მესი ბარსელონა ლა ლიგა

35 ანტონიო დი ნატალე უდინეზე სერია ა

32 მარიო გომესი ბაიერნი ბუნდესლიგა

32 ედინსონ კავანი ნაპოლი სერია ა

30 სამუელ ეტოო ინტერი სერია ა

29 მუსა სოვი ლილი ლიგა 1

27 კარლოს ტევესი სიტი პრემიერლიგა

26 დიდიე დროგბა ჩელსი პრემიერლიგა

26 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი სერია ა

25 ალვარო ნეგრედო სევილია ლა ლიგა

25 დიმიტარ ბერბატოვი მანჩესტერი პრემიერლიგა

25 რობინ ვან პერსი არსენალი პრემიერლიგა

25 კევინ გამეირო ლორიანი ლიგა 1

24 თომას მიულერი ბაიერნი ბუნდესლიგა

24 პ. დემბა სისე ფრაიბურგი ბუნდესლიგა

24 ფრანკ რიბერი ბაიერნი ბუნდესლიგა

24 ნანი მანჩესტერი პრემიერლიგა

24 ჟერვინიო ლილი ლიგა 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"