საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გულშემატკივარს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და დაწერა:

"ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ, თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან.

იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ეს ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ, არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე არ მეფიქრა. თითოეული ჩემი მოქმედება იყო მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა, მაგრამ სპორტში სხვა ბევრ დადებითთან ერთად, სამწუხაროდ, ასეთი მომენტებიც ხშირია.

მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს. თუმცა, დღეს მე ვარ მშვიდად, რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრის და ჩემი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რთული მომენტები უფრო დიდ მოტიცაციას და ძალას შემატებს ჩვენს ბიჭებს.

ჩემზე არ იდარდოთ. ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.

ახლა კი გთხოვთ, ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თქვენს თითოეულ გამამახნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას!", - წერს შენგელია.

მოგეხსენებათ, შენგელიამ ნიდერლანდებთან მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო. ის მკურნალობას იტალიაში გადის და დაახლოებით, 2 თვის გამოტოვება მოუწევს.

გიორგი
არც ვდარდობ. იმედი მაქვს აღარასდროს ითამაშებ ნაკრებში, მითუმეტეს კაპიტნად. წადი ურალმაშში გაერთე
ბათუ
თოკო გენაცვალე უმრავლოს შენაირი სპორცმენები საქართბელოს. გამოჯამრთდლდი მალე და დარწმუნებული ვარ უფრო ხლიერი დაბრუნდრბი და პირვწლად იდტორიაში წარუძღვები ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. გელოდებით კაოიტანო
გიონატ
მაგარი ბიჭი, მაგარი კაპიტანი.
საქართველო
არ მიყვარს როცა ქართველები ერთმანეთ მოღალატეებად და პატრიოტება ჰყოფენ,განსაკუთრებით რაღაც და ვიღაც სულელური პოლიტიკის და პოლიტიკოსების გამო,მაგრამ 123 შენ და შენნაირები ხართ ზუსტად მოღალატეები,ააი იცი როგორი ქართველებს მეზარბაზნეები არ ჰყავთო,აი ეგეთი მოღალატე ხარ.
დააT
რა თქმა უნდა ჩემთვისაც მიუღებელი იყო შენგელიას ცსკა-ში გადასვლა და ეგ შავი ლაქა მუდამ დარჩება მას, მაგრამ როცა ოკუპანტების ურდო შეიჭრა 24 თებერვალს უკრაინაში, უკვე 25 თებერვალს წავიდა ოკუპანტების გუნდიდან და ბოდიშიც მოიხადა ოკუპანტების გუნდში თამაშის გამო. დღეს სხვა რეალობა დღეს შენგელია არის ნაკრების ერთადერთი ნათელი წერტილი და მის გარეშე საქართველოს ნაკრებს არანაირი შანსი არ აქვს არც იტალიასთან და არც ევრობასკეტზე, გამიხარდება თუ შევცდები, ბოლობოლო ევრობასკეტზე ჩვენი ბიჭების ხუთივე თამაშზე ვიქნები სპორტის სასახლეში.
giga
ეს 123-ი კი არა, ორი 00-ია ეგ ვიღაცა.:დდდ
lebron
უეჭველი ჩვენ მეზობელ ქვეყანას წარმოადგენთ
კახა ქ.
123 ასეთი ტიპები საიდან მოდიან ამის დედა ვატირე,რა აქვთ ამათ საერთო ან სპორტთან,ან ადამიანებთან,ან ცხოვრებასთან.ფუ....
კახა ქ.
უპირველეს ყოვლისა გამოჯანმრთელებას გისურვებ კაპიტანო!ეხლა კი მთავარი -- სამწუხაროა რა თქმა უნდა რაც მოხდა,მაგრამ ერთადერთი ისაა რომ მოედანზე არ იქნები კაპიტანო,დანარჩენი კი ეჭვიც არ მეპარება, დაწყებული გასახდელიდან დამთავრებული მოედნის შესასვლელამდე შენ იქნები გუნდისთვის მოტივაციის მიმცემი,შენ იქნები ბიჭებთან ერთად სათადარიგოთა სკამზე და იქიდან ეცდები გუნდის დახმარებას,რით და როგორ ეს კი შენ უფრო კარგად იცი!აბა ჰე,აბა თქვენ იცით.ბიჭებმა კი ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის,რომ გულშემატკივარს დაამახსოვროთ თავი ნამდვილ მებრძოლ გუნდად--გუნდად, რომელიც არ გატყდა მიუხედავად იმისა, ყველაზე საჭირო მომენტში კაპიტნის გარეშე რომ დარჩა.წარმატებები ჩვენს ნაკრებს.გულშემატკივარი კი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს.სწორედ ახლა,ამ დროს გულშემატკივარი უნდა გახდეს თორნიკე შენგელია,10 000 თორნიკე შენგელია კი ხომ წარმოგიდგენიათ რა ძალაა. აბა ღმერთი ჩვენსკენ!!!
ნონა.
კარგ ქართველს, კარგ მამულიშვილს და უმაღლესი დონის კალათბურთელს საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას! ვუსურვებთ გამოჯამრთელებას! ჩვენს ნაკრებს კი კარგ თამაშს და გამარჯვებას!
lebron
სანაია, მაქარაშვილი (მარქარიან) მშვილდაძე, გვარამია გიცანით :))))))))))
რრრ
მალე გამოჯანმრთელება თოკო.
გუსანი
თოკოს მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ! ნამდვილი კაპიტანია და გუნდის ლიდერი, ბრძოლის ჟინი არასდროს აკლდა, პატრიოტად მესახება თოკო, არ ვიცი ბიჭები როგორ მოინდომებენ მაგრამ თოკოს გარეშე, ნაკრები ინვალიდია, თავსაც რომ გადაახტნენ სროლა არ იციან და რამდენი შემთხევითი ბურთი უნდა ჩავაგდოთ თამაშები მოვიგოდ? მაკფადენს კი ხან მისდის და უმეტესად არ მისდის თამაში? წინ საქართველო გამარჯვებები გვწყურია, თორემ მარტო ხვიჩას პოზიტივი არასაკმარისია... მეტი გვინდა..
მერაბი
დიდი სულის დიდი სპირტსმენი! ღმერთმა უმრავლოს ჩვენს მამულს მისი დარი ახალგაზრდები!!!
გიზოგ
და გგონიათ, რომ ამით ქართველობას ამტკიცებთ.
ბესო
მალე გამოჯანმრთელობას ვუსურვებ თორნიკე შენგელიას . ისევ ისეთივე დაბრუნებოდეს პარკეტზე როგორიც იყო ტრამვამდე ! მე რომ შემეძლოს გმირის წოდებას მივანიჭებდი
123
რუსეთში იდარდონ, ქართველები არ ვდარდობთ.
საქართველო
კარგად დავინახეთ ყველამ ჰოლანდიასთან როგორია ნაკრები თოკოსთან ერთად და თოკოს გარეშე, შენ ალბათ სხვა თამაშს უყურე
asa
მალე გამოჯანთმელებას გისურვებ კაპიტანო!!!
tngh
თოკო!!! გენაცვალე!!! მალე გამოჯანმრთელებას და შემდგომ წარმატებებს გისურვებ... საქართველოს ნაკრებთან ერთად!!! იმედია, ესეც იქნება... კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ!!!
Alexandre
თოკო, ძალიან მაგარი კაცი, კალათბურთელი და რაც მთავარია, ქართველი პატრიოტი ხარ! მჯერა, ნაკრებთან ერთად მსოფლიოზე გაიბრწყინებ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.
Lebron
თოკო ნამდვილი კაპიტანია!!! მადლობა კაპიტანო!!!
odala
თორნიკეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ნაკრებს კიდევ გაცილებით ძლიერი კაპიტანს. მომენტი ბოლო მატჩიდან: პირველი მეთხედია, მხოლოდ 2 ქულით ვართ წინ ამ ნაკრებისა და ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, კაპიტანი შოუ-ბოუთინგს მიმართავს და რივერს-დანკს აკეთებს. ამას რა მოჰყვა? ამ ჩატენვამდე ვინც ბურთი მოიპარა, ახალგაზრდა მოთამაშემ, ანდრონიკაშვილმა ტექნიკური მიიღო, იმიტომ რომ ძალიან ემოციურად გამოხატა. ეს ყველაფერი კი შენგელიას ეფექტური დანკიდან და შოუ-ბოუთინგიდან მოდიოდა. აგიჟებს ასეთი რამეები მწვრთნელებს. ნებისმიერი მწვრთნელი ნბა-ში დაუძახებდა ახალბედას და ეტყოდა, ახლა ამის დრო არ არისო. მაგრამ დიდ ბიჭებს და კაპიტნებს უკვე აღარ სჭირდბათ ხოლმე მითითება. თამაში ასეთი ნიუანსებისგან შედგება და ეს განასხვავებს ჩემპიონებს და ჩამპიონებს/Champs vs Chumps. ვეტერანმა მაგალითი უნდა მისცეს ახალბედებს. როცა მომთავრებულია თამაში და 20 ქულით იგებ, მაშინ შეგიძლია თავს უფლება მისცე.
ცოტნე
ნამდვილი კაპიტანი ხარ!მხარზე მეტად სული მტკივაო !კაცი ხარ!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა